განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100115002042957
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/555-15 06 ივლისი, 2017 წელი
ქ. გორი
გ------ რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,მერი შატაკიშვილის მდივნობით,პროკურორ - ი----------–---–ის,ადვოკატ - ზ----- მ------–---–ის,ბრალდებულ - ხ---- კ---–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011271015001 საქმე ხ---- ვ--–-------- ძე კ---–---–ის (დაბადებული 1990 წლის 03 აგვისტოს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: გ------ რაიონის სოფელ მ------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია),-
აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ხ---- კ---–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 ოქტომბერს, ხ---- კ---–---–მა ქ.გორში, ნ---------- ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ სიძეს - რ----- მ-----–-–---–ს ხელი გაარტყა სახის არეშე, რის შედეგედაც რ----- მ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებულმა ხ---- კ---–---–მა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს, ავტომანქანით მოდიოდა გ------ მიმართულებით, რა დროსაც შეხვდა ყოფილი სიძე რ----- მ-----–-–---–ი, რომელმაც წინ დაუმუხრუჭა ავტომანქანა და უთხრა მას, რომ გაჰყოლოდა, რადგან საქმე ჰქონდა. იგი გაჰყვა რ.მ-----–-–---–ის ავტომანქანას. რ.მ-----–-–---–ი მივიდა წმინდაწყლის ტერიტორიაზე, შევიდა თონეში, სადაც შეჰყვა იგიც. რ.მ-----–-–---–მა დაიწყო მისი მისამარით გინება, უნდოდა გამოეწვია იგი, მაგრამ არ აჰყვა პროვოკაციას. ამის შემდეგ რ.მ-----–-–---–მა ხელი მოუქნია მას, რაზეც მანაც ხელის აქნევით უპასუხა, რათა არ მოხვედროდა რ.მ-----–-–---–ის ხელი. შესაძლებელია დაზარალებულს თავისივე ხელი მოხვდა სახეში, ვინაიდან მას დაზარალებულისათვის არ დაურტყამს. ამის შემდეგ ბრალდებულმა იქ მყოფებს ბოდიში მოუხადა და წამოვიდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- კ---–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- მ-----–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლის ძმაა. მას ყოფილ მეუღლესთან და მის ოჯახთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, რადგან უზღუდავენ შვილთან ურთიერთობას. შემთხვევის დღეს, იგი მიდიოდა საკუთარი ავტომანქანით თ---–--–-, რა დროსაც მას აედევნა ხ---- კ---–---–ი. მან მოატრილა ავტომანქანა და წამოვიდა თავის საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც მდებარეობს წმინდაწყლის დასახლებაში, ნ---------- ქუჩაზე. იგი თავდაცვის მიზნით შევიდა თონეში, რომელიც ასევე მდებარეობს ნ---------- ქუჩაზე, სადაც შეჰყვა ხ---- კ---–---–ი, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კეძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. ამის შემდეგ მან გამოიძახა პოლიცია. ადგილზე მისვლისას სამართალამცავებს ხ---- კ---–---–ი წასული დახვდათ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–---- ა--–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულ რ----- მ-----–-–---–ს იცნობს, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არ აქვს. შემთხვევის დღეს იგი და გ------- გ------–-–---–ი მუშაობდნენ ქ.გორში, ნ---------- ქუჩაზე მდებარე თონეში, რა დროსაც საცხობში შევიდა რ----- მ-----–-–---–ი და უთხრა, რომ პრობლემა ქონდა და მათი დახმარება სჭირდებოდა. საცხობში შევიდა ხ---- კ---–---–იც. რ.მ-----–-–---–მა ბრალდებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ხ.კ---–---–მა რ.მ-----–-–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში. ამის შემდეგ ხ.კ---–---–მა მოუხადა მათ ბოდიში მომხდარის გამო, ხოლო რ.მ-----–-–---–მა კი პოლიციაში დარეკა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- გ------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი იცნობს დაზარალებულს. 2015 წლის 27 ოქტომბერს რ----- მ-----–-–---–ი შევიდა თონეში, სადაც იგი მუშაობს და უთხრა, რომ დახმარება უნდოდა, რადგან ცოლის ძმასთან ჰქონდა კონფლიქტი. საცხობში შევიდა ასევე ხ---- კ---–---–იც. ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში, დაზარალებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბრალდებულს. იგი შემოტრილდა და შედიოდა მეორე ოთახში, რა დროსაც გაიგო ხელის გარტყმის მაგვარი ხმა. დაზარალებული კი გავიდა გარეთ და პოლიციაში დარეკა. ხ---- კ---–---–მა ბოდიში მოუხადა მას, ნ-----–---- ა--–-–---–ს და წავიდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: პ----- ჯ---–--ემ, გამომძიებლებმა: ხ------- თ----ემ, ი---- რ------–---–მა, ვ----– მ------–---–მა მოწმემ: ლ--–- კ---–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ხ---- კ---–---–ის საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხ---- კ---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეების: რ----- მ-----–-–---–ის და ნ-----–---- ა--–-–---–ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს ხ---- კ---–---–სა და რ----- მ-----–-–---–ს შორის არსებული კონფლიქტი და ბრალდებულის მხრიდან რ----- მ-----–-–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც გამოიხატა სახეში ხელის დარტყმაში. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშანია სხვაგვარი ძალადობისათვის, რომელიც ცემისაგან იმით განსხვავდება, რომ შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადად ძალმომრეობით აქტში (ხელის სახეში გარტყმა), რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ასევე აუცილებელია, რომ მსხვერპლმა ამ თუნდაც ერთჯერადი სახეში გარტყმით განიცადოს ფიზიკური ტკივილი, რაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- მ-----–-–---–მა.
სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და რაც გარდა ბრალდებულისა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- კ---–---–მა. სწორედ აღნიშნულის გამო ხ.კ---–---–ს გაუჩნდა განზრახვა (რასაც ხელი შეუწყო რ.მ-----–-–---–ის მხრიდან ხ.კ---–---–ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებამ) ფიზიკური ტკივილი მიეყენებინა რ.მ-----–-–---–ისათვის, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში და განახორციელა ერთჯერადი ძალადობრივი მოქმედება.
გარდა აღნიშნულისა ხ---- კ---–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, რომელთა სისწორეც დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამტარებელმა და მასში მონაწილე პირებმა.
საქრთველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- კ---–---–ს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ხ---- კ---–---–ს დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ---- კ---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ხ---- კ---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გ------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე