განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2018
საქმის ნომერი
200100118002254461
დავის ტიპი
276 5
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002254461

N1/8-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

30 იანვარი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - შ------------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ-----–- ღ---–--ე

ბრალდებული: გ------–-–---–ი

მამის სახელი: ბ--------

დაბადებული: 1----------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ა--–--ი

მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ა--–--ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 10 ნოემბერს, ახმეტის რაიონის სოფელ ზ-------–---ში, გ------–-–---–ი მართავდა ,,ფორდ ტრანზიტის’’ მარკის ავტომანქანას. მძღოლმა გ------–-–---–მა „საგზაო მოძრაობის სესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით, ისე, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოებაში, უკუსვლით დახია ავტომანქანა, რა დროსაც დაეჯახა ქვეით ა--------–--ეს. ა--------–--ემ შეჯახების შედეგად მიიღო თავის ქალას დახურული ტრავმა, რასაც მოჰყვა ქალა-სარქველის და ფუძის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინში სუბდურალური და სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა. მიღბული დაზიანების სედეგად ა--------–--ე გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ვ-–---------–---–ის, თ--------------–--ის, ნ--–-----------–--ის, ვ----–---------–---–ის, ი--------------–---–ის, შ-----------–--ის, თ-------------–-–---–ის, თ------------–--ის ჩვენებებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის თ------------–--ის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, კომპლექსური ტრანსოლოგიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის N4------------ დასკვნა, ქიმიურ ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ გ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

5. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ------–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

8. გ------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლოს პირობით 04(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლით ჩამოერთვას, საქმიანობის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10. გ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადარა მოეხსნას გ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ გ------–-–---–ის (პირადი N1----------) კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს გურჯაანის რაიონის სოფელ ა--–--ში).

11. ნივთიერი მტკიცებულებები - „Ford-ის“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომერი O------), რაც ინახება ავტოსაჯარიმო ტერმინალზე, გ.გ--–-–---–ის ტანსაცმელი და ა--------–--ის ტანსაცმელი, რაც ინახება შსს ა------------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს კანონიერ მფლობელებს.

12. გ.გ--–-–---–ის სისხლის ნიმუში და მოწიტალო ფერის ლაქა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური