განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2018
საქმის ნომერი
200100117002140632
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100117002140632

N1/282-17

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

07 თებერვალი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - შ------------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ი--------------ე

ბრალდებული: მ------- ბ--------–---–ი

მამის სახელი: ი------

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ-–-----------------------------. N8

მცხოვრები: ქ.ახმეტა, რ---------–ის ქუჩა N111

დაკავების თარიღი: 25.09.2017 წელი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით, დღის 12:00 საათზე, ქ.ახმეტა, რ---------–ის ქუჩა N11-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ------- ბ--------–---–მა დედას - ლ-------–- წ---–---ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და ზურგის არეში, რა დროსაც ლ-------–- წ---–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ - ლ-------–- წ---–---ს გამოკითხვით, მოწმეების, ი----- ბ--------–---–ის, კ------------------–---–ის და დ-------------–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ი----- ბ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------- ბ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ მ------- ბ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

5. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არის ის, რომ ნასამართლევია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ მ------- ბ--------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. სასამართლო მხედველობაში იღებს რა წარსულ ნასამართლობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, სასჯელი უნდა დაენიშნოს რეციდივის გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- ბ--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით.

2. მ------- ბ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტიური დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 25 სექტემბრიდან.

3. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური