განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002291423
№1/41-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - თე----- ყი--–--ის
ადვოკატ - ლალი ჩა---–-–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030020118003)
ბრალდებული: თე----- ყი--–--ე
მამის სახელი: გ--
დაბადებული: 19---–-–-------------
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ლა------ი.
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ლა------ი.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: თე----- ყი--–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:15 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლა------ში, თე----- ყი--–--ემ, არასრულწლოვანი შვილების, გი------ ყი--–--ის და მა----- ყი--–--ის თანდასწრებით, სახის არეში ხელი დაარტყა ცოლს - მა-- კო---–---–ს, რომელსაც ასევე მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
თე----- ყი--–--ე 2018 წლის 3 იანვარს 00:10 საათზე დააკავეს და 2018 წლის 4 იანვარს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლა------ში, თე----- ყი--–--ემ, არასრულწლოვანი შვილების, გი------ ყი--–--ის და მა----- ყი--–--ის თანდასწრებით, სახის არეში ხელი დაარტყა ცოლს - მა-- კო---–---–ს, რომელსაც ასევე მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მა-- კო---–---–ის, დაზარალებულ გი------ ყი--–--ის და მა----- ყი--–--ის ჩვენებებით, მოწმე ხა---- წყ--–----–---–ის ჩვენებით, თავად ბრალდებულ თე----- ყი--–--ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე----- ყი--–--ემ სახის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - მა-- კო---–---–ს, რომელსაც ასევე მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - დაზარალებულ მა-- კო---–---–ის, დაზარალებულ გი------ ყი--–--ის და მა----- ყი--–--ის ჩვენებებით, მოწმე ხა---- წყ--–----–---–ის ჩვენებით, თავად ბრალდებულ თე----- ყი--–--ის ჩვენებებით, დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე----- ყი--–--ემ არასრულწლოვანი შვილების, გი------ ყი--–--ის და მა----- ყი--–--ის თანდასწრებით, სახის არეში ხელი, ხოლო თავში - ტელეფონი ჩაარტყა ცოლს, მა-- კო---–---–ს.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თე----- ყი--–--ემ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თე----- ყი--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
თე----- ყი--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თე----- ყი--–--ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. თე----- ყი--–--ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით.
2. ბრალდებულ თე----- ყი--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო გ-- ყი--–--ის (პირადი N4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი ჭიკაანი, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 5452.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------), რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5452 (ხუთი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს. ვინაიდან ბრალდებულს არ დაურღვევია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობები, აღნიშნული ქონება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თე----- ყი--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბრალდებულ თე----- ყი--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გ-- ყი--–--ის (პირადი N4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების (სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი ჭიკაანი, საკადასტრო კოდი 5-----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 5452.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 5-----------), რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5452 (ხუთი ათას ოთხას ორმოცდათორმეტი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
თე----- ყი--–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 3 იანვრის 00:10 საათიდან 2018 წლის 5 იანვრის ჩათვლით.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი