განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100117002239694
№1/335-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ბე--- დუ----ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ბე--- დუ----ე
მამის სახელი: იო----
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ც--------------------------------------.
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---–---------------–------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ბე--- დუ----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქალაქ ლაგოდეხში ახალგაზრდობის ქუჩა №51-ში მცხოვრები ბე--- დუ----ე და მა-–---- მი--–---–ი 2006 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ბე--- დუ----ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბე--- დუ----ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს მა-–---- მი--–---–ს და მათთან ერთად მცხოვრებ მეუღლის დედას - ნა----–- ნა------–---–ს. კერძოდ მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ბე--- დუ----ის მხრიდან მა-–---- მი--–---–ის და ნა----–- ნა------–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, კერძოდ ბე--- დუ----ე 2017 წლის 19 სექტემბერს, 18 ოქტომბერს, 24 ოქტომბერს და ასევე სხვა დროსაც არაერთხელ ახდენდა მა-–---- მი--–---–ზე და ნა----–- ნა------–---–ზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, დამცირებით და მათი სახლიდან გაყრის მუქარით, რაც იწვევდა მა-–---- მი--–---–ის და ნა----–- ნა------–---–ის ტანჯვას.
ბე--- დუ----ეს 2017 წლის 30 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ბე--- დუ----ე და მა-–---- მი--–---–ი 2006 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ბე--- დუ----ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბე--- დუ----ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს მა-–---- მი--–---–ს და მათთან ერთად მცხოვრებ მეუღლის დედას - ნა----–- ნა------–---–ს. კერძოდ მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ბე--- დუ----ის მხრიდან მა-–---- მი--–---–ის და ნა----–- ნა------–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, კერძოდ ბე--- დუ----ე 2017 წლის 19 სექტემბერს, 18 ოქტომბერს, 24 ოქტომბერს და ასევე სხვა დროსაც არაერთხელ ახდენდა მა-–---- მი--–---–ზე და ნა----–- ნა------–---–ზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, დამცირებით და მათი სახლიდან გაყრის მუქარით, რაც იწვევდა მა-–---- მი--–---–ის და ნა----–- ნა------–---–ის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მა-–---- მი--–---–ის, დაზარალებულ ნა----–- ნა------–---–ის, მოწმეების - ილ-- დუ----ის, იო--- დუ----ის, ზუ---- დუ----ის, ილ-- მუ--–--ის, მე---- კო-–--–---–ის, ბრალდებულ ბე--- დუ----ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და დადგენილებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბე--- დუ----ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მეუღლეს მა-–---- მი--–---–ს და მათთან ერთად მცხოვრებ მეუღლის დედას - ნა----–- ნა------–---–ს. მიმართავდა მათ უცენზურო სიტყვებით, ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. ბე--- დუ----ის მხრიდან მა-–---- მი--–---–ის და ნა----–- ნა------–---–ის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, კერძოდ ბე--- დუ----ე 2017 წლის 19 სექტემბერს, 18 ოქტომბერს, 24 ოქტომბერს და ასევე სხვა დროსაც არაერთხელ ახდენდა მა-–---- მი--–---–ზე და ნა----–- ნა------–---–ზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, დამცირებით და მათი სახლიდან გაყრის მუქარით, რაც იწვევდა მა-–---- მი--–---–ის და ნა----–- ნა------–---–ის ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, დაზარალებულ მა-–---- მი--–---–ის, დაზარალებულ ნა----–- ნა------–---–ის, მოწმეების - ილ-- დუ----ის, იო--- დუ----ის, ზუ---- დუ----ის, ილ-- მუ--–--ის, მე---- კო-–--–---–ის, ბრალდებულ ბე--- დუ----ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და დადგენილებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბე--- დუ----ე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს - მა-–---- მი--–---–ს და მასთან მუდმივად მცხოვრებ მეუღლის დედას - ნა----–- ნა------–---–ს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ტანჯვა, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე--- დუ----ემ ოჯახის ორი წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბე--- დუ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ბე--- დუ----ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე--- დუ----ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შემთხვევაში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ბე--- დუ----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ არ არის უზრუნველყოფილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 160-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბე--- დუ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი