განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2018
საქმის ნომერი
340100118002246605
დავის ტიპი
126 1
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002246605

საქმე № 1/1-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29.01.2018წ. ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე:ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი:მზია გულმაგარაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი: თინათინ ზუბაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: აკ--- მე-------ლი

მამის სახელი-ვა–-

დაბადებული -28.08.1----–--–-

პირადი- №4----------

მოქალაქეობა -საქართველოს მოქალაქე.

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე.

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონის სოფელი მ------

 

ადვოკატი -ნო–------ ქე-–----–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: დახურული.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

აკ--- მე-------ლს ბრალი ედება მასში, რომ აკ--- მე-------ლმა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–-- ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აკ--- მე-------ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–-- გუ---- და------–--ლის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სექსუალური ორიენტაციის გამო, შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა ბა----- გო----ძეს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მისი სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე, არ ჰქონდა სიტყვის ამოღების, წინააღმდეგობის გაწევის უფლება, იმსახურებდა ჩაქოლვას და ვალდებული იყო მოეთმინა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად ბა----- გო----ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

აკ--- მე-------ლი 2017 წლის 2 დეკემბერს 23:10 საათზე დააკავეს და 2017 წლის 4 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ბა----- გო----ძის, ვა–- მე-------ლის, ეკ--------ე ცა-–---–-----ძის, შო--- და-----–--ლის, გუ---- და------–--ლის, ირ---–- თვ--–-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მითითებულია აკ--- მე-------ლი ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რაც დასტურდება ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით.

 

ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ცემა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. ცემა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ აკ--- მე-------ლმა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა აკ--- მე-------ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა აკ--- მე-------ლის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს აკ--- მე-------ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

აკ--- მე-------ლის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

აკ--- მე-------ლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის სექსუალური ორიენტაციის გამო.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობას და მათ რაობას, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ: იგი არ არის ადრე ნასამართლევი, ჩადენილს ინანიებს.

 

აკ--- მე-------ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აკ--- მე-------ლთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

2017 წლის 04 დეკემბრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ, ბრალდებულ აკ--- მე-------ლის (პირადი N4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის ვა–- მე-------ლის (პირადი N3----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ მა---–-, საკადასტრო კოდი 55.09.67.0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1782.00 კვ. მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და მესაკუთრეს სრულად დაუბრუნდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აკ--- მე-------ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

3. აკ--- მე-------ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის, 2017 წლის 2 დეკემბრის 23:10 საათიდან 2017 წლის 04 დეკემბრამდე, დრო.

 

4. 2017 წლის 04 დეკემბრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ, ბრალდებულ აკ--- მე-------ლის (პირადი N4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის ვა–- მე-------ლის (პირადი N3----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს რაიონის სოფელ მა---–-, საკადასტრო კოდი 55.09.67.0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1782.00 კვ. მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და მესაკუთრეს სრულად დაუბრუნდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე