განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2018
საქმის ნომერი
120100118002267544
დავის ტიპი
118 1
თარიღი
22.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/031-18w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

22 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ო---------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ----–-----–--–---–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ----------ს მუნიციპალიტეტი, დაბა წ--------, თ---------–-----------–ში.

 

ადვოკატი - მ--------------–---

 

ადვოკატი - ნ------------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

· 2017 წლის 0--------------, დაახლოებით 10:00 საათზე, ბ----------ს რაიონის დაბა წ-------–-, გ-------–------------ს სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ვ------------–-–---–ს, კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად შემოარტყა, მარცხენა მხარის სახის არეში და ძალის გამოყენებით შეიყვანა გ-------–------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ პირუტყვის სადგომში, სადაც მარჯვენა ფეხი სამჯერ ჩაარტყა მარცხენა მხარეს ფერდში, ასევე მძლავრად ჩაარტყა თავის არეში და გაუტეხა თავი, რითაც ვ------------–-–---–მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ვ----–-----–--–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ვ----–-----–--–---–-ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულ ვ------------–-–---–ის ჩვენებებს, მოწმეების - გ-------------------ს, შ--–------------–-ს, მა-------------ის, გ----------–--ის, თ--------–-–---–-ს და გ-------–------------ს ჩვენებებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილას დათვალიერების ოქმის, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ვ----–-----–--–---–-ს მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ვ----–-----–--–---–ს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულ ვ------------–-–---–ის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით, რაც განახორციელა კიდევაც. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლომ საქმეში არსებული ურთიერთანხვედრი მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ვ----–-----–--–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117ე, მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ----–-----–--–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ვ----–-----–--–---–ს უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვა---– ჯა-–--–---–ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და ეს სასჯელი უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ----–-----–--–---–- (პირადი №1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი;

 

2. ვ----–-----–--–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ვ----–-----–--–---–-ს (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ 6-.2-.0-.0--;

 

3. დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით; მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი