განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100116001537085
N1/266-16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულების - ზუ---- ხე–----ის და სე----- სკ---------ის
ადვოკატების - ომ---- ხა----–---–ის და რე---- მო------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ზუ---- ხე–----ე
მამის სახელი: ავ--------–-
დაბადებული: 1----–-–-----------------
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ზუ---- ხე–----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ლაგოდეხში მეგობრობის ქუჩაზე ზუ---- ხე–----ემ, არასრულწლოვანი შვილების მ---- ხე–----ის და და---- ხე–----ის თანდასწრებით სცემა სიდედრს - ლუ-----–- სკ---------ას, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზუ---- ხე–----ეს 2016 წლის 31 აგვისტოს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ბრალდებული: სე----- სკ---------ი
მამის სახელი: იუ---
დაბადებული: 1----–-–------------------
პასპორტის ნომერი: 7---------
მოქალაქეობა: რუსეთი
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: რუსეთი, კრასნოდარი
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---–---------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)
კვალიფიკაცია: სე----- სკ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ლაგოდეხში, მეგობრობის ქუჩაზე, ლუ-----–- სკ---------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში სე----- სკ---------მა სახის არეში მუშტის დარტყმით ზუ---- ხე–----ეს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
სე----- სკ---------ს 2016 წლის 15 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 30 აგვისტოს, ზუ---- ხე–----ემ არასრულწლოვანი შვილების მ---- ხე–----ის და და---- ხე–----ის თანდასწრებით სცემა სიდედრს - ლუ-----–- სკ---------ას, რა დროსაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. 2016 წლის 30 აგვისტოს, ქ. ლაგოდეხში, მეგობრობის ქუჩაზე, ლუ-----–- სკ---------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში სე----- სკ---------მა სახის არეში მუშტის დარტყმით ზუ---- ხე–----ეს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ლუ-----–- სკ---------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ ცხოვრობს ქ. ლაგოდეხში მეგობრობის ქ. N13-ში. 2016 წლის 30 აგვისტოს ქ. ლაგოდეხში მათთან სტუმრად მივიდნენ მისი სიძე - ზუ---- ხე–----ე და სიძის დედა - რა--- პი--------ა. სურდათ ბავშვების ნახვა. ლუ-----–- სკ---------ამ ისინი შეაჩერა ეზოში და ზუ----ს უთხრა, რომ სახლში არ შესულიყო, დალოდებოდა და ბავშვებს გარეთ გაუყვანდა. ზუ---- ხე–----ე შეეკამათა ლუ-----–- სკ---------ას და სახეში ორჯერ გაარტყა ხელი. ყურისა და ტუჩის არეში, ხოლო შემდგომ ზუ---- ხე–----ემ ხელი ჰკრა ლუ-----–- სკ---------ას და ბეტონზე მიახეთქა. ლუ-----–- სკ---------ამ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ალ---------- რე–---------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ზუ---- ხე–----ე მისი მეუღლე იყო. მათ შორის იყო ცუდი ურთიერთობა და 2016 წლის 30 სექტემბერს ოფიციალურად სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინდნენ. 2016 წლის 30 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში ქ. ლაგოდეხში. სახლში მასთან ერთად იყო დედა - ლუ-----–- სკ---------ა, მამობილი - სე----- სკ---------ი, მისი შვილები - მ---- და და---- ხე–----ეები და კა-- მუ---------–ი. ალ---------- რე–---------ა ადასტურებს, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს მათთან სტუმრად მივიდნენ მისი ქმ---- ზუ---- ხე–----ე და დედამთილი რა--- პი--------ა. ლუ-----–- სკ---------ა გადაეღობა სტუმრებს და არ შეუშვა სახლში. განუცხადა, რომ ბავშვებს გაუყვანდა გარეთ. იქვე იყო თავადაც. მან დაინახა რომ ზუ---- ხე–----ემ ორჯერ სახის არეში დაარტყა ხელი ლუ-----–- სკ---------ას.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე სე----- სკ---------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში ქ. ლაგოდეხში და ტელევიზორს უყურებდა. რა დროსაც გარედან შემოესმა ძაღლის ყეფა. გარეთ გამოვიდა და დაინახა, როგორ გაარტყა ხელი სახეში ზუ---- ხე–----ემ მის მეუღლეს - ლუ-----–- სკ---------ას. იცის რომ ზუ---- ხე–----ე იყო ალ---------- რე–---------ას მეუღლე და მათ შორის ცუდი ურთიერთობა იყო.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე კა-- მუ---------–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. ლაგოდეხში, მეგობრობის ქუჩა N13-ში, რა დროსაც გაიგონა ბავშვების ყვირილი. დაინახა, რომ ზუ---- ხე–----ემ ლუ-----–- სკ---------ას ხელი დაარტყა სახეში, ალ----------საც უპირებდა ხელის დარტყმას, რის გამოც ფიზიკურად შეაჩერა ზუ---- ხე–----ე.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (ექსპერტი) ალ---- კვ--------–ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ექსპერტის N0-------- დასკვნით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს ლუ-----–- სკ---------ას სხეულის დაზიანების ფაქტზე პირადი გასინჯვის საფუძველზე ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ „ლუ-----–- სკ---------ას სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანება: სისხლნაჟღენთები ქვედა ტუჩისა და მარჯვენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ თარიღს - 2016 წლის 30 აგვისტოს.“
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ტა-----– ფო------ და ელ------ ზუ-----–---–ი, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულ ზუ---- ხე–----ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ჩავიდა ლაგოდეხში შვილების სანახავად, შევიდა ეზოში. ამ დროს მისკენ გამოიქცა სიდედრი ლუ-----–- სკ---------ა. მას უკან მოსდევდა ზუ---- ხე–----ის მეუღლე ალ---------- რე–---------ა. ლუ-----–- სკ---------ა თან ეუბნებოდა წადიო და თან მაისურზე ექაჩებოდა. ზუ---- ხე–----ემ ხელი ჰკრა, რას მექაჩებიო. მას ლუ-----–- სკ---------ასთვის სხვა რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, ხელის კვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გარდა აღნიშნულისა, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ ძალადობა ჩადენილი იყოს ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ხე–----ე და ალ---------- რე–---------ა 2016 წლის 30 სექტემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის მიზნებისთვის ლუ-----–- სკ---------ა 2016 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ზუ---- ხე–----ის ოჯახის წევრად მიიჩნევა. ამდენად, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას იმ ნაწილში, რომ ზუ---- ხე–----ეს და ალ---------- რე–---------ას კონფლიქტური დამოკიდებულების გამო ლუ-----–- სკ---------ა არ უნდა ჩაითვალოს ზუ---- ხე–----ის ოჯახის წევრად.
რაც შეეხება თავად ქმედებას, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ზუ---- ხე–----ემ სახეში ხელი ორჯერ დაარტყა და ხელი ჰკრა ლუ-----–- სკ---------ას. სასამართლო ვერ გაიზიარებს ხუ---- ხე–----ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მას ლუ-----–- სკ---------ასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რადგან აღნიშნული ინფორმაცია აშკარა წინააღმდეგობაშია სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და ემსახურება ბრალდებულის მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ხე–----ემ სიდედრის - ლუ-----–- სკ---------ას მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით,მისივე ოჯახის წევრის მიმართ
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ლუ-----–- სკ---------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ მ---- და და---- ხე–----ეები მისი შვილიშვილები არიან. 2016 წლის 30 აგვისტოს ზუ---- ხე–----ესა და მის შორის მომხდარ დაპირისპირების დროს მისი შვილიშვილები და---- და მ---- ხე–----ეები იმყოფებოდნენ სახლის ეზოში და გაიგეს ზუ---- ხე–----ის და მისი დაპირისპირების შესახებ.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ალ---------- რე–---------ას ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ზუ---- ხე–----ესა და მათ შორის დაპირისპირების შესახებ შეიტყვეს ბავშვებმა და---- და მ---- ხე–----ეებმა, რის გამოც ბავშვები გაიქცნე მათკენ. და---- აიყვანა ხელში, ხოლო მ---- გაიცა სახლისკენ სამზარეულოში.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე კა-- მუ---------–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ზუ---- ხე–----ესა და ლუ-----–- სკ---------ას დაპირისპირების დროს თავადაც იქ იმყოფებოდა, ფიზიკურად შეაჩერა ზუ---- ხე–----ე და ამ კონფლიქტის ფაქტს შეესწრნენ ბავშვები მ---- და და---- ხე–----ეები.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებებით - მ---- და და---- ხე–----ეების დაბადების მოწმობების ასლებით დადასტურებულია, რომ მ---- ხე–----ე დაბადებულია 2009 წლის 7 დეკემბერს, ხოლო და---- ხე–----ე დაბადებულია 2012 წლის 18 აგვისტოს.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დროს მ---- ხე–----ე 6 წლის იყო, ხოლო და---- ხე–----ე 4 წლის, ისინი ლუ-----–- სკ---------ის შვილიშვილები არიან.
სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილად ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ძალადობის სრულ პროცესს ესწრებოდა თუ მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ნაწილს. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ ალ---------- რე–---------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ „ბავშვები, რომლებიც ჩხუბის დროს ეზოში თამაშობდნენ მათკენ გაიქცნენ“. ლუ-----–- სკ---------ას განმარტებით მ---- და და---- ხე–----ეები „ეზოში ყვირილის ხმაზე გამოვიდნენ“, „ბავშვებისკენ ზურგით იდგა, როდესაც ზუ---- ხე–----ემ დაარტყა“. იგივეს ადასტურებს კა-- მუ---------–ი, რომელიც ჩამოთვლის კონფლიქტის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ბავშვებს და მიუთითებს, რომ გაიგონა ბავშვების ყვირილი და სწორედ ამიტომ მივიდა შემთხვევის ადგილზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ---- და და---- ხე–----ეები შეესწრნენ ზუ---- ხე–----ის მიერ ლუ-----–- სკ---------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ხე–----ემ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის
ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულ სე----- სკ---------ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ზუ---- ხე–----ე მივიდა მათთან სახლში. ამ დროს იმყოფებოდა სახლში, გარედან მოესმა ძაღლის ყეფის ხმა, გამოვიდა გარეთ და დაინახა ზუ---- ხე–----ემ როგორ დაარტყა ხელი ლუ-----–- სკ---------ას. ამის გამო სე----- სკ---------ი მივიდა ზუ---- ხე–----ესთან და სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ზუ---- ხე–----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს შვილების სანახავად ჩავიდა ლაგოდეხში ლუ-----–- სკ---------ას სახლში. ეზოში რომ შევიდა მისკენ გამოიქცნენ ლუ-----–- სკ---------ა და ალ---------- რე–---------ა. ლუ-----–- სკ---------ა აგდებდა და თან მაისურზე ექაჩებოდა. ხელი ჰკრა, რას მექაჩებიო. ამ დროს გამოიქცნენ მისკენ კა-- მუ---------–ი და სე----- სკ---------ი. სე----- სკ---------მა ზუ---- ხე–----ეს მუშტი დაარტყა თავში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეების - ლუ-----–- სკ---------ას, ალ---------- რე–---------ას და კა-- მუ---------–ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ ჩხუბის ხმაზე ეზოში სე----- სკ---------იც გამოვიდა და კონფლიქტის დროს იქ იმყოფებოდა.
მოწმე რა--- პი--------ას მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს ზუ---- ხე–----ე შევიდა ლუ-----–- სკ---------ას სახლის ეზოში შვილების სანახავად, თან ბავშვებს ეძახდა. ამ დროს კიბიდან ჩამოირბინა სე----- სკ---------მა და სახეში მუშტი დაარტყა ზუ---- ხე–----ეს.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (ექსპერტი) ალ---- კვ--------–ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ექსპერტის N0-------- დასკვნით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს ზუ---- ხე–----ის სხეულის დაზიანების ფაქტზე ჩაატარა ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, რა დროსაც დადგინდა, რომ „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ზუ---- ხე–----ემ 2016 წლის 30 აგვისტოს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით „არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხს“ მიმართა 2016 წლის 31 აგვისტოს დიაგნოზით: მრავლობითი ექსკორიაციები გულმკერდის, ზურგის, სახის, ყელის არეში. მცირე ზომის ჰემატომა ზედა ტუჩის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.“
სასამართლო განმარტავს, რომ სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.
ძალადობამ აუცილებლად უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სე----- სკ---------მა მუშტი გაარტყა ზუ---- ხე–----ეს, აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად ზუ---- ხე–----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართლებრივი შეფასება
1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზუ---- ხე–----ემ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. სასამართლომ შეამოწმა სე----- სკ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალის ფორმალური საფუძვლები და მივიდა დასკვნამდე, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომენტისათვის სე----- სკ---------ს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2016 წლის 1 დეკემბრის საქართველოს N59-ე კანონით სისხლის სამართლის კოდექსიდან 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება ამოღებულია. იგივე კანონით 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების დასჯადობა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლით სანქცია განისაზღვრა მინიმალური სასჯელი ჯარიმა, მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასმართლო ვალდებულია მიუთითოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი) რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ „განაჩენი კანონიერია თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.“
4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის N59-ე კანონით გამკაცრდა 125-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედებაზე სანქცია, თუმცა ალტერნატივის სახით 126-ე მუხლის პირველ ნაწილში დარჩა 125-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ანალოგიური სასჯელებიც, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე სე----- სკ---------ის მიერ შესაძლო ქმედებისათვის გათვალისწინებული დამძიმებულ სანქციას კერძოდ თავისუფლების აღკვეთას უკუძალა ვერ ექნება, ხოლო სხვა ანალოგიური სანქციის გამოყენება არ იზღუდება.
5. რაც შეეხება დისპოზიციას ანუ ქმედების აღწერას 125-ე მუხლის პირველი ნაწილის ქმედების აღწერა უცვლელად გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ რაიმე ცვლილება ქმედების განმარტებას არ განუცდია. ასევე ნორმის ნუმერაციის ცვლილება არ წარმოადგენს ქმედების დამამძიმებელ ნორმატიულ შინაარსს. ნორმის ნომერი არ წარმოადგენს თავად ნორმის სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს. იგი არის ნორმატიული აქტის სისტემატიზაციის ტექნიკური საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე 126-ე პირველი ნაწილის ქმედების დისპოზიციური განმარტება და მუხლის ნუმერაციის ცვლილება არ წარმოადგენს რაიმე დამამძიმებელ შინაარსს. ბრალის წარდგენის მომენტისათვის სე----- სკ---------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება დღეის მდგომარეობით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი ნაწილით. სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. მისი გამოტანის დროს საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, რომ ობიექტურმა პირმა სასამართლოს მიერ განაჩენში გამოყენებული ნორმები მოქმედ მდგომარეობაში უნდა იპოვოს განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებულ კანონებში.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სე----- სკ---------მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად ბრალდებულის მიმართ კვალიფიკაცია უნდა დაზუსტდეს და იგი ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილისა ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკანონმდებლო ცვლილების გამო.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
1. ზუ---- ხე–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
2. სე----- სკ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ზუ---- ხე–----ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სე----- სკ---------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ბრალდებულები წარსულში ნასამართლევები არ არიან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასჯელის გამოყენების მიზნების და ეფექტურობის თვალსაზრისით სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუ---- ხე–----ის და სე----- სკ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს ზედმეტად მკაცრი და მათ მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნების შესრულებას.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ზუ---- ხე–----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. სე----- სკ---------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სე----- სკ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.
ზუ---- ხე–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა სე----- სკ---------ის მიმართ დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა ზუ---- ხე–----ის მიმართ დაევალოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს.
სე----- სკ---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
ზუ---- ხე–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს უფლება აქვთ განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი