გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2018
საქმის ნომერი
160210117002064022
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210117002064022

N 2/840-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - და------------–---–ი

წარმომადგენელი - ელ-----------–---–ი (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - მა-------------–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მა-------------–---–ის მიმართ და------------–---–ის ვალდებულების შეწყვეტა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული 2500 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში (სარჩელი ს.ფ. 2-16 );

 

და------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წელს მა-------------–---–მა აღძრა სარჩელი მოპასუხე და------------–---–ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება და ალიმენტის დაკისრება. მოპასუხე და------------–---–მა შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, ქ. ბო-–---–----------–---–-ს ქ. N31-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, მეუღლეთა საერთო ქონებისა და საერთო ვალების თანაბარწილად გაყოფა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა-------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეწყდა მა-------------–---–სა და და------------–---–ს შორის, 2006 წლის 27 სექტემბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბოლნისის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება. და------------–---–ს, მა-------------–---–ის სასარგებლოდ შვილის - 2007 წლის 6 მაისს დაბადებული ლი----------–---–-ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 120 ლარის გადახდა 2014 წლის 16 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე. და------------–---–ის მა-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარისა და 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. მა-------------–---–ის სარჩელი და------------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. და------------–---–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; და------------–---–ი ცნობილ იქნა მა-------------–---–ის სახელზე რიცხული ქ. ბო-–---–----------–---–-ს ქ. #31-ში მდებარე უძრავი ქონების (სკ 80.06.63.0--) 1/2 წილის მესაკუთრედ. მა-------------–---–ს და------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სს ,,ბა----------------სთან” 2013 წლის 1 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 1/2 ნაწილის გადახდა, გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომლის დასაწყისად განისაზღვრა 2014 წლის 19 დეკემბერი, ასევე გაიყო მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება ზემდგომი სასამართლოების მიერ დატოვებული იქნა უცვლელად და შესულია კანონიერ ძალაში. მა-------------–---–მა, 2017 წლის 03 აპრილს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს; სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო ბიუროში და დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება. როგორც სააღსრულებო ფურცლიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, და------------–---–ს, მა-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა და ეს ვალი მომდინარეობდა საცხოვრებელი სახლის ყოფილი მესაკუთრის გი-------------–--ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებიდან, რომლითაც იგი ადასტურებდა, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მა-------------–---–მა მას ბინის გადაფორმების დროს გადასცა 13000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 5000 აშშ დოლარს გადასცემს გი-------------–--ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ. სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტი მიიჩნია მა-------------–---–ის ვალის არსებობის მტკიცებულებად და და------------–---–ის, როგორც მეუღლეს დააკისრა ამ ვალის ნახევრის - 2500 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელე მხარის მითითებით, გი-------------–--ემ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადების დადასტურებით, 2016 წლის 28 მარტს გააუქმა თავისი მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც სასამართლომ და------------–---–ს სასამართლო გადაწყვეტილებით დააკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, ვალი აღარ არსებობს და და------------–---–ის ვალდებულებაც მა-------------–---–ის მიმართ 2500 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში აღარ არსებობს, რადგან გი-------------–--ემ ვალი აპატია მა-------------–---–ს და გააუქმა თავისი მოთხოვნა. ამჟამად, და------------–---–ს დაკისრებული აქვს არ არსებული ვალი და დაწყებული სააღსრულებო წარმოების პირობებში მას აღნიშნული თანხის გადახდას სთხოვენ იძულებით (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-19).

 

2. მოპასუხე მა-------------–---–ის პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მა-------------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ და------------–---–ი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ცდილობს თავიდან აიცილოს ყველა ვალდებულება, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა. გი-------------–--ის მიერ ვალის მიღებაზე უარის თქმა გახლავთ სანოტარო აქტი, რომელზეც მხარეს შეუძლია მოითხოვოს მისი ბათილად ცნობა. შეთანხმების თანახმად, მას აღნიშნული თანხა უნდა მიეღო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, არაა გამორიცხული, რომ მან მომავალში კვლავაც შეცვალოს პოზიცია და მოითხოვოს დარჩენილი ვალი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 109-119).

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მა-------------–---–მა განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება ვალის პატიებას, რადგან არ აქვს გარანტია, რომ მომავალში გი-------------–--ე მას არ მოსთხოვს სადავო 5000 აშშ დოლარს (იხ. 18.01.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მა-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; და------------–---–ს, მა-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარისა და 2500 (ორი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2013 წლის 13 სექტემბერს, გი-------------–--ესთან, ქ. ბო-–---–----------–---–-ს ქ. N31-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურიდან - 18000 აშშ დოლარიდან გადახდილი იქნა 13 000 აშშ დოლარი, ხოლო გი-------------–--ისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს. აღნიშნული გარემოების დადგენის საფუძვლად სასამართლომ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად მიუთითა გ. ნი----–--ის 21.08.2014წ. სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე. ამდენად, უდავოა, რომ და------------–---–ისათვის მა-------------–---–ის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი გახდა გი-------------–--ის მიერ, 2014 წლის 21 აგვისტოს შედგენილი განცხადება, რომლის მიხედვითაც მა-------------–---–ს 5000 აშშ დოლარი გი-------------–--ისათვის უნდა გადაეცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მათი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.12.2014 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-31);

- 16.02.2016 წლის განჩინება (ს.ფ. 32-42);

- 03.01.2017 წლის განჩინება (ს.ფ. 43-46);

- განცხადება (ს.ფ. 54).

 

3.1.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 03 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელზეც დაწყებულია სააღსრულებო საქმის წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 77-78);

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 47-51).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი იქნა გი-------------–--ის მიერ, 2016 წლის 28 მარტს შედგენილი განცხადება. წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, გი-------------–--ემ უარი განაცხადა მა----------------------–---–-სათვის დაკისრებულ თანხაზე, 5000 აშშ დოლარზე, მა------------–---–-სა და და------------–---–ის ოჯახური მდგომარეობის გამო და მიუთითა, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონდა და უარს ამბობდა 2014 წლის 21 აგვისტოს შედგენილი განცხადებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე. აღნიშნული განცხადება/თანხმობა დადასტურებულია სანოტარო წესით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 55)

 

3.2.2. 2017 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მა-------------–---–ი არ დაეთანხმა ვალის პატიების შესახებ დოკუმენტს და განმარტა, რომ და------------–---–ი ვალდებულია გადაიხადოს გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა; ასევე მიუთითა, რომ იგი არ ენდობა გ. ნი----–--ის სახელით წარმოდგენილ განცხადებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 18.01.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 12:35).

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 50-ე, 448-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ და------------–---–ს, მისი ყოფილი მეუღლის მა-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხის დაკისრების საფუძველი გახდა გი-------------–--ის მიერ შედგენილი განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მა-------------–---–ს ჰქონდა მისი ვალი 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მა-------------–---–ის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილებით და------------–---–ის ვალდებულების შეწყვეტა. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს გი-------------–--ის მიერ შედგენილ განცხადებაზე, რომელსაც იგი მიიჩნევს ვალის პატიებად და თვლის, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს გი-------------–--ესა და მა-------------–---–ს შორის არსებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლიდან, რომლის თანახმად ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.

 

ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვალის პატიებით, როგორც სამართლებრივი საშუალებით, კრედიტორი უარს ამბობს მის ვალდებულებით-სამართლებრივ მოთხოვნაზე. ამისათვის საჭიროა, რომ კრედიტორსა და მოვალეს შორის გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება, რომლის საგანსაც სწორედაც რომ ვალის პატიება წარმოადგენს. ვალის პატიება, რასაც შედეგად შეიძლება ვალდებულების შეწყვეტა მოჰყვეს, თავის მხრივ, წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, სადაც გარკვევით უნდა აისახოს მხარეთა ნება, მიმართული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ. იგი ორმხრივი შეთანხმებაა და მიზნად უნდა ისახავდეს მატერიალური სამართლით რეგულირებული შედეგის მიღწევას - მიუღებელი შემოსავლისაგან მოვალის გათავისუფლებას, ამასთან, ეს ნება არაორაზროვნად უნდა იყოს გადმოცემული (იხ. სუსგ Nას1087-1018-2012).

 

როგორც უკვე აღინიშნა, ვალის პატიება არის ორმხრივი გარიგება და დამოკიდებულია ორივე მხარის მიერ გამოვლენილ ნებაზე, როგორც კრედიტორის, ისე მოვალის. მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, კრედიტორმა გი-------------–--ემ გამოთქვა ნება მოვალე მა-------------–---–ისათვის ვალის პატიების შესახებ, თუმცა აღნიშნული ნების მიღებაზე უარი განაცხადა მა-------------–---–მა, შესაბამისად, გი-------------–--ესა და მა-------------–---–ს შორის, ვალის პატიების შესახებ გარიგება ვერ ჩაითვლება დადებულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალის პატიებასთან დაკავშირებით ცალმხრივად გამოვლენილი ნება არ წარმოდგენს ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ვალის პატიებით ვალდებულების შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ და------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით და------------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ნაწილობრივ შეჩერდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 03 აპრილს გაცემული N2/3----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N1------- სააღსრულებო საქმის წარმოება, კერძოდ, და------------–---–ისათვის მა-------------–---–ის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების აღსრულების ნაწილში.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად და------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. და------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ამ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ნაწილობრივ შეჩერდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 03 აპრილს გაცემული N2/3----- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N1------- სააღსრულებო საქმის წარმოება, კერძოდ, და------------–---–ისათვის მა-------------–---–ის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის დაკისრების აღსრულების ნაწილში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე