განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2018
საქმის ნომერი
090100118002260939
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/1–2018) 090100118002260939

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2018 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ნ----------–-----–----

ადვოკატის - მ----------------–----

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ნ----------–-----–---- მიმართ,მამის სახელი: ა--------

დაბადებული: 0--------- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–---------

პირადი ნომერი: 3-----------

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

რეგისტრაციის მისამართი: ს----------–---------------------------–---------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ს----------–--------------------------–---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ნ----------–-----–----, 2017 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ო---------------------–------–-- ,,ფეისბუქის" გვერდზე არასასურველი ტექსტური შეტყობინების გამოქვეყნებით განაწყენებულმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სახისა და ხელის არეში, ე.წ. ბუხრის საკეცური დაარტყა რძალს - მ--------------- რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი .

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 30 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 82–86).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.სსიპ ლ----------------–--------–-----------ართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 დეკემბრის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე მ-------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით.

 

დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ–ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ.40–42).

 

5.ნ----------–-----–---- აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება მომხდარის გამო (სხდომის ოქმი).

 

6. ო--------------–------ართველოს 2017 წლის 29 ნოემბრის N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მითითებულ დროს გამოიცა შემაკავებელი ორდერი მოქალაქე ნ----------–-----–---- მიმართ, სადაც მსხვერპლს წარმოადგენდა მისი რძალი (შვილის მეუღლე) მ-------------. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება(ს.ფ.28–29).

 

7.ნ----------–------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა აღიარებისა დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ზ----------–---- 2017 წლის 30 ნოემბრის დაკითხვის ოქმით; მოწმე ა----------–---- 2017 წლის 30 ნოემბრის დაკითხვის ოქმით; დაზარალებულ მ-------------- 2017 წლის 29 ნოემბრის და 18 დეკემბრის დაკითხვის ოქმებით; ბრალდებულ ნ----------–-----–---- 2017 წლის 29 ნოემბრის და 19 დეკემბრის დაკითხვის ოქმებით; 2017 წლის 18 დეკემბრის დაზარალებულ მ-------------- უფლებების განმარტების ოქმით; 2017 წლის 19 დეკემბრის ოქმებით ბრალდებულთან შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2017 წლის 29 ნოემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული, საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ღუმელის ლითონის საკეცურით, 2017 წლის 7 დეკემბრის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ნ----------–-----–---- შესახებ, 2017 წლის 29 დეკემბრის ცნობებით ნ----------–------–---- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, ინფორმაციით მ-------------- შესახებ; 2017 წლის 29 ნოემბრის გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1; 2017 წლის 29 ნოემბრის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2017 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით მ-------------- დაზარალებულად ცნობის შესახებ; 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილებით ნ---------–-----–---- ბრალდების შესახებ; 2017 წლის 19 დეკემბრის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ; 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ; 2017 წლის 19 დეკემბრის გაფრთხილების ოქმით გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ

 

8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

9.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ნ----------–-----–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

10.სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----------–-----–---- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

11.სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

12.სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო და განსახილველ საქმეზე სახეზეა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14.ნ----------–-----–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16.ნ----------–-----–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ოჯახური მდგომარეობა(არის დ------------–-).

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ნ----------–-----–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ნ----------–-----–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შეუბღალავი წარსული, გულწრფელი აღიარება და მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ნ----------–-----–---- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სრულიად უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ნ----------–-----–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ნ----------–-----–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ნ----------–-----–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

4.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ღუმელის ლითონის საკეცური, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ონის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი