გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2018
საქმის ნომერი
210310016001529073
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310016001529073

საქმე №3/146-16წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16.01.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი

 

მოსარჩელე დ----- მ---–----–-–---–ი

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო

წარმომადგენელი თ-------–-------–--ლი, ზ------------–-ძე

მესამე პირები: გუ----და ბ----–--ე-დ-----კი, მ-----– მ---–----–-–---–ი, ნ---- მ---–----–-–---–ი, ლ---ა გ-------–-–---–ი, გ------ი მ---–----–-–---–ი, ი----- მ-------–--ლი.

 

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს 2016 წლის 22 ივლისის უკანონო მფლობელობის გამოსახლების/ გამოყვანის შესახებ N1831188 შეტყობინება.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N455 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთი პოლიციის დეპარატამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს წარმომადგენლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 11 ივლისს მოქალაქე გუ----და ბ----–--ე-დ-----კის წარმომადგენელმა გ---–- ბ----–--ემ განცხადებით მიმართა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა თავის მარწმუნებლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლება, უფლებამოსილი პირის მიერ გატარდა კანონისა და „საცხოვრებლი სახლიდან/ ბინიდან/ ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შს მინისტრის 2016 წლის 1 მარტის N75 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურები და 2016 წლის 22 ივლისს, საქართველოს სს მინისტრის 01 მარტის N75 ბრძანების მეხუთე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული იქნა შეტყობინება საცხოვრებელი სახლიდან/ ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების გამოყვანის თაობაზე N183118 შეტყობინება. აღნიშნული წესის მეხუთე მუხლში მითითებულია, რომ უკანონო მფლობელმა 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეწყვიტოს უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების ფლობა და გაიტანოს საკუთარი მოძრავი ნივთები, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ განხორცილდება საცხოვრებელი სახლიდან /ბინიდან/ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებები მოპასუხე მხარეს მიაჩნია რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული N1831188 შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ არ დარღვეულა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების სახე, სამინისტრომ ერთი თვის ვადაში განიხილა დ----- მ---–----–-–---–ის საჩივარი, საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული იქნა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გარემოებები და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობის საფუძვლები ასევე არ არსებობს.

 

2.2 მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ 2016 წლის 11 ივლისს სადაო ბის მესაკუთრემ (წარმომადგენელმა) გ---–- ბ----–--ემ მიმართა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა თავის მარწმუნებლის მართლზომიერ მფლობელობაში (საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მფლობელი დ----- მ---–----–-–---–ის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება/გამოყვანა, მესაკუთრის ვინაობის დაზუსტების მიზნით პოლიციის უფლებამოსილმა სამმართველომ წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის 2016 წლის 13 ივლისის N1739630 პასუხითაც დასტურდება მოქალაქე გუ----და ბ----–--ე-დ-----კის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. აღნიშნულმა სამმართველომ ასევე მოიძია ინფორმაცია გამოძიების მწარმოებელი ორგანოსგან, საიდანაც ეცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით დანაშაულის ჩადენის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და დ----- მ---–----–-–---–ის მიმართ ბრალის წაყენების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული იქნა სავარაუდო უკანონო მფლობელის გამოსახლების შესახებ N1831188 შეტყობინება და შესაბამისას დაიწყო სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოსარჩელის მითითება, რომ გასაჩივრებული აქტები (2016 წლის 22 ივლისს გამოცემული უკანონო მფლობელის გამოსახლება/გამოყვანის შესახებ N1831188 შეტყობინება და შსს-ს 2016 წლის 16 აგვისტოს N455 ბრძანება) არის უკანონო, უსაფუძვლო რადგან პოლიციის მიერ სადაო ქონების მესაკუთრის და იმ ფაქტის დაზუსტების შემდეგ რომ დ. მ---–----–-–---–ს წარდგენილი ჰქონდა ბრალი სსკ-ის 160-ემუხლით, გამოსცა გამოსახლების/გამოყვანის შესახებ N1831188 შეტყობინება, რომელიც მ---–----–-–---–ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით სქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიკვლია მასალები და ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა კანონმდელობის შესაბამისად, შედეგად არ დააკმაყოფილა საჩივარი, ვინაიდან არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ სამინისტრომ არ გამოიკვლია სადაო ბინაში მცხოვრები პირების სახლში ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლები და თითქოს ასეთი თანხმობა სახლის მესაკუთრისგან ჰქონდათ მიღებული(მათ შორის ხელშეკრულებით) არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.3 მესამე პირის გუ----და ბ----–--ე-დ-----კის წარმომადგენელმა გ---–- ბ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ აღმასრულებლის მიერ დანიშნულ აუქციონზე 2013 წლის დეკემბრის თვეში შეიძინა სადავო საცხოვრებელი სახლი მისი ქალიშვილისთვის გუ----და ბ----–--ე-დ-----კისთვის, რომელი ცხოვრობს საზღვარგარეთ და მისი უცხოელი მეუღლის ინტერესებში შედიოდა სოფლის სახლი, რადგან სურს საკუთარი მეურნეობა ჰქონდეს საქართველოში. აუქციონზე შესყიდული სახლი აღმოჩნდა ფიზიკური პირების მ---–----–-–---–ების, რომლებსაც მამის ვალში გაუყიდეს სამკვიდრო მასაში შემავალი საცხოვრებელი სახლი, თუმცა მათთვის აღნიშნული ფაქტი თავიდანვე იყო ცნობილი დაადგინა აღმასრულებლისგან, როდესაც მივიდა მისი ნაყიდი სახლის დასაკავებლად მ---–----–-–---–ების ოჯახმა გამოაცხადა, რომ მათთვის დაეთმო ეს სახლი, სადაც თვითონ ცხოვრობდნენ და უფრო მაღალ ფასს გადაუხდიდნენ, შეთანხმდნენ თანხაზე და შეთანხმება წერილობით გააფორმეს, მაგრამ შეთანხმება არ შესრულდა, რის გამოც მიმართა საგარეჯოს პოლიციას და მოითხოვა მათი სახლიდან გამოსახლება. საგარეჯოს პოლიციამ 2015 წლის 28 იანვარს ჩანიშნა მათი გამოსახლება, მაგრამ მ---–----–-–---–ების ოჯახსა და გ---–- ბ----–--ეს მ---–----–-–---–ის თხოვნიდან გამომდინარე, რომ სახლი მიეყიდა მათთვის, გაფორმდა შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გ---–- ბ----–--ე 16500 აშშ დოლარად დაუთმობდა სახლს, აიღო ე.წ. ბე 4000 აშშ დოლარის ოდენობით და დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადათ გარკვეულ ვადაში და შემდგომ მოხდებოდა სახლის მათზე გადაფორმება. მ---–----–-–---–ებმა კიდევ მოუტანეს 2500 აშშ დოლარი და დაუწერეს ხელწერილი, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ ის რომ თუ დარჩენილ 9500 აშშ დოლარს არ გადაუხდიდნენ, რაც გადაუხადეს ის თანხა დაკარგულად ჩაითვლებოდა, არ დაუბრუნდებოდათ მათ ეს თანხა, ამასთან ბინაში ვერც იმ დროს და ვერც მომავალში ვერანაირი სტატუსით ვერ შევიდოდნენ და მათთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდა. 2016 წლის 06 მაისს, როცა მივიდა გ---–- ბ----–--ე მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში საგარეჯოს რაიონი სოფელ კა------ში, სახლი დახვდა გატეხილი მ---–----–-–---–ების მიერ ასევე დაზიანებული დამტვრეული შესასვლელი ეზოს კარი, საკეტი. შეტანილი ჰქონდა მათი კუთვნილი ნივთები და ცხოვრობდნენ სახლში, შემდეგ როგორც გაიგო ეს დიდი ხანი გრძელდებოდა. მ---–----–-–---–ის ოჯახის უკანონო მოქმედებამ გამოიწვია მისი საკუთრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, მიაყენა მესამე პირს ქონებრივი და მატერიალური ზიანი, მიაჩნია რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არ უნდა გაუქმდეს.

 

მესამე პირებს მ-----– მ---–----–-–---–ს, ნ---- მ---–----–-–---–ს, ლ---ა გ-------–-–---–ს, გ------ი მ---–----–-–---–ს, ი----- მ-------–--ლს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2016 წლის 11 ივლისს, გ---–- ბ----–--ემ განცხადებით მიმართა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს და ითხოვა მ---–----–-–---–ების ოჯახის გამოსახლება მისი საკუთრებიდან და სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მის საკუთრებაში არსებული სახლის მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ში (ს/კ 55.07.67.0--) ჩაბარება.

 

2016 წლის 11 ივლისს, გ---–- ბ----–--ემ განცხადება საჩივრით მიმართვა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, საქართველოს მთავარ პროკურორს და ითხოვა საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დ----- მ---–----–-–---–ის მიმართ, დაზარალებულად ცნობა, ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგა მ---–----–-–---–ების ოჯახისგან, და ითხოვა მისი კანონიერი უფლებების დაცვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- 2016 წლის 11 ივლისის განმეორებითი განცხადება

- 2016 წლის 11 ივლისის განცხადება-საჩივარი

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული იქნა შეტყობინება N1831188 უკანონო მფლობელის გამოსახლება/გამოყვანის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- 2016 წლის 22 ივლისის შეტყობინება N1831188 ს.ფ 27-28

 

3.1.3 2016 წლის 25 ივლისს, დ----- მ---–----–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს 2016 წლის 22 ივლისის N1831188 შეტყობინების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 16 აგვისტოს N455 ბრძანებით დ----- მ---–----–-–---–ის 2016 წლის 25 ივლისის N1848732 ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული უკანონო მფლობელის გამოსახლების/გამოყვანის შესახებ N1831188 შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 16 აგვისტოს N455 ბრძანება; ს.ფ 14-19;

 

3.1.4. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1171,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N01 საცხოვრებელი განაშენების ფართი:237,83 კვ.მ.N02 დამხმარე -54,21 კვ.მ. N03 დამხმარე _ 61,82 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება NA----------------, დამოწმების თარიღი 23.12.2013 წ. კახეთის სააღსრულებო ბიურო. მესაკუთრედ მითითებულია გუ----და ბ----–--ე-დ-----კ, საკადასტრო კოდი:55.07.67.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 18.11.2014 წელი); ს.ფ 58-60

- საკადასტრო გეგმა;

 

3.1.5. საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 23 დეკემბრის NA---------------- განკარგულებით დგინდება რომ თ--------ზ ს---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ი - 55.07.67.0-- მესაკუთრე 2013 წლის 12 დეკემბერს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გუ----და ბ----–--ე-დ-----კი, გუ----და ბ----–--ე-დ-----კმა უძრავი ქონება შეიძინა 11500 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

_. საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 23 დეკემბრის NA---------------- განკარგულება

 

3.1.5 დადგენილია, რომ სადაო საცხოვრებელი სახლი იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისებამდე ეკუთვნოდა დ----- მ---–----–-–---–ს და მის ოჯახს, მათ მესაკუთრეს შესთავაზეს აუქციონზე გადახდილ თანხაზე მეტი და სთხოვეს ბინის მათთვის დათმობა, მესაკუთრე გუ----და ბ----–--ე-დ-----კის წარმომადგენელი გ---–- ბ----–--ე დათანხმდათ აღნიშნულზე, თუმცა მ---–----–-–---–ების ოჯახმა აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადა, რის გამოც მესაკუთრემ მიმართა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა მათი გამოსახლება.

 

2015 წლის 28 იანვრის საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმიდან N195519 დგინდება, რომ გუ----და ბ----–--ე-დ-----კის კუთვნილი უძრავი ნივთი გამოთავისუფლებული იქნა დ----- მ---–----–-–---–ის კუთვნილი მოძრავი ნივთებისგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

-2015 წლის 28 იანვრის საკუთრებაში არსებული უძრავ ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმი N195519 ს.ფ 66

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.6 2015 წლის 13 თებერვალს დ----- მ---–----–-–---–ს, მ-----– მგლობლიშვილს, გ------ი მ---–----–-–---–სა და გუ----და ბ----–--ე-დ-----კის წარმომადგენელ გ---–- ბ----–--ეს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმება წინარე ხელშეკრულება ბინის ნასყიდობაზე სოფელ კა------ში და ბეის სახით თანხის გადახდის ხელშეკრულება. მხარეთა ახსნა განმარტებებით ასევე დადგენილია რომ დ----- მ---–----–-–---–ის მხრიდან ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მთლ---ი თანხა არ გადახდილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

_2015 წლის 13 თებერვალის ურთიერთშეთანხმების წინარე ხელშეკრულება ბინის ნასყიდობაზე სოფელ კა------ში და ბეის სახით თანხის გადახდის შესახებ ს.ფ 24-26;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.7 2016 წლის 04 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დგინდება, რომ დ----- მ---–----–-–---–მა ჩაიდინა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას. კერძოდ, დგინდება, რომ 2016 წლის იანვრის თვეში, დ----- მ---–----–-–---–ი მფლობელის ნების საწინაღმდეგოდ უკანონოდ შევიდა საგარეჯოს რაიონი სოფელ კა------ში მდებარე გ---–- ბ----–--ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და ამ დრომდე ოჯახთან ერთად უკანონოდ აგრძელებდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ყოფნას, რითიც მან დაარღვია ზემოხსნებული საცხოვრებელი სახლი ხელშეუხებლობა, ამდენად დადგენილია რომ დ----- მ---–----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ----- მ---–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

_დადგენილება პირის ბრალდების შესახებ (04.07.2016წ)

-სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი (საქმე N1/189-16)

 

3.1.8 დადგენილია რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ნივთის მესაკუთრის შესახებ და ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება გუ----და ბ----–--ე-დ-----კის უძრავი ნივთის ხელყოფის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

-შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაუიონული სამმართველოს 2016 წლის 13 ივლისის წერილი N1739630;

--შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაუიონული სამამღტველოს 2016 წლის 13 ივლისის წერილი NMIA 01601739981

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გ---–-სხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 23 დეკემბრის NA---------------- განკარგულებიდან გამომდინარე თ--------ზ ს---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ი - 55.07.67.0-- მესაკუთრე 2013 წლის 12 დეკემბერს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გუ----და ბ----–--ე-დ-----კი, გუ----და ბ----–--ე-დ-----კმა უძრავი ქონება შეიძინა 11500 ლარად. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ი, საკადასტრო კოდი:55.07.67.0-- წარმოადგენს გუ----და ბ----–--ე-დ-----კის საკუთრებას. დადგენილია, რომ სადაო საცხოვრებელი სახლი იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისებამდე ეკუთნოდა დ----- მ---–----–-–---–ს და მის ოჯახს, მათ მესაკუთრეს შესთავაზეს აუქციონზე გადახდილ თანხაზე მეტი და სთხოვეს ბინის მათთვის დათმობა, მესაკუთრე გუ----და ბ----–--ე-დ-----კის წარმომადგენელი გ---–- ბ----–--ე დათანხმდათ აღნიშნულზე, თუმცა მ---–----–-–---–ების ოჯახმა აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადა, რის გამოც მესაკუთრემ მიმართა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა მათი გამოსახლება. 2015 წლის 28 იანვარს განხორციელდა მათი გამოსახლება კანონის შესაბამისად.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 13 თებერვალს დ----- მ---–----–-–---–ს, მ-----– მ---–----–-–---–ს, გ------ი მ---–----–-–---–სა და გუ----და ბ----–--ე-დ-----კის წარმომადგენელ გ---–- ბ----–--ეს შორის გაფორმდა სადავო ბინაზე წინარე ნასყიდობისა და ბეს სახით თანხის გადახდის ხელშეკრულება. ამასთან დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი სრული თანხა ვერ იქნა გადახდილი დ----- მ---–----–-–---–ს, მ-----– მ---–----–-–---–ს, გ------ი მ---–----–-–---–ს მიერ. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გადახდილი და მიუღებელ თანხასთან გამომდინარე დავა განეკუთვნება სამოქალაქო სასამართლოს განსჯად საკითხს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ს/კ 55.07.67.0-- უძრავ ქონებაზე რომელიც რეგისტრირებულია გუ----და ბ----–--ე-დ-----კზე რაიმე ვალდებულება რეგისტრირებული არ არის.

 

2016 წლის 04 ივლისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დგინდება, რომ დ----- მ---–----–-–---–მა ჩაიდინა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას. კერძოდ, დგინდება, რომ 2016 წლის იანვრის თვეში, დ----- მ---–----–-–---–ი მფლობელის ნების საწინაღმდეგოდ უკანონოდ შევიდა საგარეჯოს რაიონი სოფელ კა------ში მდებარე გ---–- ბ----–--ის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და ამ დრომდე ოჯახთან ერთად უკანონოდ აგრძელებდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ყოფნას, რითიც მან დაარღვია ზემოხსნებული საცხოვრებელი სახლი ხელშეუხებლობა, ამდენად დადგენილია რომ დ----- მ---–----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ----- მ---–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს, გ---–- ბ----–--ემ განცხადებით მიმართა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს და ითხოვა მ---–----–-–---–ების ოჯახის გამოსახლება მისი საკუთრებიდან და სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მის საკუთრებაში არსებული სახლის მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ში (ს/კ 55.07.67.0--) ჩაბარება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ნივთის მესაკუთრის შესახებ და ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება გუ----და ბ----–--ე-დ-----კის უძრავი ნივთის ხელყოფის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N169267 წერილით დასტურდება, რომ გუ----და ბ----–--ე-დ-----კის საკუთრებას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული იქნა შეტყობინება N1831188 უკანონო მფლობელის გამოსახლება/გამოყვანის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება გასაჩივრებული იქნა დ----- მ---–----–-–---–ის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 16 აგვისტოს N455 ბრძანებით დ----- მ---–----–-–---–ის 2016 წლის 25 ივლისის N1848732 ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული უკანონო მფლობელის გამოსახლების/გამოყვანის შესახებ N1831188 შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლ---ობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 01 მარტის ბრძანება N75 „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 01 მარტის ბრძანებასთან N75 „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 01 მარტის ბრძანება N75 „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესსა და პროცედურებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 01 მარტის ბრძანება N75 „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სახლის/ბინის ან/და სხვა მფლობელობის მართლზომიერი მფლობელობის უფლების დაცვა ხორციელდება განცხადების საფუძველზე. მართლზომიერმა მფლობელმა (წარმომადგენელი) განცხადება უნდა წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის განთავსებული თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონება.

 

6.4 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 01 მარტის ბრძანება N75 „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ მეოთხე მუხლის თანახმად 1. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს განცხადების მიღებას და რეგისტრაციას. მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელს ეცნობება განცხადების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი. 2. განცხადების რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უფლებამოსილი პირი ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და მასთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობებს წერილობით პასუხს. უფლებამოსილი პირი ამოწმებს განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას და მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოფს გამოძიების დაწყებას. 3. თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გამოითხოვოს: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) დასაბუთებული ვარაუდის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დადგენილება ან გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ); გ) საჯარო რეესტრიდან ან/და შესაბამისი ორგანოდან ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება განმცხადებლის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. 4. ადმინისტრაციული წარმოების ვადა ჩერდება სხვა პირისგან, დაწესებულებისგან ან ორგანიზაციისგან სათანადო ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიღებამდე. 5. საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების განხორციელება. 6. უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის შესახებ შეტყობინება უნდა გამოიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

 

6.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 01 მარტის ბრძანება N75 „საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეტყობინება დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი გადაეცემა უკანონო მფლობელს ან მასთან მყოფ სრულწლოვან პირს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან. შეტყობინების ჩაბარება დასტურდება უფლებამოსილი პირის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მაშინაც, თუ უკანონო მფლობელმა ან მასთან მყოფმა პირმა უარი განაცხადა მის მიღებაზე ან ხელმოწერაზე. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი/აღნიშვნა. შეტყობინება ძალაში შედის ასევე უკანონო მფლობელთან მყოფ სხვა პირთა მიმართაც.

 

6.6 დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ივლისს, გ---–- ბ----–--ემ განცხადებით მიმართა შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოს და ითხოვა მ---–----–-–---–ების ოჯახის გამოსახლება მისი საკუთრებიდან და სრულად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მის საკუთრებაში არსებული სახლის მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ში (ს/კ 55.07.67.0--) ჩაბარება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავი ნივთის მესაკუთრის შესახებ და ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება გუ----და ბ----–--ე-დ-----კის უძრავი ნივთის ხელყოფის თაობაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის N169267 წერილით დასტურდება, რომ გუ----და ბ----–--ე-დ-----კის საკუთრებას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონება, აღნიშნული ასევე დასტურდება საქართველოს იუსტიცის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 23 დეკემბრის NA---------------- განკარგულებიდან გამომდინარე თ--------ზ ს---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ი - 55.07.67.0-- მესაკუთრე 2013 წლის 12 დეკემბერს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გუ----და ბ----–--ე-დ-----კი, გუ----და ბ----–--ე-დ-----კმა უძრავი ქონება შეიძინა 11500 ლარად. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი კა------ი, საკადასტრო კოდი:55.07.67.0-- წარმოადგენს გუ----და ბ----–--ე-დ-----კის საკუთრებას.

 

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 04 ივლისს დ----- მ---–----–-–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ----- მ---–----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული იქნა შეტყობინება N1831188 უკანონო მფლობელის გამოსახლება/გამოყვანის შესახებ. რომელიც ჩაბარდა დ----- მ---–----–-–---–ს და ჩაბარებულად ჩაეთვალა მასთან მყოფ სხვა პირებსაც. აღნიშნული შეტყობინების გამოცემით არ დარღვეულა კანონი და ადმინისტრაციული წარმოებაც ჩატარდა კანონის სრული დაცვით, ვინაიდან უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა გუ----და ბ----–--ე-დ-----კი, ხოლო დ----- მ---–----–-–---–ს 2016 წლის 04 ივლისს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით წარდგენილი ქონდა ბრალდება რომ მან ჩაიდინა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, ე.ი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას.

 

აღნიშნული შეტყობინება გასაჩივრებული იქნა დ----- მ---–----–-–---–ის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 16 აგვისტოს N455 ბრძანებით დ----- მ---–----–-–---–ის 2016 წლის 25 ივლისის N1848732 ადმინისტრაციული საჩივარი სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2016 წლის 22 ივლისს გამოცემული უკანონო მფლობელის გამოსახლების/გამოყვანის შესახებ N1831188 შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის საფუძველზე, დაადგინა რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელ მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ბათილად უნდა იქნეს იმ საფუძვლით, რომ არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია თანმხლები პირების საცხოვრებელ სახლში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან სასამართლო საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დ----- მ---–----–-–---–მა და შესაბამისად საქმეში ჩართულ მესამე პირებმა მ-----– მ---–----–-–---–მა, ნ---- მ---–----–-–---–მა, ლ---ა გ-------–-–---–მა, გ------ი მ---–----–-–---–მა და ი----- მ-------–--ლმა ვერ წარმოადგინეს ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით აღნიშნული ვერ დადასტურდება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ უძრავი ქონები ს/კ 55.07.67.0-- მესაკუთრეს წარმოადგენს გუ----და ბ----–--ე-დ-----კი და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არანაირი ვალდებულება არ არის რეგისტრირებული.

 

6.8 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის დროს ვერ იქნა დადასტურებული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შესწავლისას, ასევე მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ასევე აღნიშნული არ დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.

 

6.9 სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.10 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით და სრულ შესაბამისობაშია გამოცემის დროს მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, მე-12, 22, 32-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით, ’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დ----- მ---–----–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი