გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2018
საქმის ნომერი
190210016001524460
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-1726-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია

 

მოსარჩელე- ა----------------------ი

მოსარჩელის წარმომადგენელი- გ--------------ე

მოპასუხე- თ----------–---------ი

დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა---------------------ს და თ---------–---------ს შორის 2014 წლის 20 ივნისს დადებული ზეპირი გარიგება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების- მარკა, მოდელი ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723, ჩუქების შესახებ.

 

1.2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე- მარკა, მოდელი ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723 ა---------------------ი აღიარებული იქნას მესაკუთრედ.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

 

ა---------------------ის და გ--------------------ა 2014 წლის გაზაფხულიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე თ---------–---------თან.

2014 წლის 10 მაისს ა---------------------მა ბიჭიაშვილისგან შეიძინა ავტომანქანა ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723. 2014 წლის 20 ივნისს ა---------------------მა აღნიშნული ავტომანქანა მომსახურების სააგენტოში გადაუფორმა თ---------–---------ს.

 

2016 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია ა---------------------ისაგან თ---------–---------ზე ავტომანქანის გადაფორმების ფაქტი, საფუძველი კი არ არის მითითებული.

სარჩელში მითითებულია, რომ ა---------------------ს მანქანა არ უჩუქებია თ---------–---------ისათვის. გარიგების დადების დროს, მოპასუხე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------------------ასთან და მას ნოვრუზოვმა ავტომანქანა გადაუფორმა იმ პირობით, რომ ის იქნებოდა მისი სიძე და მოახდენდა ქორწინების რეგისტრაციას.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის გაზაფხულზე, თ---------–---------ი და გ--------------------ა ერთმანეთს დაშორდნენ, შესაბამისად, აღარ არსებობს ის პირობა, რის გამოც ა---------------------მა მოპასუხეს გადაუფორმა ავტომანქანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა---------------------ს და თ---------–---------ს შორის 2014 წლის 20 ივნისს დადებული ზეპირი გარიგება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების- მარკა, მოდელი ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723, ჩუქების შესახებ.

 

1.2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე- მარკა, მოდელი ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723 ა---------------------ი აღიარებული იქნას მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2018 წლის 24 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თ---------–---------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის შედგა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება- მარკა, მოდელი ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723 თ---------–---------მა შეიძინა ა---------------------ისაგან, რის სანაცვლოდ მან მოსარჩელეს გადაუხადა შეთანხმებული ნასყიდობის ფასი. შესაბამისად, არ არსებობს გარიგების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ა---------------------ის და გ--------------------ა 2014 წლის გაზაფხულიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე თ---------–---------თან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. 2014 წლის 10 მაისს ა---------------------მა ბიჭიაშვილისგან შეიძინა ავტომანქანა ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723. 2014 წლის 20 ივნისს ა---------------------მა აღნიშნული ავტომანქანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაუფორმა თ---------–---------ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება, ერთობლივი განცხადება #03023037 (ს.ფ 16)

 

3.1.3. 2016 წლიდან თ---------–---------ი და გ--------------------ა ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ა---------------------ი თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის გაფორმდა პირობადადებული ჩუქების ხელშეკრულება, თუმცა მოპასუხე განმარტავს, რომ მათ შორის დაიდო არა ჩუქების, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------------------ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე, 93-ე, 524-ე, 529-ე, 530-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. აღნიშნული გულისხმობს რომ შემძენის ხელში გადადის ამ ნივთის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლებამოსილებაც, რომელიც გასხვისებისთანავე უწყდება თავად გამჩუქებელს. ჩუქების უსასყიდლობა ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს ჩუქების ხელშეკრულებას არ აწესებს დასაჩუქრებულისათვის რაიმე დამატებით მოვალეობას. ჩუქება, როგორც უსასყიდლო ხელშეკრულება, არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას, რომელიც დასაჩუქრებულის მხრიდან ქონებრივი ვალდებულების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ჩუქება უსასყიდლო ხასიათს კარგავს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ა---------------------ს და თ---------–---------ს შორის 2014 წლის 20 ივნისს დადებულ ზეპირ ჩუქების გარიგებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელემ თ---------–---------ს უსასყიდლოდ გადასცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება- მარკა, მოდელი ფოლსვაგენ პასატი, ფერი- რუხი 2/8, გამოშვების წელი- 1998, სანომრე ნიშანი- ZII 095, საიდენტიფიკაციო ნომერი- WVWMA63B2XE235723.

 

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

 

სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

 

კანონმდებელი იმპერატიულად უთითებს ყველა იმ შემთხვევას, რა დროსაც შესაძლებელია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, კერძოდ, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, თუმცა არ უთითებს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, ა---------------------ი განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება იმ პირობით დაიდო, რომ მოპასუხე ავტომანქანის სანაცვლოდ ცოლად მოიყვანდა მის დას- გ--------------------ას და იქნებოდა მოსიყვარულე მეუღლე, თუმცა თ---------–---------მა დაარღვია აღნიშნული პირობა და ორ წელში გაშორდა გ--------------------ას.

 

სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე.

 

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა.

 

გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა შეიძლება რამდენიმე პირობაზე იყოს დამოკიდებული. ეს პირობები შეიძლება იყოს როგორც კუმულატიური, ასევე ალტერნატიული. კუმულატიური პირობის დროს აუცილებელია ყველა იმ პირობის არსებობა, რომელიც გარიგების ნამდვილობის პირობად არის დასახელებული. ალტერნატიული პირობის შემთხვევაში გარიგების ნამდვილობისთვის საკმარისია ერთ-ერთი რომელიმე პირობის დადგომა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება შესაძლებელია მიუღებელი იყოს კონკრეტული პირისთვის მისი სუბიექტური შეხედულებების გამო, თუმცა პირველ რიგში კანონი არის საერთო კეთილდღეობის და საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი უმთავრესი საშუალება და შესაბამისად სასამართლო არჩევანს, თუნდაც სოციალურად დასაგმობ საქციელს და კანონს შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში მოპასუხემ თქვა, რომ მხარეთა შორის არ შემდგარა ჩუქების ხელშეკრულება, მან გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყიდა მოსარჩელისაგან სადაო ავტომანქანა, შესაბამისად, არანაირი პირობა მათ შორის არ ყოფილა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ა---------------------ს სასარჩელო მოთხოვნის გასამყარებლად არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია, ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან არ შესრულდა ის პირობა, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, არ დასტურდება, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ ქმნის საკმარის საფუძველს, რომ სასამართლომ მიიჩნიოს ხელშეკრულება ბათილად, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრული შემთხვევებიდან თუ რომელი პირობაა სახეზე რომ გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შედის ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილია, აღნიშნულის დასადასტურებლად მხარეს არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------------------ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე თ----------–---------ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ავტომობილის: ,,ფოლკსვაგენ პასატი’’, ფერი-რუხი, სახელმწიფო ნომერი: ZII-095 გასხვისება და სხვა უფლებრივი დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს რუსთვის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 08 ნოემბერს მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991 -ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----------------------ის სარჩელი მოპასუხე თ----------–---------ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბერს მიღებული განჩინება, რომლითაც მოპასუხე თ----------–---------ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული ავტომობილის: ,,ფოლკსვაგენ პასატი’’, ფერი-რუხი, სახელმწიფო ნომერი: ZII-095 გასხვისება და სხვა უფლებრივი დატვირთვა;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი