გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/917-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 იანვარი, 2017 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი გურამ შენგელია
მოსარჩელე - თი------ სა-------ე
მოპასუხე - თა---- რა-----ი
წარმომადგენელი -ნატალია ქუქალია
მოპასუხე -სი---- ცი-–--ე
წარმომადგენელი-მე--- ჩე-–----ე
დავის საგანი - მამობის დადგენა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.თი------ სა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. აწ გარდაცვლილი თეიმურაზ ჯ---–---–ი ცნობილი იქნას 2012 წლის 31 დეკემბერს დაბადებულ ნი----–---- ცი-–--ის (პირადი ნომე--- 6----------) ბიოლოგიურ მამად;
1.2. ბავშვის - ნი----–---- ცი-–--ის (პირადი ნომე--- 6----------) გვარი განისაზღვროს ბიოლოგიური მამის გვარის მიხედვით -,,ჯ---–---–ი“.
1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს დაარეგისტრიროს მამობის დადგენის აქტი და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს ნი----–---- ცი-–--ის(პირადი ნომე--- 6----------) დაბადების საააქტო ჩანაწერში.
2. მოსარჩელე თი------ სა-------ეს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი. (გადამხდელი - თი------ სა-------ე პ/ნ 0----------; გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–---------“; საგადახდო დავალება - N5 რეფერენსი - 6---------; ბანკის კოდი - T-------; გადახდის თარიღი - 13.12.2017; ანგარიშის სახაზინო კოდი 3--------; გადახდის დანიშნულება-სახელმწიფო ბაჟი სასა----თლოში განსახილველ საკითხებზე - თი------ სა-------ე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასა----თლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასა----თლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასა----თლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსა----თლე ნანა კალანდაძე