განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2018
საქმის ნომერი
200100117002189971
დავის ტიპი
276 4
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100117002189971

N1/315-17

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

25 იანვარი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ე-–---- ტ-----–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნ-------------–---ი

ბრალდებული: ს-------- დ-------ი

მამის სახელი: ვ-–-

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: სიღნაღის რაიონი სოფელი ს-------

მცხოვრები: სიღნაღის რაიონი სოფელი ს-------

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 1---- კილომეტრზე ბაკურციხიდან ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილდებოდა ,,ბმვ-ს’’ მარკის, სახელმწიფო ნომრით U-------- ავტომანქანა, რომელსაც მარტავდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ს-------- დ-------ი.

2. სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------ში გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს ს-------- დ-------მა ვერ უზრუნველყო ავტოობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ მოსახვევში ავტომანქანა მოუცურდა და შეეჯახა მის წინ მიმავალ მინი ტრაქტორს, რომელსაც მართავდა კ------- ჯ-----–---–ი. შედეგად კ------- ჯ-----–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების თ----------------–ის, მ----------–---–ის, გ--–-------–-–---–ის და ვ----------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმებით, სატრანსპორტო ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კ------- ჯ-----–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს-------- დ-------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5. სასამართლოს ბრალდებულ ს-------- დ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ს-------- დ-------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. ს-------- დ-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 05(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 03(სამი) წლით ჩამოერთვას, საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10. ს-------- დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადარა მოეხსნას ს-------- დ-------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ გ------- დ-------ის (პირადი N40201040991) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს სიღნაღის რაიონის სოფელ ს-------ში).

11. ნივთიერი მტკიცებულებები - „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომერი U--------) და მინი ტრაქტორი, რომლებიც იმყოფება სოფელ ბ---------ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს კანონიერ მფლობელებს.

12. ს-------- დ-------ის და კ------- ჯ-----–---–ის სისხლის ნიმუში, რაც გადაგზავნილია ქიმიურ ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური