განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2018
საქმის ნომერი
221100118002247636
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 221100118002247636

საქმე №1/1-2018

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 იანვარი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

პროკურორ- რ-------–--ს

ადვოკატ- რ-------ს

ბრალდებულ- კო-------ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ზა--------ს თანხმობით შემოსული მესტიის რაიონული პროკურორის რ-------–--ს შუამდგომლობა

 

1. ბრალდებული: კო-------ს მიმართ

მამის სახელი: ტ------

დაბადებული: 1------- წელს

პირადი ნომერი: 6-------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მ-----

დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მ-----

მისამართი: წ--–-------–-----–-------

რეგისტრირებული: გ---–-----–-------–----–-------

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ კო-------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2012 წლის 19 დეკემბერს კო-------მ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ-------’’-ს მარკის, სახელმწიფო სანომერე ნიშნით D------- ავტომანქანით, მესტიის რაიონის სოფელ ხაიში-ვედის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ონ-------–--ს, რის შედეგად ამ უკანასნკელმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისიხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მე---------–-------- რ-------–--ს, ბრალდებულ კო-------ს და ადვოკატ რ-------ს შორის.

 

პროკურორი რ-------–-- შუამდგომლობს კო-------ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს ბრალდებული კო------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ბრალდებულ კო-------ს წერილობითი განცხადებით და საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე მისი განმარტებით დავრწმუნდი, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების და მოსალოდნელი განაჩენის, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული კო------- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.

 

ბრალდებული კო------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.

 

დაზარალებულს უფლება არა აქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას, შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.

 

საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულებთან კონსულტაციის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ ონ-------–--ს არ სურს დაესწროს სასამართლო სხდომას და თანახმაა ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია. (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო. (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება. (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy )

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

კო-------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:

 

ბრალდებულ კო-------ს აღიარებით.

 

2012 წლის 19 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით . (ს.ფ. 16-18)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 21 დეკემბრის №1---- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. (ს.ფ. 27-31)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის 28 თებერვლის №0------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.(ს.ფ.80-83)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 03 მაისის №2---- ექსპერტის დასკვნით (ს.ფ. 97-99)

 

დაზარალებულის ონ-------–--ს გამოკითხვის ოქმით (ს.ფ 6-8)

 

მოწმე ზაქარია ქანთარიას ჩვენებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიიჩნია, რომ ბრალდებულ კო-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასაბუთებულია, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და დადასტურებულად მიაჩნია კო-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

კო-------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

კო-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

 

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-272-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ზ-------–---–---- თანხმობით მესტიის რაიონული პროკურორის რ-------–--ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2.დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება მე---------–-------- რ-------–--ს, ბრალდებულ კო-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რ-------ს შორის.

 

3.ცნობილი იქნას დამნაშავედ კო------- (პირადი ნომერი 6-------) საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

3.კო-------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2018 წლის 8 იანვრის 17:16 საათიდან.

 

4. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის’’ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლის შესაბამისად კო-------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (წ--–-------–-----–-------).

 

5.კო-------ს განემარტოს, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ- ის 215-e მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვს ზემდგომ სასამართლოში წარადგინოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

8.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე ნ. აკობია