განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100117002166699
საქმე №1/101-17
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2017 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - თ----- გ---------–---–ის,ბრალდებულ - ე------ ღ-------–-ას
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №077300616003 საქმე, ე------ ტ------–-- ძე ღ-------–-ას მიმართ (პირადი №5----------) დაბადებულის 1983 წლის 01 იანვარს, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: წალენჯიხის რაიონის სოფელ მ-----–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით,-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ე------ ღ-------–-ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 13:35 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე, ქარელის რაიონის ტერიტორიაზე, თბილისის მიმართულებით ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომობილით მოძრავმა ე------ ღ-------–-ამ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ჩაეძინა საჭესთან, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი გადავიდა სავალი გზის მარჯვენა მხარეს და გადავარდა თხრილში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს ე------ ღ-------–-ას მგზავრებმა: ს----- მ----- მ-----–-----------მა და მ----- ჯ----ამ, ხოლო ფ------ მ--------------ი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებების გამო გარდაიცვალა საავადმყოფოში.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ე------ ღ-------–-ამ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ე------ ღ-------–-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით და ფოტოცხრილით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური ავტოტრასოლოგიური-ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ე------ ღ-------–-ას ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ე------ ღ-------–-ას მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ეკონომიურ მდგომარეობას, იმ გარემოებას, რომ იგი მართალია გამოხატავს ზიანის ანაზღაურების სურვილს, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს მის ანაზღაურებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე------ ღ-------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მასვე 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტო-სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ე------ ღ-------–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ე------ ღ-------–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ,,მიცუბიშის’’ მარკის ავტომანქანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე