განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100118002261940
N1/17-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
23 თებერვალი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ი--------------ე
ბრალდებული: ა-–---- ჭ-------–ი
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ--------–ი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ--------–ი
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი - „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ„ საქართველოს კანონის N2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის შემოდგომაზე, ა-–---- ჭ-------–მა თელავის რაიონის სოფელ კ--------–ის ბოლოს, მდინარე ა-–----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შიიძინა ნარკოტიკული საშიუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.
2. 2017 წლის 08 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მდებარე ა-–---- ჭ-------–ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათვასოების ჩხრეკისას, შსს თ--–---------------–--------------–--ს თანამშრომლებმა ამოიღეს მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რაც ქიმიური ექსპერტიზის N2----- დასკვნით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ საერთო წონით 24,72 გრამს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების შ--–---–--–----–-–---–ის, ნ--------------–ის, ჯ---------–---–ის ჩვენებებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-–---- ჭ-------–მა ჩაიდინა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ„ საქართველოს კანონის N2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5. სასამართლოს ბრალდებულ ა-–---- ჭ-------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.
6. ა-–---- ჭ-------–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ ნასამართლევია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ა-–---- ჭ-------–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
9. ა-–---- ჭ-------–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220(ორას ოცი) საათი.
10. ა-–---- ჭ-------–ს ''ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
11. ა-–---- ჭ-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
12. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ 24,02 გრამი, რაც ინახება ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური