განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100116001532075
№1/263-16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
პროკურორი- ოთარ სამუნაშვილი
ბრალდებული - გი------ მა----–--ლი(არ ესწრებოდა)
ადვოკატი - გი- ფა------–-ილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030160916001)
ბრალდებული: გი------ მა----–--ლი.
მამის სახელი: პა----.
დაბადებული: 22.09.1---–-
პირადი ნომერი: 2-----------
მოქალაქეობა: საქართველო.
განათლება: საშუალო.
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ.ლაგოდეხი, 26 მაისის ქუჩა N-
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ლაგოდეხი, 26 მაისის ქუჩა N-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია).
კვალიფიკაცია: გი------ მა----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა :
ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 16 სექტემბერს ქ. ლაგოდეხში გი------ მა----–--ლმა უკანონოდ შეიძინა-მოკრიფა 17.21 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა” რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაქირავებული, ირ---–- მაი------ძის მართვის ქმეშ მყოფი ავტომანქანა მერსედესით, სახელმწიფო ნომრით Z--------- ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში გადააადგილებისას, რაშიც იგი იმავე დღეს, დაახლოებით 13:55 საათზე, მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
გი------ მა----–--ლს 2016 წლის 22 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 16 სექტემბერს ქ. ლაგოდეხში გი------ მა----–--ლმა უკანონოდ შეიძინა-მოკრიფა 17.21 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა” რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაქირავებული, ირ---–- მაი------ძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მერსედესით, სახელმწიფო ნომრით Z--------- ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში გადააადგილებისას, რაშიც იგი იმავე დღეს, დაახლოებით 13:55 საათზე, მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თამნამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია)
ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი სახით მის უკანონო ფლობაში ან მოპოვებაში, სასყიდლით თუ უსასყიდლოდ. ეს შეიძლება იყოს ჩუქება, ყიდვა, მოკრეფა და ა.შ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს საქართველოს კანონით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომლის მეორე ნაწილი უშუალოდ მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას მოიცავს.
ამავე კანონის მეორე მუხლი, კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე შესაბამის სასამართლოს ავალდებულებს ბრალდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის გათვალისწინებით, ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს და შესაბამისად, გამოიყენება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული დებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, გი------ მა----–--ლს ბრალი აქვს წარდგენილი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა შენახვისათვის, შესაბამისად, მის მიერ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ მა----–--ლის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 26 ივლისის ცვლილებასთან და გი------ მა----–--ლისათვის ბრალად შერაცხული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
ქმედების ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა სასამართლო განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდეს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ მა----–--ლის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს ჩადენილი ქმედება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და გი------ მა----–--ლის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილზე.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მა----–--ლმა ჩაიდინა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის შეძენა-შენახვა.
მარიხუანას უკანონო შეძენა და შენახვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების - და---- უს---–--ლის პატაკი, მოწმეების და---- უს---–--ლის, ირ---–- მა-------ძის ჩვენებები, ბრალდებულ გი------ მა----–--ლის ჩვენება, ნარკოტიკული საშუალების დათვალიერების ოქმი, გი------ მა----–--ლის პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მა----–--ლმა 2016 წლის 16 სექტემბერს ქ. ლაგოდეხში უკანონოდ შეიძინა-მოკრიფა 17.21 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა” რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა მის მიერ დაქირავებული, ირ---–- მაი------ძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მერსედესით, სახელმწიფო ნომრით Z--------- ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში გადააადგილებისას რაშიც იგი იმავე დღეს, დაახლოებით 13:55 საათზე, მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ გი------ მა----–--ლმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ამდენად, იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი------ მა----–--ლის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მას სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, დანაშაულს აღიარებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ მა----–--ლთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. გი------ მა----–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ბრალდებულის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, -277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დაადგინა:
1. გი------ მა----–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
2. გი------ მა----–--ლს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3.გი------ მა----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. ნივთმტკიცება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
6. მხარეებს უფლება აქვთ განაჩენის გამოტანიდან 1(ერთი) თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე