გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2018
საქმის ნომერი
200210117001958110
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/378-17

№200210117001958110

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2018 წელი თელავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - გ------ი მ---–-–---–ი

მოპასუხე - ა-----– ა-----–---–ი

წარმომადგენელი - ბ-------- გ---–--–---–ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხე ა-----– ა-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 27 ოქტომბერს თ--–--ის რაიონის სოფელ ვ----------ანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა: მ--------------, სახელმწიფო ნომრით V-------- და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხე ა-----– ა-----–---–ის მიზეზით, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღევით მართავდა თავის კუთვნილ ავტომანქანას- ნ-----------. სახ.ნომ. G--------, რის შედეგადაც მოხდა შეჯახება. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს საექსპერტო -კრიმინალისტური სამსახურის მიერ ჩატარებული საექსპერტო დასკვნით დადგინდა, რომ მის მოქმედებაში არ აღინიშნებოდა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის უგულველყოფა და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის- მოპასუხის მიზეზით: ”მძღოლ ა-----– ა-----–---–ის მოქმედება არ შეესაბამება ” საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის ” მუხლი 32, პუნქტი 1-ს მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა”. ამრიგად, ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგზაო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, ა-----– ა-----–---–ს რომ არ დაერღვია საგზაო მოძრაობის წესები. ყოველივე ამის შედეგად კი დაზარალდა თავად და მიადგა მატერიალური ზიანი, მის ავტომანქანას დაუზიანდა სავალი ნაწილი და სხვა ძირითადი ნაწილები, რის შემდეგაც შეუძლებელი გახდა მისი გამოყენება. ზიანის ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განუცხადა, იმ მიზეზით, რომ მისი ავტომანქანაც დაზიანდა და მას არ აქვს არანაირი ვალდებულება, იგი თავს არიდებს მასთან ყოველგვარ ურთიერთობას, ამასთან მას ამ პერიოდში გაუუარესდა საცხოვრებელი პირობები, რადგან მისი ოჯახისათვის აღნიშული ავტომანქანა წარმოადგენდა შემოსავლის ძირითად წყაროს, როგორც ”ტაქსი”. დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულება შეადგენს 5000 ლარს, რისი საშუალებაც მას არ გააჩნია.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომ მოსარჩელე გ------ი მ---–-–---–ი მოძრაობდა მაღალი სიჩქარით და ვერ მოახერხა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დროულად შეჩერება. ექსპერტიზის დასკვნა ემყარება არასწორ შემთხვევის დათვალიერების ოქმს, რომელიც შედგენილია მისი და მისი წარმომადგენლის გარეშე, მოსარჩელე გ------ი მ---–-–---–ის მონაწილეობით. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორივე მანქანა. მიაჩნია, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2016 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვ----------ანთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომანქანა მ-------------- სახელმწიფო ნომრით V--------..ს მართავდა მოსარჩელე გ------ი მ---–-–---–ი, ხოლო მოპასუხე ა-----– ა-----–---–ი, მართავდა თავის კუთვნილ ავტომანქანას ”ნ----------- ”სახელმწიფო ნომრით ” G--------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დადგენილება, ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 17-19, 20-24)

 

3.1.2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 20-24)

 

3.2.3. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხე ა-----– ა-----–---–ის მიზეზით მომხდარი შეჯახების შედეგად, ხოლო მოსარჩელე გ------ი მ---–-–---–ის ქმედებაში შესაბამისი კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 20-24)

 

3.2.4. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა ძლიერ დაზიანდა და დაზიანების შედეგად შესაცვლელი ნაწილების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალი (ს.ფ. 25)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2.5. ავტომანქანა მ------------- სახელმწიფო ნომრით V-------- ეკუთვნის მოსარჩელე გ------ი მ---–-–---–ს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება, ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 17-19)

 

3.2.6. ავტომანქანა ნ----------- სახელმწიფო ნომრით G-------- ეკუთვნის მოპასუხე ა-----– ა-----–---–ს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება, ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 17-19)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი 500(ხუთიათასი) ლარის ოდენობით ეკუთვნის მას, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით რომ მას არა აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ზიანის ანაზრაურებისა ვინაიდან დადგენილია რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობაა 2500(ორიათას ხუთასი) ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი,სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ განმარტავს რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით ეკუთვნის მას, რაც ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. მხარეთა განმარტებით კი დადგენილია რომ დაზიანებული ნივთების ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ა-----– ა-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2500 ლარი.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქაქლაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916- 30921-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ------ი მ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ა-----– ა-----–---–ს მოსარჩელე გ------ი მ---–-–---–ის სასარგებლოდ ზიანის ასანაზრაურებლად დაეკისროს 2500(ორიათასხუთასი) ლარის გადახდა.

3. მოპასუხე ა-----– ა-----–---–ს გ------ი მ---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. თელავი, აღმაშენებლის 41) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინე ცერცვაძე