გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.02.2018
საქმის ნომერი
120310017002200252
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
23.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2200252-3/198-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23 თებერვალი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

მოსარჩელე: სსიპ ს--–---–--------------------------------- სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: დ--------------ე

მოპასუხე: მ--------------ე (მონაწილეობის გარეშე)

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე მ---------------ს დაევალოს ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების სახით გაცემული თანხის (საარსებო შემწეობა)- 320 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარჩელის თანახმად, მ--------------ის ოჯახი 2017 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ღებულობდა საარსებო შემწეობას. მ--------------ის ოჯახის წევრებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი, რის შესახებაც არ აცნობეს სააგენტოს და ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია ერთიან ბაზაში. მ--------------ეზე 2017 წლის აპრილის თვეში ზედმეტად გაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 320 ლარი, რისი დაბრუნების ვალდებულებაც ეკისრება მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოპასუხის ოჯახს 2016 წლის ნოემბრიდან დაენიშნა სოციალური დახმარება 6 წევრზე (მ--------------ე, გ-----------------ე, გ------–-----------ე, ზ--------------ე, გ-----------------ე, ნ-----–--------------ე), მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 94230-ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 16).

- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 17-24).

 

3.1.2 მ--------------ის ოჯახი 2017 წლის 1 აპრილამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ღებულობდა საარსებო შემწეობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 16).

- სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მ/შ 2017 წლის 19 მაისის N0------- წერილი (ს.ფ. 25-28).

 

3.1.3. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მ--------------ის ოჯახის წევრს (ზ--------------ეს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი, რაც სააგენტოსთვის არ უცნობებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მ/შ 2017 წლის 19 მაისის N0------- წერილი (ს.ფ. 25-28).

- - ს-------–------------------–---–---------------------------------–-------- უფროსის წერილები (ს.ფ. 30-34).

 

3.1.4. მ--------------ის ოჯახის მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 320 ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც მოპასუხე მხარის მიერ ნებაყოფლობით არ განხორციელებულა მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-------–------------------–---–---------------------------------–-------- უფროსის წერილები (ს.ფ. 30-34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მოსარჩელე მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოპასუხემ მიიღო საარსებო შემწეობის თანხა, რაც მას არ ეკუთვნოდა, ამასთან, მოპასუხე ვალდებული იყო, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ეცნობებინა სააგენტოსათვის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N 145-ე დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის შესახებ; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

როგორც აღინიშნა, მ--------------ის ოჯახს 2016 წლის მაისიდან დაენიშნა სოციალური დახმარება.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

დადგენილია, რომ მ--------------ის ოჯახის წევრი დასაქმდა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არაფერი უცნობებია.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის ამ წესის მიზნებისათვის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინა სამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სსიპ ,,ს--–---–---------------------------------" კ----- რაიონული განყოფილებისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

 

მოპასუხის ოჯახისათვის ზედმეტად გამოყოფილი სოციალური დახმარება შეადგენს 320 ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხის ოჯახმა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 320 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მ--------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ს--–---–--------------------------------- სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე მ--------------ეს (პ/ნ4---------1) დაევალოს ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის 320 (სამასოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.

 

3. მოპასუხე მ--------------ეს (პ/ნ4---------1) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გია ბერაია