განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115791630
საქმე №1-511/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ფუტკარაძე
პროკურორის _ ა----–----–---------ს
დამცველის _ ნ---------------–--ის
მონაწილეობით, განსასჯელ ი----- კ---------–--ის დასწრების გარეშე _ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
განსასჯელ ი----- ბ------ის ძე კ---------–--ის მიმართ
დაბადებული: 1--- წლის 01 იანვარს
მოქალაქეობა: საქართველოს
ნასამართლობა: არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: ს-–----–--
მცხოვრები: ქ. ქ------–-----------–-----–---------------–-
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (1960 წლის რედაქცია)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, განსასჯელ ი----- კ---------–--ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით და ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. 1992 წლის 5 აგვისტოს, ღამის საათებში, ი----- კ---------–--მა უკანონოდ შეაღწია ქობულეთის მაშინდელი სამხედრო-საჰაერო ძალების დასასვენებელი სახლის მეხუთე სართულზე ვ-----------------ს დროებით საცხოვრებელ ბინაში და ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ამასთან, დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა ვ-----------------ს კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას - 20 აშშ დოლარს და 90 000 რუსულ რუბლს.
3. აღნიშნული ქმედებისთვის, ი----- კ---------–--ი დაუსწრებლად მიცემული იქნა პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით.
სასამართლომ დაადგინა:
4. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი----- კ---------–--ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ი----- კ---------–--მა ჩაიდინა ზემოაღნიშნული დანაშაულებივი ქმედებები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
5. დაზარალებულ ვ-----------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ქართული თარგმანი გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენების თანახმად, 1992 წლის 3 აგვისტოს რუსეთის ფედერაციიდან ქობულეთში ჩავიდა ტურისტული ჯგუფი, რომლის წევრები დაბინავდნენ სამხედრო-საჰაერო ძალების სასტუმროში. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო ვ-----------------, რომელიც სასტუმროს მეხუთე სართულზე მდებარე ნომერში მოთავსდა მ------ რ------სთან ერთად. 1992 წლის 5 აგვისტოს ღამით, მათ ნომერში გაურკვეველი გზით შეაღწია ვიღაც მამაკაცმა, რომელსაც ხელში დიდი დანა ეჭირა. დანის მუქარით ქალებს უბრძანა ხმა არ ამოეღოთ და მიეცათ ფული. პირსახოცი დაჭრა და ნაჭრებით გაკოჭა ორივე ქალი, შემდეგ კი სარბუკოვასთან იძულებით, დანით მოკვლის მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე დანის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას და წავიდა. თავდამსხმელი იყო 1,78 მ. სიმაღლის, ღია ფერის თმით, სახის სწორი ნაკვთებით, ღრმად ჩაჯენილი თვალებით და სწორი წარბებით. ჰგავდა რუსს, ამოცნობა შეუძლია.
6. მოწმის დამატებითი დაკითხვის ოქმის თანახმად, ვ-----------------მ მისთვის წარდგენილი ორი ფოტოდან, ამოიცნო ერთი ფოტო, ახალგაზრდა მამაკაცის გამოსახულებით და მიუთითა, რომ სწორედ ამ პირმა გააუპატიურა და წაართვა 89000 რუსული რუბლი და 20 აშშ დოლარი.
7. მოწმე მ----- რ------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ქართული თარგმანი გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენებაში მ----- რ------მ დაადასტურა სასტუმროს ნომერში, სადაც ცხოვრობდა ვ-----------------სთან ერთად 1992 წლის 5 აგვისტოს ღამეს უცნობი მამაკაცის შეჭრის და მის მიერ ვ-----------------ს გაუპატიურების, ასევე ფულად თანხის წართმევის ფაქტი.
8. მოწმის დამატებითი დაკითხვის ოქმის თანახმად, მ----- რ------მ მისთვის წარდგენილი ორი ფოტოდან, ამოიცნო ერთი ფოტო, ახალგაზრდა მამაკაცის გამოსახულებით და მიუთითა, რომ სწორედ ამ პირმა გააუპატიურა სარბუკოვა და წაართვა თანხა.
9. სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნდა მოწმეების მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენები. აღნიშნული ჩვენებების თანახმად, მოწმეებმა: ი----- კ---------მა, ნ-----–-- ზ-------მ, ს-----–--- ტ----------მ, ე-–--- რ------მ, ა-–--------------–--–------------------------–------------------–-----------------------–--------მა, ე---------------მ, ა-–---------- კ--------------–------------–------მ, ე-–------–--------–-------------------------------------ამ, ე-–--- შ--------- - არაფერი იციან ვ-----------------ს გაუპატიურების და მასზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, არ არიან ფაქტის შემწრე პირდაპირი მოწმეები. მომხდარი შეიტყვეს მხოლოდ მეორე დღეს.
10. 1992 წლის 6 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ზეწარი სისხლისმაგვარი ლაქებით, პერანგი სისხლისმაგვარი ლაქებით და თმებით.
11. აჭარის არ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ქობულეთის ქვეგანყოფილების 1992 წლის 6 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №53 დასკვნის თანახმად, ვ-----------------ს ორივე სხივ-მაჯის საპროექციო არეებში და ორივე კოჭ-წვივის სახრის საპროექციო არეებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღებთები, რომლებიც მიყენებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, მყარი დაკარგვა არ მოჰყოლია.
12. აჭარის არ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ქობულეთის ქვეგანყოფილების 1992 წლის 6 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №54 დასკვნის თანახმად, მ----- რ------ს მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციო არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, რომელიც მიყენებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აღნიშნული დაზიანება მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რომელსაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, მყარი დაკარგვა არ მოჰყოლია.
13. აჭარის არ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს 1992 წლის 14 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ბიოლოგიური გამოკვლევის N12/მ დასკვნის მიხედვით, ვ-----------------ს საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან აღებულ ნაცხში აღმოჩენილია სპერმატოზოიდები. უკანალიდან აღებულ ნაცხში სპერმატოზოიდები არ აღმოჩნდა.
14. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს განსასჯელი კ---------–--ის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
15. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი----- კ---------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სანდო და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
16. საქმის სასამართლო განხილვისას არ დაკითხულა ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი არც ერთი მოწმე, მათ შორის დაზარალებული. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების მიხედვითაც კი, მხოლოდ დაზარალებული ვ----------------- და მოწმე მ------ რ------ ფლობდნენ საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მიუხედავად ბრალდების მხარის მოწმეთა სიმრავლისა, არც ერთმა სხვა მოწმემ არაფერი იცის 1992 წლის 5 აგვისტოს სერბუკოვას და რ------ს სასტუმრო ნომერში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მათი ჩვენებები არაფრისმთქმელია. გარდა აღნიშნულისა, სსსკ-ის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება საფუძვლად არ შეიძლება დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
17. საგულისხმოა, რომ სარბუკოვას და რ------ს დამატებითი დაკითხვის ოქმები, რომლებიც ასევე გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას, თავისი არსით ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებია, თუმცა სხვა საგამოძიებო მოქმედების - დაკითხვის ფორმატში შესრულებული. ამასთან, თავად ის ფოტოები, რომლებზეც ამოიცნეს კ---------–--ი, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
18. სასამართლოსთვის გაურკვეველია რა ბედი ეწია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ზეწარს და პერანგს. მათთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების ან საექსპერტო კვლევების ჩატარების თაბაზე, საქმეში ინფორმაცია არაა წარმოდგენილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სარბუკოვას და რ------ს სხეულზე - სხივ-მაჯის და კოჭ-წვივის სახრის საპროექციო არეებში ფიზიკური დაზიანებების კვალი ნამდვილად აღენიშნებოდათ. სასამართლო-სამედიცინო ბიოლოგი----- გამოკვლევის N12/მ დასკვნის მიხედვით, ვ-----------------ს საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან აღებულ ნაცხში აღმოჩენდა სპერმატოზოიდები, თუმცა ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა საკითხი გაუპატიურებისთვის დამახასიათებელი ძალადობის კვალის არსებობის თაობაზე და შესაბამისად, კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვან აღნიშნულ გარემოებაზე არც დასკვნაშია საუბარი.
19. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია უხარისხოდ, გამოძიების მიერ არ არის შესწავლილი საქმისათვის უმნიშვნელოვანესი გარემოებები და არ არის მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დროც, საშუალებაც და ყველანაირი რესურსი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების საწარმოებლად.
20. ყველა მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ი----- კ---------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. ნაცვლად დამაჯერებლობისა, მტკიცებულებებში ასახული გარემოებები იწვევენ მხოლოდ გაურკვევლობასა და ეჭვს, რაც არ არის საკმარისი ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით განსასჯელმა კ---------–--მა ჩაიდინა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.
21. სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
22. სსსკ-ის 10-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასება:
23. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი----- კ---------–--ის მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებებში ი----- კ---------–--ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 502-ე, 504-ე, 510-512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
განსასჯელი: ი----- ბ------ის ძე კ---------–--ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის მოქმედი რედაქციით) და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ი----- კ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდეს.
გამართლებულ ი----- კ---------–--ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი