განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2018
საქმის ნომერი
080100117002208013
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/9---17 (№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09იანვარი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასა----თლოს

მოსა----თლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ირ--- მჟ----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - სუ-–----- სუ-–-----ის ძე მჭ----–--ე - დაბადებული 19-- წლის 2- თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასა----თლობის არ მქონე, მცხოვრები: წყალტუბო, კო-–----ის ქუჩა მ------ შე------- №1---

 

ადვოკატი - რ---- ზო--–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასა----თლომ დაადგინა:

 

სუ-–----- მჭ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე ქალაქ წყალტუბოში ტ----- შე-------ს ქუჩის N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სუ-–----- მჭ----–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გუ-–----ი ბა-–-------ეს და მეუღლის დედას - ქე------ ბა-–-------ეს, კერძოდ გუ-–----ი ბა-–-------ეს მოქაჩა თმებში, ხოლო ქე------ ბა-–-------ეს ალუმინის ჯოხი დაარტყა თვალის არეში. აღნიშნულის შედეგად გუ-–----ი ბა-–-------ემ და ქე------ ბა-–-------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასა----თლოს დასკვნა:

 

სასა----თლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ ქე------ ბა-–-------ის და გუ-–----ი ბა-–-------ის დაკითხვის ოქმები; მოწმეების ი---- ტყ---–--ის, ა-- ბა-–-------ის ნი----–---- აფ---ის და თა---- ჯი---ს დაკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ცნობა; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა სუ-–----- მ-----–---- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ სუ-–----- მჭ----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ სუ-–----- მ-----–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს და--შაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სუ-–----- მჭ----–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სუ-–----- მ-----–---- მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 200 (ორასი) საათის ოდენობით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სუ-–----- მჭ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

სუ-–----- მჭ----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2017 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ სუ-–----- მჭ----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.

გაუქმდეს სუ-–----- მ-----–---- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო ხოლო ბრალდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ნანული მ-----–---- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - წყალტუბო, კო-–----ის ქუჩა მ------ შე------- N1- საკადასტრო კოდი 2-------------------

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის საწმენდი ალუმინის ჯოხი, რომელიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი