განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
140100117002110495
დავის ტიპი
260 3 ა
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100117002110495

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/117-17 20 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ

თამარ ბერუაშვილის მდივნობით

 

პროკურორ - ი----------–---–ის,ადვოკატ - ი----- ბ----–--ს,ბრალდებულ - ა-–---------- რ------ის

 

მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №1/117-17 (გამოძიების №011220217002) საქმე ა-–---------- ზ------ის ძე რ------ის, დაბადებულის 1972 წლის 07 ივნისს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: ქ.გორი, თ----------ის მე-5 კვარტალი, №21/20-ში, მცხოვრების: გორის რაიონის სოფელ მ-----------ში, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით,-

 

აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ა-–---------- რ------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ა-–---------- რ------ემ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) - წონით 0,000872 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - წონით 0,000046 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 22 თებერვალს, ქ.გ----–-, თ---–--ის გზატკეცილის მე-2 კილომეტრზე მ-------–---–-–--ის დასახლებაში, შსს გორის რაიონული თანამშრომლების მიერ, ა-–---------- რ------ის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) - წონით 0,000872 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - წონით 0,000046 გრამის ოდენობით.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-–---------- რ------ემ წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 21 თებერვალს დაურეკა ზ---- კ------–---–მა და სთხოვა, რომ დახმარებოდა ქალაქ სამარაში მეგობართან ღვინის გაგზავნაში. 2017 წლის 22 თებერვალს დილით დაურეკა მძღოლს და სთხოვა, რომ დალოდებოდა, რადგან ღვინო და მურაბები უნდა გაეტანებინა, რაზეც მძღოლმა უპასუხა, რომ ვერ მიდიოდა. იმის გამო, რომ უკვე ზ---- კ------–---–ის სახლთან იყო მისული და მურაბები ჰქონდა წამოღებული, გადაწყვიტა მიეტანა ზ---- კ------–---–თან, ღვინოსთან ერთად დაალაგებინა და შემდეგ ოთხშაბათს გაატანდა ავტობუსის მძღოლს. მასთან მისვლისას ზ---- კ------–---–მა უთხრა, რომ შვილიშვილი ჰყავდა ავად და სთხოვა ექიმთან მიეყვანათ. ისინი მივიდნენ სოფელ ბ-------ში ზ---- კ------–---–ის ქალიშვილის საცხოვრებელ სახლში, ბავშვი მიიყვანეს ექიმთან და მალევე დაბრუნდნენ უკან. მან ზ---- კ------–---–ი მიიყვანა სახლში თავად კი ბანკში წავიდა. ბანკიდან გამოსულს კვლავ დაურეკა ზ---- კ------–---–მა და სთხოვა, რომ ბავშვისთვის ,,ჰუმანა’’ ეყიდა. ვინაიდან მას ,,ჯ-------’’-ს აფთიაქის ფასდაკლების ბარათი ჰქონდა, შევიდა აფთიქში, იყიდა ბავშვის საჭმელი და გულის წამალი, რა დროსაც კვლავ დაურეკა ზ---- კ------–---–მა და სთხოვა, რომ ორი ცალი შპრიცი ეყიდა. მან აღნიშნული მიუტანა ზ---- კ------–---–ს სახლში, რომელმაც უთხრა, რომ საკვები ბ-------ში უნდა დაეტოვებინა, თან სთხოვა, რომ მისი სიძე წაეყვანა თ---–--ში. იგი ზ---- კ------–---–თან ერთად გამოვიდა სადარბაზოდან და ორივენი ჩასხდნენ მის კუთვნილი ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანაში, რა დროსაც მის მანქანას წინ მიკროავტობუსი გადაუდგა, მანქანიდან გადმოხტნენ პიროვნებები ტყავის ქურთუკებით და იარაღებით. ზ---- კ------–---–მა იცნო ისინი და უთხრა, რომ პოლიციელები იყვნენ. იგი დაიბნა და უკუსვლით დაძრა მისი კუთვნილი ,,მერსედესის’’ მარკის ავტონანქანა, რომელიც გააჩერა გარაჟებთან, რადგან უკან ვეღარ წავიდოდა. მან ზ---- კ------–---–ს ჰკითხა ხომ არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო, რაზეც უარი მიიღო. მან გააღო კარი და გადმოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც უკან ფეხებში მიიღო დარტყმა, წააქციეს და დაუწყეს ცემა. დაახლოებით ხუთი პოლიციელი სცემდა, ის კი შველას ითხოვდა. სწორედ ამ დროს შესაძლოა გაუკეთეს წამალი, რომლის მოხმარებაც ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუფიქსირდა. შემდეგ ზ---- კ------–---–ი გადაიყვანეს მანქანიდან და გაჩხრიკეს, რომელზეც თქვეს არაფერი აქვსო და ჩასვეს მანქანაში. პოლიციის თანამშრომელს ეჭირა ორი შპრიცი, მათგან ერთი ცარიელი, რომელზეც უთხრეს, რომ მას ეკუთვნოდა. შემდეგ მისი მანქანიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ნახმარი შპრიცები და ბამბები, რაზედ ზ---- კ------–---–მა უთხრა, რომ პარკი სადარბაზოში ნახა და გადასაგდებად მიჰქონდა. მას ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონია. ისინი ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა.

სასამართლო არ იზიარებს ა-–---------- რ------ის ჩვენებას წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ა-–---------- რ------ის ბრალეულობა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–---- ქ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს გ------- ტ--------სთან ერთად, სამსახურებრივი მიკროავტობუსით, იმყოფებოდა ქ.გ----–-, ,,ვ---------’’ დასახლებაში ოპერატიულ დავალებაზე. დაახლოებით 16:00 საათი, რადიოსადგურის მეშვეობით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ-------–---–-–--ის დასახლებაში ა-–---------- რ------ე უნდა ყოფილიყო ,,ემელის’’ ჯიპით, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ვინაიდან ახლოს იყო, გ------- ტ--------სთან ერთად გაემართა აღნიშნულ ადგილას. ასასვლელთან შეხვდა კოლეგებს: გ---- ღ------–---–ს და მ--–---- ჩ--------–ს, რომლებიც მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას კორპუსის უკანა მხარეს დაინახეს ,,ემელის’’ ჯიპი, რომელსაც მიუახლოვდნენ. იგი და მ--–---- ჩ--------–ი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, რა დროსაც ა-–---------- რ------ემ სცადა გაქცევა, მაგრამ მათ ავტომანქანების მეშვეობით გზა ჩაუკეტეს ჯიპს. იგი და გ------- ტ-------- წავიდნენ მძღოლის მხარეს, ხოლო გ---- ღ------–---–ი და მ--–---- ჩ--------–ი მანქანის მეორე მხარეს, რადგან მეორე პიროვნებაც იჯდა ავტომანქანაში. მძღოლმა გააღო მანქანის კარები, რადგან გაქცევა ვეღარ შეძლო. მან დაინახა, რომ შპრიცის დგუში იყო ამოწეული და დაუჭირა ხელი, რომ არ გადაესხა. ხელი ამოუტრიალა, რა დროსაც ა-–---------- რ------ემ დაიწყო ყვირილი, რომ სცემდნენ და ეშველათ მისთვის, თუმცა ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონია. ა-–---------- რ------ე წინააღმდეგობას უწევდა მათ და შეეცადა მეორე ხელში გადაეტანა შპრიცი, რა დროსაც გ------- ტ--------მაც დაუჭირა ხელი და ა.რ------ე დააწვინეს მიწაზე. ა.რ------ეს ხელში ასევე ეჭირა შპრიცი, რომელიც უკვე ცარიელი იყო და კედლებზე ჰქონდა წვეთები, ხოლო მეორე შპრიცს ჩამოცმული ჰქონდა პოლიეთილენის პარკი, ხოლო გარედან პლასტმასის თავი, რათა არ დაღვრილიყო მასში მოთავსებული სითხე. შემთხვევის ადგილას მივიდა ასევე გამომძიებელი ბ------ ნ-------–---–-, მათ გაჩხრიკეს ა.რ------ე, ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები და მოხდა მისი ბრალდებულის სახით დაკავება. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- ტ-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს, ის მ--–---- ქ-----ესთან ერთად, იმყოფებოდა ქ.გ----–-, ,,ვ---------’’ დასახლებაში, დაახლოებით 16:00 საათზე, მორიგემ რადიოსადგურის მეშვეობით, გადასცა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ-------–---–-–--ის დასახლებაში იმყოფებოდა ა-–---------- რ------ე, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. კორპუსთან მისვლამდე მათ სამსახურებრივი ავტომანქანით შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლები: გ---- ღ------–---–ი და მ--–---- ჩ--------–ი. ისინი შევიდნენ კორპუსის უკანა ეზოში, სადაც იდგა ვერცხლისფერი ჯიპი, ა-–---------- რ------ე მათ დანახვაზე მიხვდა, რომ პოლიციელები იყვნენ და უკუსვლით გადაადგილდა. მათ არ მისცეს გასვლის საშუალება, მ--–---- ქ-----ე ჩავიდა ავტომანქანიდან, ხოლო თვითონ მანქანა გააჩერა და მალევე შეუერთდა მ--–---- ქ-----ეს. ა-–---------- რ------ეს მანქანის კარი ჰქონდა გამოღებული და მისი ხელი ეჭირა მ--–---- ქ-----ეს. ა.რ------ეს ხელში ეჭირა შპრიცები. ერთი ცარილელი, ხოლო მეორეში მოთავსებული იყო სითხე. შპრიცზე ეკეთა პოლიეთილენის პარკი და დამცავი, რის გამოც ა.რ------ე მისი დაღვრა ვეღარ მოასწრო, ერთი კი ალბათ დაღვარა. მან მოკიდა ხელი ა.რ------ეს, გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და დააწვინეს მიწაზე. ა-–---------- რ------ე ყვიროდა და შველას ითხოვდა. ა-–---------- რ------ის გვერდით იჯდა სხვა პიროვნება, რომელიც გაჩხრიკეს გ---- ღ------–---–მა და მ--–---- ჩ--------–მა. იგი მანქანის ჩხრეკას არ ესწრებოდა, მაგრამ იცის, რომ მანქანიდან ამოიღეს სისხლიანი ბამბები, ,,შლანგები’’, შპრიცები. მალევე მივიდა გამომძიებელი ბ------ ნ-------–---–-, ჩხრეკა ჩაუტარეს ა.რ------ეს და ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---- ღ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს ის მ--–---- ჩ--------–თან ერთად მოძრაობდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე სოფელ ბ-------თან სამსახურებრივი ავტომანქანით, რა დროსაც რადიოსადგურის მეშვეობით მორიგემ გადმოსცა ინფორმაცია, რომ მ-------–---–-–--ის დასახლებაში ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანით უნდა ყოფილიყო ა-–---------- რ------ე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ის გაემართა აღნიშნულ ადგილას, რა დროსაც გზაში შეხვდნენ გ------- ტ--------ს და მ--–---- ქ-----ეს. ისინი მივიდნენ დასახელებულ ადგილას, სადაც შენიშნეს ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა. მანქანები ისე გააჩერეს, რომ იგი ვერ შეძლებდა წინ გასვლას. მანქანაში იჯდა ორი პიროვნება. იგი მ--–---- ჩ--------–თან ერთად მივიდა მძღოლის საპირისპირო მხარეს, ხოლო მ--–---- ქ-----ე და გ------- ტ-------- გაემართნენ მძღოლის მხარეს. მან მეორე პიროვნება - ზ---- კ------–---–ი გადმოიყვანა ავტომანქანიდან და შესთავაზეს წარმოედგინა თუ რამე კანონსაწინააღმედგო ნივთი ჰქონდა, რაზეც ზ---- კ------–---–მა განაცხადა უარი. გამომძიებელმა ბ--- ბ-–---–---–მა გაჩხრიკა ზ---- კ------–---–ი, რომელსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. ასევე გაიჩხრიკა ავტომანქანა, რა დროსაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი, სადაც მოთავსებული იყო ასანთის ღერები, ბამბები, რაზეც ზ---- კ------–---–მა განმარტა, რომ სადარბაზოში ნახა, ნაგავი ეგონა და მანქანაში იმიტომ ჩამოიტანა, რომ ნაგვის ურნაში ჩაეგდო. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–---- ჩ--------–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 თებერვალს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და გ---- ღ------–---–თან ერთად მოძრაობდა სოფელ ბ-------ში სამსახურებრივი ავტომანქანით. დაახლოებით 16:00 საათზე რადიოსაგურის მეშვეობით მორიგემ გადმოცსა ინფორმაცია, რომ ქალაქ გ----–-, მ-------–---–-–--ის დასახლებაში გაჩერებული უნდა ყოფილიყო ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართვადა ა-–---------- რ------ე და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ისინი გაემართნენ მ-------–---–-–--ის დასახლებისკენ, გზაში - ასასვლელთან შეხვდნენ გ------- ტ-------- და მ--–---- ქ-----ე. ადგილზე მისვლისას დაინახეს აღნიშნული მანქანა. მიახლოვებისას ა-–---------- რ------ემ დაძრა ავტომანქანა და გაქცევას შეეცადა. მათ მანქანები ისე გააჩერეს, რომ ა-–---------- რ------ეს გზა ჩაუკეტეს და გაქცევას ვერ შეძლებდა, რადგან მარჯვენა მხარეს კორპუსი იდგა, უკან კი გარაჟები იყო. მას პოლიციის ფორმა ეცვა. ისინი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან, მ--–---- ქ-----ე და გ------- ტ-------- მძღოლის მხარეს მივიდნენ. მძღოლის საპირისპირო მხარეს იჯდა სხვა პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ზ---- კ------–---–ი. მან დაინახა, რომ მ--–---- ქ-----ემ და გ------- ტ--------მ ხელი დაუჭირეს ა.რ------ეს, რომელშიც ეჭირა ორი შპრიცი. ზ---- კ------–---–ს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. ამ დროს მოვიდნენ გამომძიებლები ბ--- ბ-–---–---–ი და ბ------ ნ-------–---–-. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---- კ------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ა-–---------- რ------ეს ბავშობიდან იცნობს. ბრალდებული დიდი ხნის მანძილზე იხდიდა სასჯელს და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ერთხელ ჰყავდა ნ---ხი. მას მეგობართან უნდა გაეგზავნა ღვინო რუსეთში და ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან მივიდა ა-–---------- რ------ე. ოთხშაბათ დღეს გადიოდა ავტობუსი და უნდა გაეტანებინათ. ა-–---------- რ------ემ დაურეკა მას და უთხრა, რომ მძღომა ოთხშაბათს უარი თქვა წაღებაზე და გასატანებელი საზამთროს მურაბა მიიტანა მასთან შესანახად. ისინი წავიდნენ სოფელ ბ-------ში. მისი დისშვილი მიიყვანეს აცრაზე. ა.რ------ე თ---–--ში მიდიოდა და მას უნდა გაჰყოლოდა მისი სიძეც. ა-–---------- რ------ემ მას უთხრა, რომ ბანკში მივიდოდა და შემდეგ წაიყვანდა მის სიძეს თბილსში. ზ---- კ------–---–ი ბრალდებულმა დატოვა სახლში, თავად კი ბანკში წავიდა. მას ქალაშვილმა დაურეკა და სთხოვა, რომ ბავშვისთვის ,,ჰუმანა’’ ეყიდა. მან დაურეკა ა-–---------- რ------ეს და უთხრა, რომ ,,ჰუმანა პირველი’’ ეყიდა ბავშვისთვის, რომელმაც სახლში მიუტანა ბავშვის საჭმელი, რaც უნდა მიეტანა სოფელ ბ-------ში დასთან. ისინი ერთად ჩამოვიდნენ სადარბაზოში, სადაც პოლიეთილენის პარკი ეგდო. მან აიღო პარკი, ჩამოიტანა გადასაგდებად და ჩადო მანქანაში ისე, რომ ა-–---------- რ------ეს არ დაუნახავს. საჭესთან დაჯდა ა.რ------ე, თვითონ კი - მძღოლის გვერდით სავარძელზე. მათი მანქანის წინ გადააყენეს ავტომანქანები, საიდანაც გადმოვიდნენ იარაღებით, თავიდან ვერც მიხვდნენ ვინ იყვნენ. ა-–---------- რ------ემ მანქანა უკან დაძრა და მას ჰკითხა ხომ არაფერი ჰქონდა, რაზეც უარი მიიღო მისგან. ა.რ------ემ გააჩერა მანქანა, სადაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ორივენი გადმოიყვანეს ავტომანქანიდან, გაჩრიკეს და არცერთს არაფერი ჰქონდა. შემდეგ დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომელს ხელში რაღაც ეჭირა და იძახდა აი ფაქტიო, რომელსაც სახეზე ვერ ამოიცნობს. ა-–---------- რ------ეს უთხრეს, რომ მისი იყო, თან უთხრეს, რომ მან მათი თანამშრომელი მოკლა. პოლიციის თანამშრომლებმა მასაც და ა-–---------- რ------ესაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

2017 წლის 22 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ.გორი, თ---–--ის გზატკეცილის მე-2 კილომეტრზე, მ-------–---–-–--ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------- რ------ის მარცხენა ხელში ნ---ხი და ამოღებული იქნა ერთი ცალი 6 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი, რომელსაც ნემსის ადგილზე უკეთია პოლიეთილენის პარკი და არის ცარიელი. ასევე 2.5 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი, რომელშიც მოთავსებულია ღია გამჭვირვალე მოყავისფრო სითხე. ასევე ამოღებული იქნა ყავისფერი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ა-–---------- რ------ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, აფთიაქის ბარათები, ,,-----------–-----------’ პლასტიკური ბარათი, სამედიცინო ცენტრის ბარათი, ერთი ცალი ერთ დოლარიანი, ორი ცალი ორასლარიანი, ხუთი ცალი ასლარიანი, სამი ცალი ოც ლარიანი კუპიურები და ერთი ცალი ერთ ლარიანი მონეტა.

2017 წლის 22 თებერვლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ.გორი, თ---–--ის გზატკეცილის მე-2 კილომეტრზე, მ-------–---–-–--ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილი იქნა ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: AA-703-MA, რა დროსაც წინა მარჯვენა სავარძლის წინ ნ---ხი და ამოღებული იქნა ვარდისფერი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ასანთის კოლოფები დაშლილ მდგომარეობაში და ასანთის ღერები, ასევე მასში მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი 20 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი, რომელშიც მოთავსებულია მკვრივი მასა, ერთი ცალი 10 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი ნემსით, ერთი ცალი 2,5 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი ნემსით, ორი ცალი 2,5 მლ. ტევადობის სამედიცინო შპრიცი, რომელსაც უკეთია პოლიეთილენის მილები ბოლოში ნემსით, ორი ცალი პოლიეთილენის მილი ბოლოში მოთავსებული სამედიცინო შპრიცით, ერთი ცალი სამედიცინო შპრიცის ნემსი, ორი ცალი პოლიეთილენის მილი მასში მოთავსებული მოყავისფრო ბამბით, ბამბის ნაჭერი და ერთი ცალი ერთჯერადი ხელსახოცი.

2017 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ.გორი, თ---–--ის გზატკეცილის მე-2 კილომეტრზე, მ-------–---–-–--ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული იქნა ა-–---------- რ------ის მფლობელბაში მყოფი ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით AA-703-MA.

2017 წლის 22 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ქ.გორი, თ---–--ის გზატკეცილის მე-2 კილომეტრზე, მ-------–---–-–--ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის 22 თებერვალს 16:45 საათზე დაკავებული იქნა ა-–---------- რ------ე.

ქიმიური ექსპერტიზის №409/სქ-№471ქრ დასკვნით დადასტურდა, რომ ა-–---------- რ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 2,5 მილიგრამიანი ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 0.2 მილიგრამი მოყავისფრო ფერის სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მეტამფეტამინს (მარილი) - 0,00079 გრამის ოდენობით, ამფეტამინს - 0,000046 გრამის ოდენობით; 6 მილიგრამიანი ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არსებული უფერო სითხის წვეთები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) - 0,000082 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სითხეში და სითხის წვეთებში ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,000872 გრამს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: მ--- პ---–--–---–მა, ნ--- ლ------ემ, ს------- ც--------მ, გამომძიებლებმა: ბ------ ნ-------–---–მა, დ----- დ------–-–--–მა, ბ--- ბ-–------–მა ი----- ს-----მა, ლ--------- ა-–-----ემ, მ-----– პ----–-–---–მა და მოწმე მ-----–- ლ---------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ ა-–---------- რ------ის პოზიციას მისი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით და მის განმარტებას, რომ თითქოს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. დაკითხულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა მიმდინარეობა, შესაბამისად, ა-–---------- რ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც არიან პოლიციის თანამშრომლები და სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ა-–---------- რ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 2,5 მილიგრამიანი ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 0.2 მილიგრამი მოყავისფრო ფერის სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მეტამფეტამინს (მარილს) - 0,00079 გრამის ოდენობით, ამფეტამინს - 0,000046 გრამის ოდენობით; 6 მილიგრამიანი ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არსებული უფერო სითხის წვეთები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) - 0,000082 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სითხეში და სითხის წვეთებში ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,000872 გრამს. დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, რაც ეჭქვეშ დააყენებდა სხდომაზე დაკითხული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების სისწორეს.

სასამართლო ასევე არ იზიარებს მოწმე ზ---- კ------–---–ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–---------- რ------ისაგან არ ყოფილა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ვინაიდან იგი არის ბრალდებულის ნაცნობი, ახლო ურთიერთობა აქვს მასთან, შესაბამისად იგი ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ მოწმედ, მით უფრო, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ა-–---------- რ------ესთან და ხსენებულ მოწმესთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობდა ერთდროულად, დროის მოკლე შუალედში და შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაენახა თუ რა იქნა ამოღებული ა.რ------ის ხელიდან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- კ------–---–ის მიერ მიცემული ჩვენება მიმართულია ბრალდებულის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისაკენ.

სასამართლო, ბრალდებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ პოლიციელების მხრიდან ბრალდებულის დაკავებისას რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის დადასტურება არ გამორიცხავს წარდგენილ ბრალდებაში ა.რ------ის ბრალეულობას.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პოლიციის მოხელეებს კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვთ საზოგადოებრივი წესრიგის, საჯარო ინტერესების, კანონის მოთხოვნათა დაცვის უფლებამოსილება; ამ უკანასკნელის შინაარსი საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იყვნენ მიუკერძოებლები, იმოქმედონ კეთილსინდისიერად, მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი განახორციელონ კანონის ფარგლებში; ამ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობებში ივარაუდება, რომ კანონდარღვევის გამომვლენი პოლიციის მოხელე მოქმედებს კეთილსინდისიერად და რომ მას გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს კონკრეტული ფაქტი, ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს პოლიციის მოხელეთა ჩვენებებს, რომლების ადასტურებენ კ-------- ნ------ის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიურად იქნა განმარტებული მოცემული საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-625-596(კ-07).

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ა.რ------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტს ასევე ამყარებს ის გარემოებაც, რომ მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ანალოგიური ნარკოტიკული საშუალების (მეტამფეტამინის) მოხმარების ფაქტი, რაც ამოღებული იქნა მისგან. აღნიშნული დადასტურებულია 2017 წლის 22 თებერვლის №302143 დასკვნით. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას დაკავებისას გაუკეთეს ნემსი, რომელშიც მოთავსებული იყო ხსენებული ნარკოტიკული საშუალება.

საქართველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- რ------ეს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული ნასამართლევია განზრახი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს.

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–---------- რ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

ა-–---------- რ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.

,,ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ა-–---------- რ------ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ სარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

ა-–---------- რ------ეს ზემოხსენებული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.

ა-–---------- რ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ,,მერსედესის’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით AA-703-MA, ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ყავისფერი ტყავის საფულე, ა-–---------- რ------ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, აფთიაქის ბარათები, ,,-----------–-----------’ პლასტიკური ბარათი, სამედიცინო ცენტრის ბარათი, ერთი ერთ დოლარიანი, ორი ორასლარიანი, ხუთი ასლარიანი, სამი ოცლარიანი კუპიურა, ერთი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

შპრიცები, ვარდისფერი პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული ასანთის კოლოფებით, ასანთის ღერები, ერთი ცალი შპრიცი, რომელშიც მოთავსებულია მკვრივი მასა, პოლიეთილენის მილები ბოლოში სამედიცინო შპრიცით, შპრიცის ნემსი, პოლიეთილენის მილები მასში მოთავსებული მოყავისფრო ბამბებით, სამედიცინო ბამბის ნაჭერი, ერთჯერადი ხელსახოცი, პოლიეთილენის მილი, პოლიეთილენის თავსახური, ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე