განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2018
საქმის ნომერი
820100116001469078
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100116001469078

№1-247/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08.02.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - უ----- ო----ი (არ გამოცხადდა)

ადვოკატი - გ---–- თ---------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე №176170415001

 

ბრალდებულ უ----- ო----ის მიმართ

დაბადებული: 16.08.1--- წელი;

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: თურქეთი

განათლება: უმაღლესი

მცხოვრები: თურქეთი, ქ. მ------- №5, ბინა №9

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი.

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2013 წლის 31 ივლისიდან, საქართველოში, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონში, შპს ,,A-- B----“ (ს/კ 4-------) ახორციელებს შ-------- ჰიდროელექტროსადგურის (185 ,,MW”) მშენებლობას. 2013 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის 18 მაისამდე პერიოდში, შ-------- ჰიდროელექტროსადგურის (185 ,,MW”) სამშენებლო ობიექტზე, ინჟინერ მშენებლის პოზიცია ეკავა უ----- ო----ს, რომლის მოვალეობაც იყო სამშენებლო ობიექტზე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

2015 წლის 17 აპრილს, 18:00 საათიდან 19:00 საათამდე შუალედში, სოფრლ დ---------–-, შპს ,,A-- B----“-ს მიერ შ-------- ჰიდროელექტროსადგურის (185 ,,MW”) მშენებლობისას, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის, 9,8 მვტ სხალთა ჰესის და 175 მვტ შ-------- ჰესის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მდინარე ა------–---–--ე, სოფელ დ--------ის ხიდის ბურჯის მშენებლობისას, უ----- ო----ის უშუალო მონაწილეობით, ხელმძღვანელობით და მითითებით, ა------–-–------ დ-–------ი, ბა-----------------------------------------------------------------–-----–---------, თ------ ხ------------ე, თ------ პ-----ე და პ----- ი-------ე ახდენდნენ რკინაბეტონის ხიდის ბურჯზე დამაგრებული სამუშაო ბაქნის სამაგრებიდან ჩახსნას. სამუშაოს უსაფრთხოს ჩატარებაზე პასუხისმგებელი ინჟინერის, უ----- ო----ის გადაწყვეტილებით დაძაბულ მდგომარეობაში არსებული ამწის ისარზე და ბაგირებზე დაკიდებული სამუშაო ბაქანი ბურჯისგან უნდა განთავისუფლებულიყო დამხმარე საშუალებებით - დანგრატებით, რასაც სამუშაო ბაქანზე მყოფი ა----- ჩ-----ი, თ------ პ-----ე და პ----- ი-------ე ასრულებდა. ინჟინერ უ----- ო----ის, პირველ რიგში უნდა მოეხდინა ბაქნის ჩამაგრების ადგილიდან განთავისუფლება, ასევე ბაქანზე მყოფი მომსახურე პერსონალის ბაქნიდან გასვლა და შემდგომ მთლიანად გათავისუფლებული ბაქნის ყოველგვარი დაბრკოლების და წინააღმდეგობის გარეშე ამწე კრანის მეშვეობით აწევა. მიუხედავად ამისა, მან უგულვებელყო და დაარღვია შრომის უსაფრთხოების წესები, გასცა არასწორი მითითებები, რეალურად არ შეაფასა ფაქტიურად არსებული სიტუაცია და არ მიიღო ზომები რათა შეეწყვიტათ ბაქნის ბურჯიდან ჩასხნასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, რის შედეგადაც დაძაბულ მდგომარეობაში არსებული ამწის ისარზე და ბაგირზე დამოკიდებული სამუშაო ბაქანი, რომელზეც იმყოფებოდა ა----- ჩ-----ი, თ------ პ-----ე და პ----- ი-------ე, გაექანა და ავარდა ზევით. ქვევით დაშვებას მოჰყვა ამწის ისრის დეფორმაცია და ბაქნის რკინაბეტონის ბურჯის კედელზე მინარცხება, ბაქნის ნაწილის და მასზე მყოფი პირების 36 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდნა, რამაც თ------ პ-----ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ა----- ჩ-----ის და პ----- ი-------ის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

3. დაზარალებული თ------ პ-----ის ჩვენების თანახმად, იგი დასაქმებული იყო შპს ,,A-- B----“ -ის კომპანიაში, რომელიც ახორციელებდა შ-------- ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას. 2015 წლის 17 აპრილს, მდინარე ა------–---–--ე, სოფელ დ--------ის ხიდის ბურჯის მშენებლობისას, ინჟინერი უმით ო----ის უშუალო მონაწილეობით, ხელმძღვანელობით და მითითებით, ახდენდნენ რკინაბეტონის ხიდის ბურჯზე დამაგრებული სამუშაო ბაქნის სამაგრებიდან ჩახსნას. რა დროსაც ბაქანი, რომელზეც იმყოფებოდა ა----- ჩ-----თნ და პ----- ი-------ესთან ერთად, ჩამოვარდა სიმაღლიდან და მან მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ა----- ჩ-----ის და პ----- ი-------ე გარდაიცვალნენ.

 

4. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ--------- ჩ-----ის ჩვენების თანახმად, მისი მეუღლე ახმედ ჩ-----ი დასაქმებული იყო შპს ,,A-- B----“ -ის კომპანიაში და 2015 წლის 17 აპრილს, ხსენებული კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოს შესრულების დროს გარდაიცვალა.

 

5. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი----- ქ---–----ის ჩვენების თანახმად, მისი მეუღლე პ----- ი-------ე დასაქმებული იყო შპს ,,A-- B----“ -ის კომპანიაში და 2015 წლის 17 აპრილს, ხსენებული კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოს შესრულების დროს გარდაიცვალა.

 

6. მოწმე ო----- ჯ-------ს ჩვენების თანახმად, შპს ,,A-- B----“ -ის კომპანიაში, 2015 წლის 17 აპრილს, სოფელ დ--------ის ხიდის ბურჯის მშენებლობისაზე სამუშაოები წარმოებდა ინჟინერი უმით ო----ის უშუალო ხელმძღვანელობით.

 

7. მოწმე თ------ი ხ------------ის, ჯემალ სოლომონიძის ჩვენებების თანახმად, შპს ,,A-- B----“ -ის კომპანიაში, 2015 წლის 17 აპრილს, სოფელ დ--------ის ხიდის ბურჯის მშენებლობისაზე სამუშაოები წარმოებდა ინჟინერი უმით ო----ის ხელმძღვანელობით.

 

8.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 მაისის №002214215 დასკვნით, ა----- ჩ-----ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის დიფუზური ტრავმა, მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინის მაგარი და რბილი გარსების ქვეშ - გამოწვეული ქალა ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად ქალას სარქველის და ფუძის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობებით.

 

9.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 მაისის №002214315 დასკვნით, პ----- ი-------ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის დიფუზური ტრავმა, მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინის მაგარი და რბილი გარსების ქვეშ - გამოწვეული ქალა ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად ქალას სარქველის და ფუძის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობებით.

 

10.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 მაისის №002880715 დასკვნით, სამედიცინო საბუთების მონაცემებით თ------ პ-----ე 14.05.2015 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა შპს ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინაში: და იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე 04.05.2015 წლამდე და დაესვა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მარცხნივ მე-7-8 ნეკნების მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის შუა მესამედის მოტეხილობა ცდომით, ნახეთქი ჭრილობები შუბლის და ნიკაპის არეში, მრავლობითი ესკორიაციები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 აგვისტოს №004748915 დასკვნით, გამოსაკვლევად წარდგენილი ამწე LIEBHERR შემთხვევამდე იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

 

12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 მარტის №001773516 დასკვნის თანახმად საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თუ ინჟინერი უ----- ო----ი რეალურად შეაფასებდა ფაქტიურად არსებულ სიტუაციას და მიიღებდა ზომებს რათა შეეწყვიტათ ბაქნის ბურჯიდან ჩახსნასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მოცემული შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

13. უ----- ო----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება - მოწმეების მ------ ქ-----, ა------–-–------ დ-–------ის, გ------------------------------------–-ს, დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერევბის ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით, შპს ,,აგე ბათუმის“ მიერ დ--------ის ობიექტზე მშენებარე ხიდის მეთოდოლოგიური და პროექტის შესაბამისი დოკუმენტაციით, სამსახურებრივი მოვალეობის ხელშეკრულებებით, შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუქციის გაცნობის შესახებ ბრძანებებით.

 

14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა - უ----- ო----იმ ჩაიდინა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლო თვლის, რომ უ----- ო----იმ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა უსაფრთხოების წესის დარღვევა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

16. უ----- ო----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ უ----- ო----ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს უ----- ო----ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 14-ე ნაწილით, 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-271-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული უ----- ო----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

2. უ----- ო----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

3.მსჯავრდებული უ----- ო----ი დაპატიმრების შემდეგ მოთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის საკითხთა სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში;

 

4.გაუქმდეს უ----- ო----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ხელის რაცია მოტოროლა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, პ----- ი-------ისა და ა----- ჩ-----ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.მსჯავრდებულ უ----- ო----ის, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი