განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2018
საქმის ნომერი
200100117002240127
დავის ტიპი
276 6
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100117002240127

N1/344-17

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

25 იანვარი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თე-–---------------–-------------------ის პროკურორი - შ------------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: უ–---- გ--–--–---–ი

ბრალდებული: ი----- ქ-----–-----ი

მამის სახელი: შ-----

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2017 წლის 10 ნოემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მოძრაობდა ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა, რომელსაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი----- ქ-----–-----ი.

2. საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ი----- ქ-----–-----მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავიდა საავტომობილო გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და ავტომანქანის მარჯვენა წინა მხრიდან შეეჯახა მდინარე ქ--------------ის ხიდის მარჯვენა მხარეს არსებულ რკინა ბეტონის ბარდიულს, შედეგად ავტომანქანა ამობრუნდა და სახურავით დავარდა საავტომობილო ხიდის გზაზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფმა შ--------------–მა მიიღო ტრავმული შოკი, ინტრაკრანიალური ტრავმა, კისრის მრავლობითი ზედაპირული ტრავმები. მას განუვითარდა ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული ჰემოთორაქსი, ესენციური ჰიპერტენზია. აღნიშნული დაზიანებების შედეგად შ--------------–ი გარდაიცვალა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. ი----- ქ-----–-----ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს და ვინაიდან, მის მიერ ჩადენილი ქმედება წამოადგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლის ქ----------------–ის ჩვენებით, მოწმეების ც---–-------–---–ის, გ----------------–ის და გ----------------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემა ფოტოცხრილით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით, გვამის დათვალიერების ოქმით, კომპლექსური ტრანსოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N------------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

5. სასამართლომ, განიხილა რა საქმე, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი----- ქ-----–-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს. სახელდობრ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით (ს.ფ.142-144) დადგენილია, რომ შ--------------–მა ერთობლიობაში მიიღო სიცოცლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, ხოლო შ--------------–ის სიკვდილის მიზეზი არის თუ არა უშუალო კავშირში სხეულის იმ დაზიანებებთან, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მას ი----- ქ-----–-----მა მიაყენა, ამის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან არ მომხდარა გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევა.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

7. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი----- ქ-----–-----მა დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც შ--------------–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ანუ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. სასამართლოს ბრალდებულ ი----- ქ-----–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

10. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ი----- ქ-----–-----ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

11. ი----- ქ-----–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

12. ი----- ქ-----–-----ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 04(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 03(სამი) წლით ჩამოერთვას, საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

14. ი----- ქ-----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადარა მოეხსნას ი----- ქ-----–-----ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ შ----- ქ-----–-----ის (პირადი N0----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ახმეტის რაიონის სოფელ ა-–--ი).

15. ნივთიერი მტკიცებულებები - ამოღებული მიკრონაწილაკები, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში და სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

16. სავარძლის ორი ბალიში, შ--------------–ის ტანსაცმელი, ი----- ქ-----–-----ის ტანსაცმელი, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რაც ინახება ავტოსაჯარიმო ტერმინალზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს კანონიერ მფლობელებს.

17. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

18. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური