განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2018
საქმის ნომერი
080100117002184309
დავის ტიპი
240 2
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/8---17 (№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27დეკემბერი2017წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - და---- სი-–-----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზუ----ი ჯა------ს ძე სა----–---–ი - დაბადებული 19-- წლის 2- ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ტყიბული, თა--------–--ის ქუჩა N- ბინა N--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზუ---- სა----–---–მა ჩაიდინა სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 09 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.ტყიბულში შპს „ს-----–----“-ს (ჯ-------- ჯგუფი) მი-----–-ს სახელობის შახტაში,+--------–-) ჰორიზონტზე, სატვირთო ჭაურის თავზე, მარცხენა სატვირთო ჭურჭლიდან ბაგირის ნიმუშის ასაღებად წარმოებული სარემონტო სამუშაოების დროს, პასუხისმგებელი პირის - მი-----–-ს სახელობის შახტის ენერგო მექანიკური განყოფილების უფროსის ზუ---- სა----–---–ის მიერ დარღვეული იქნა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების N2 მუხლის N1 პუნქტისა და „უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНиП Ш -4-80”-ის 2,1 და N2,26 პრიმა პუნქტების მოთხოვნები, რის შედეგადაც სასკიპე ჭურჭელი ჩავარდა ჭაურში და თან ჩაიყოლა მის თავზე მყოფი პირები: ამავე შახტის საშახტო აწევის უბნის უფროსის მოადგილე გ----- გუ---–--ე, მეორე კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკალი გ----- კუ--–-–---–ი, პირველი კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკალი ალ---------ე ჭე-–-–---–ი და პირველი კატეგორიის მიწისქვეშა ელექტრო ზეინკალი ბი------- და------------ე, რომლებიც დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1; საგამოძიებო დავალება, დადგენილება გ----- კუ--–-–---–ის გვამზე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვის წერილი; დადგენილება ალ---------ე ჭე-–-–---–ის გვამზე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვის წერილი; დადგენილება გ----- გუ---–--ის გვამზე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვის წერილი; დადგენილება ბი-------ი და------------ის გვამზე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვის წერილი; მიმართვის წერილები ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს; მიმართვის წერილები შ.პ.ს ს------–----- ჯ-------- ჯგუფის ხელმძღვანელს და პასუხები; მოწმე გუ-–------ გვ-------ის გამოკითხვის ოქმები; მოწმე გ----- კი--------ის გამოკითხვის ოქმები; მოწმე და---- ხუ----ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე ჯო----- გუ-------ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე მა-------ი სა---–-–---–ის გამოკითხვის ოქმი; დადგენილება სამთო ოსტატის საგზურების ამოღების შესახებ და ამოღების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; მოწმე ლ------ გა------ის გამოკითხვის ოქმი; შუამდგომლობა ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ; მოწმეების ნა----–-- კე----–--ის, გი------ ბა---------ს, ნუ------ი ბრ-----ის, მა----–ი კუ--–-–---–ის, გი------ ცნ-----–--ის, თა----- გო---–-–---–ის, ბო---ს ბო------–---–ის, ვი----–ი ბა-------–ის, ზუ----ი სა----–---–ის, ალ---------ე ოდ----ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმი; მოწმეების ბა----- არ-----ს, და----ი ცნ-----–--ის, ვლ--------ი კუ----–---–ის, თე---------ი ცნ-----–--ის გამოკითხვის ოქმები; გ----- გუ---–--ის გვამის,ტანსაცმლის დათვალიერების და ნიმუშის აღების ოქმები,ბი-------ი და------------ის გვამის, ტანსაცმლის დათვალიერების და ნიმუშის აღების ოქმები; ალ---------ე ჭე-–-–---–ის გვამის, ტანსაცმლის დათვალიერების და ნიმუშის აღების ოქმები, გ----- კუ--–-–---–ის გვამის, ტანსაცმლის დათვალიერების და და ნიმუშის აღების ოქმები; მოწმე გ-- გო---------ს გამოკითხვის ოქმი; განრიგის აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმი; მოწმე ბე---- ნა----–---–-ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე მუ-----ი ჩი-----ის გამოკითხვის ოქმი; მოწმე მ--- გო----–---–ის გამოკითხვის ოქმი; დადგენილება ლითონის ორტესებრი ძელზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვის წერილი; მუშა მოსამსახურეთა ჟურნალის დათვალიერების ოქმი; მოწმე ავ--------– კუ----–---–ის გამოკითხვის ოქმი; სასკიპე ჭურჭლის ნახაზის დათვალიერების ოქმი; მოწმე გი------ ნა----–---–ის გამოკითხვის ოქმი; ბაგირების შემოწმების წიგნის დათვალიერების ოქმი; მოწმე გ-- ქა----–--ის გამოკითხვის ოქმები; გ----- კი--------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი; ავ--------– კუ----–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი; მა----–ი კუ--–-–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი; მოწმე აკ--- ახ--–------ის გამოკითხვის ოქმი; დადგენილება საინჟინრო ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მიმართვის წერილი; ექსპერტიზის დასკვნა ლითონის ძელზე; მოწმე ჯა-----–--- ჯა---–-ს გამოკითხვის ოქმი; მოწმე ვა------ წო–-----ას გამოკითხვის ოქმი; ვი-------ი და------------ზე ექსპერტიზის დასკვნა; ალ---------ე ჭე-–-–---–ზე ექსპერტიზის დასკვნა; გ----- გუ---–--ეზე ექსპერტიზის დასკვნა; გ----- კუ--–-–---–ზე ექსპერტიზის დასკვნა; მოწმე ი-–---------ჭე-–-–---–ის, ც---- ცნ-----–--ის და მა--–--ა კუ--–-–---–ის განცხადებები, მოწმე გუ--- მენაბდიშვილის გამოკითხვის ოქმი, საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, უწყება რ----- წუ--–-----ს გამოძახების შესახებ; მოწმე რ----- წუ--–-----ს გამოკითხვის ოქმი, შახტის მოცდენების ჟურნალი; საწარმოო ტრამვების აღრიცხვის ჟურნალი; გარდაცვლილების ანკეტური მონაცემების ასლები; შახტის თანამშრომელთან სტრუქტურა; შინაგანაწესი; ტექნიკური რეგლამენტის ნახშირის უსაფრთხოების შესახებ ნახშირის შახტების უსაფრთხოების წესები; ოქმები სატელეფონო საუბრის შესახებ; ბაგირების გამოცდის პერიოდულობა(დანართი N16),სატვირთო ჭურჭლის ესკიზი; 2017 წლის 09 მაისის შახტაზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების გრაფიკი; დირექტორის ბრძანებები და სხვადასხვა დოკუმენტები; ტექნიკური ინსპექტირების ოქმი N07/26; ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უბედური შემთხვევის გამოკვლევის ანგარიში და ინსპექტირების ანგარიში; დადგენილება ი-–---------ჭე-–-–---–ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და უფლებების განმარტების ოქმი; დადგენილება ც---- ცნ-----–--ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და უფლებების განმარტების ოქმი; დადგენილება მა--–--ა კუ--–-–---–ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და უფლებების განმარტების ოქმი; დადგენილება მ----- და------------ის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისა და უფლებების განმარტების ოქმი; დადგენილება პირის ბრალდების შესახებ; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ზუ---- სა----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ ზუ---- სა----–---–მა ჩაიდინა სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დადა მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზუ---- სა----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუ---- სა----–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუ---- სა----–---–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და მისი ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე პირობით, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუ---- სა----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ზუ---- სა----–---–ს ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება 02 (ორი) წლის ვადით.

 

გაუქმდეს ზუ---- სა----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზუ---- სა----–---–ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 10.05.2017 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული უსაფრთხოების ღვედი თავისივე თოკით და ლითონის ბაგირით, ასევე 11.05.2017 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სამი ცალი 9,82მ 1,82მ, 1,82მ ლითონის ძელი, რომელიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

გარდაცვლილთა ტანსაცმელი, რომელიც ინახება ტყიბულის რაიონულ სამმართველოში -დაუბრუნდეს დაზარალებულს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი