გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2018
საქმის ნომერი
120310017002189397
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 172189397-3/193-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 იანვარი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - ა-------------–-------------------------–---------------------------

წარმომადგენელი - გ---–----–------

მოპასუხე - ა----------------–----–---------------

წარმომადგენელი - მ------------–--–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორცილების დავალება - საჯარო ინფორმაციის გაცემა;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ა--------------–----–------------------- 2017 წლის 25 ოქტომბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

1.2. ა--------------–----–---------------- დავალდებულება ა(ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტს მიაწოდოს სრული საჯარო ინფორმაცია სოფელ მ----–- მიმდინარე მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით;

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 19 ოქტომბერს ტ---–------------------------–---------------------------------–--------- (წერილი 450/10/2017) მიმართა ა--------------–----–------------------- და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია ა-------- რაიონ, სოფელ მ----–- მიმდინარე ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე. გამოთხოვილ ინფორმაციას შორის იყო ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის ასლი და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, ა--------------–----–------------------ იყო პასუხისმგებელი ა-------- მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვების, მათ შორის საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემაზე და თავის მხრივ ინფორმაცია (დოკუმენტი) იყო საჯარო. გამგეობას ჰქონდა ვალდებულება ორგანიზაციისათვის მიეწოდებინა მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 2017 წლის 25 ოქტომბერს ა-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 5579/09 ორგანიზაციას ეცნობა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი. წერილის მიხედვით ეცნობათ, რომ მეჩეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და რომ დასრულებული იყო პირველი სართული, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუწოდებია მშენებლობის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი საქმის წარმოების მასალები. 2017 წლის 02 ნოემბერს ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას ხელმეორედ გაეგზავნა განცხადება მეჩეთის მშენებლობის ნებართვის და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების მასალების მოწოდების თაობაზე, თუმცა ა-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 9 ნოემბრის წერილის თანახმად ორგანიზაციას ისევ არ მიეწოდა ინფორმაცია და არ გამოეგზავნა მეჩეთის მშენებლობის ნებართვის ასლი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ ბათილად იქნეს ცნობილი ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 ოქტომბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს ა--------------–----–---------------- მიაწოდოს სრული საჯარო ინფორმაცია სოფელ მ----–- მიმდინარე მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ა--------------–----–---------------- წარმომადგენელმა თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე ა (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტმა ნამდვილად მიმართა ა--------------–----–------------------- და მოითხოვა სოფელ მ----–- მიმდინარე მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტები, ა--------------–----–------------------- თანამშრომლებს ვისაც რა ინფორმაცია გააჩნდათ, ვის კომპეტენციაშიც შედიოდა შესაბამისად საკითხი გასცეს პასუხი, აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო თუმცა მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდათ აღნიშნულ საკითხზე და არ გააკეთეს არანაირი ჩანაწერი, აქედან გამომდინარე ვერ მოხვდა მოსარჩელესთან ეს ინფორმაცია, ის რომ თითქოს და მოსარჩელე მხარე ინფორმაციას ასაიდუმლოებს სიმართლეს არ შეესაბამება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2017 წლის 19 ოქტომბერს ა (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით მიმართა ა--------------–----–------------------- და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია ა-------- რაიონის, სოფელ მ----–- მიმდინარე ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ა--------------–----–------------------- 2017 წლის 25 ოქტომბრის N5579/09 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ს.ფ. 16);

 

3.2. 2017 წლის 25 ოქტომბრის ა--------------–----–------------------- N5579/09 წერილით, ა (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტს ეცნობა, რომ მიმდინარეობდა მეჩეთის მშენებლობა ა--------------–----–-------------------თან არსებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე.საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული იქნა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 1390 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოქალაქე ი-----------------–---- სახელზე, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა მუსლიმანთა თემის სამმართველოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-ა--------------–----–------------------- 2017 წლის 25 ოქტომბრის N5579/09 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ს.ფ. 16);

 

3.3.2017 წლის 01 ნოემბერს ა (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტმა ხელმეორედ მიმართა განცხადებით ა--------------–----–------------------- და მოითხოვა სოფელ მ----–-, მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად, მათ შორის განცხადება მშენებლობის ნებართვის მოპოვების თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ საკითხზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები, ოქმები, გადაწყვეტილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, იროდიონ მიქელაძის საკუთრებაში მიწის გადაცემის (1350კვ.მ) საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რომელზედაც შენდებოდა მეჩეთი, მათ შორის მესაკუთრის განცხადება კომისიის სხდომის ოქმები და გადაწყვეტილება, ხოლო თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტაცია ადმინისტრაციულ ორგანოში არ შექმნილა ან და არ ინახებოდა აღნიშნულის თაობაზე ეცნობებინათ წერილობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-ა-------------–-------------------------–---------------------------ს 2017 წლის 01 ნოემბრის განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (ს.ფ. 17-18);

 

3.4. 2017წლის 09 ნოემბრის ა--------------–----–------------------- N5906/09 მიმართვის თანახმად, ა (ა) იპ ტ---–-----------ს და მრავალფეროვნების ინსტიტუტს 2017 წლის 25 ოქტომბრის N5579/09 წერილის საფუძველზე უკვე ეცნობა სოფელ მ----–- მდებარე მეჩეთის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 09 ნოემბრის ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის N5906/09 მიმართვა (ს.ფ 19);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ა (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა--------------–----–------------------- 2017 წლის 25 ოქტომბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაევალოს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას ტოლერნატობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს მიაწოდოს სრული საჯარო ინფორმაცია სოფელ მ----–- მიმდინარე მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტმა განცხადებით მიმართა ა--------------–----–------------------- და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია ა-------- რაიონ, სოფელ მ----–- მიმდინარე ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე. გამოთხოვილ ინფორმაციას შორის იყო ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის ასლი და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, ინფორმაცია იყო საჯარო და ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰქონდა ვალდებულება (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტისათვის მიეწოდებინა მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა 2017 წლის 25 ოქტომბერს ა-------- მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით 5579/09 ორგანიზაციას ეცნობა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი, რომ მეჩეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, დასრულებულია პირველი სართული, თუმცა არ მოუწოდებია მშენებლობის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი საქმის წარმოების მასალები; 2017 წლის 02 ნოემბერს ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობას ხელმეორედ გაეგზავნა განცხადება (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტის წარმომადგენლის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, სადაც მიუთითებდა რომ მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია სოფელ მ----–- მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, გადაეცა სრულად ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის განცხადება მშენებლობის ნებართვის მოპოვების თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ საკითხზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები, ოქმები, გადაწყვეტილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ასევე იროდიონ მიქელაძის საკუთრებაში მიწის გადაცემის (1350კვ.მ) საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, რომელზედაც შენდებოდა მეჩეთი, მათ შორის მესაკუთრის განცხადება კომისიის სხდომის ოქმები და გადაწყვეტილება, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტაცია ადმინისტრაციულ ორგანოში არ შექმნილა ან და არ ინახებოდა აღნიშნულის თაობაზე დაუყონებლივ უნდა შეეტყობინებინათ წერილობით, ა-------- მუნიციპალიტეტის მერიამ ორჯერ გაუგზავნა შესაბამისი მიმართვა (ა) იპ ტ---–-----------ს და მრავალფეროვნების ინსტიტუტს, თუმცა არსადა არ არის მითითებული მშენებლობის ნებართვა გაიცა თუ არ გაცემულა.

 

სასამართლო მიუთითებს რომ ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც მის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტს შეუზღუდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო გაეცა შესაბამისი პასუხი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია ა--------------–----–-------------------, მერიის წარმომადგენლის განმარტებით არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, თუმცა საჯარო ინფორმაციის ბუნებიდან გამომდინარე ამის შესახებ ოფიციალურად უნდა ეცნობებინა გამგეობას მოსარჩელესათვის, რაც თავის თავად შესაბამისი შინაარსის საჯარო ინფორმაციია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად ეგვემდებარება გაცემას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა, რასაც სასამართლოს აზრით, ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში ა--------------–----–------------------მ ა-------------–-------------------------–---------------------------ს წერილზე, რომელშიც საჯარო ინფორმაცია იყო მოთხოვნილი სოფელ მ----–- ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე და ამასთან გამოთხოვილი იყო ახალი მეჩეთის ასაშენებლად გაცემული მშენებლობის ნებართვის გაცემის საქმის წარმოების მასალები, უპასუხა მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ არ გასცა პასუხი მშენებლობის ნებართვის საკითხზე არსებულ მოთხოვნას, რაც სასამართლოს აზრით საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს წარმოადგენს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ ქ/პ თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პრაქტიკულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

 

აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე ა-------------–-------------------------–---------------------------ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მიეკუთვნებოდა არც კომერციულ, არც სახელმწიფო საიდუმლოებას და არ შეიცავდა პერსონალურ ინფორმაციას, შესაბამისად არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საიდუმლო კატეგორიას და მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციის სახეს, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ვალდებულება იმისა რომ უზრუნველყო მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სოფელ მ----–- ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული მოსარჩელისათვის მიწოდებული არასრულყოფილი ინფორმაცია, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელ უარს შესაბამისი ინფორმაციის გაცემაზე. ამდენად ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ტ---–-----------ს და მრავალფეროვნების ინსტიტუტს მიაწოდოს სრული საჯარო ინფორმაცია სოფელ მ----–- მიმდინარე მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით;

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს ა (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 22-23-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა (ა) იპ ტ---–------------------------–------------- ინსტიტუტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.ბათილად იქნეს ცნობილი ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 ოქტომბრის წერილი;

 

3.დაევალოს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიას ტ---–-----------ს და მრავალფეროვნების ინსტიტუტს მიაწოდოს სრული საჯარო ინფორმაცია სოფელ მ----–- მიმდინარე მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით;

 

4.მოპასუხე მხარეს დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ა (ა) იპ ტ---–-----------ს და მრავალფეროვნების ინსტიტუტის სასარგებლოდ;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი