განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2018
საქმის ნომერი
340100117002208012
დავის ტიპი
126 1
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100117002208012

საქმე № 1/313-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09.01.2017წ. ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე:ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი: გვანცა სოლოღაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: თინათინ ზუბაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ი-----–ი კუ------–ვილი

დაბადებული -01.09.1----–--–-

პირადი- №1-----------

მოქალაქეობა -საქართველოს მოქალაქე.

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე.

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონის სოფელი ვ--–--–---

 

ადვოკატი -ლი-ნა ჭუ--აშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–ი კუ------–ვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, ი-----–ი კუ------–ვილმა, ურთიერთშელაპარაკებისას, რკინის ზურგის არეში ორჯერ და გულმკერდის არეში ერთხელ დარტყმით სცემა გი- აგ---–-–ვილს, რის შემდეგაც სახეში ერთხელ გაარტყა ხელი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ი-----–ი კუ------–ვილს 2017 წლის 30 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ვა------ ოქ-----–ვილის, ლი- სა----შვილის, მზი- ბე----–ვილის, გი- აგ---–-–ვილის, ი-----–ი კუ------–ვილის დაკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მითითებულია ი-----–ი კუ------–ვილი ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რაც დასტურდება ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით.

 

ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ცემა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. ცემა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–ი კუ------–ვილმა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ი-----–ი კუ------–ვილმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ი-----–ი კუ------–ვილის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ი-----–ი კუ------–ვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-----–ი კუ------–ვილის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

ი-----–ი კუ------–ვილის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობას და მათ რაობას, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ: იგი არ არის ადრე ნასამართლევი, ჩადენილს ინანიებს.

 

ი-----–ი კუ------–ვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–ი კუ------–ვილთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება ლითონის მილი რომელიც ინახება შ.ს.ს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–ი კუ------–ვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

3. აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება: ლითონის მილი, რომელიც ინახება შ.ს.ს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე