განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2018
საქმის ნომერი
240100117002133225
დავის ტიპი
109 3 ე
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100117002133225 №1/102

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20.02.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლ------------

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული: ე---–------------

დაბადებული: 01.01.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლობა: მქონე

მცხოვრები: სენაკის რაიონი, სოფელი ზ---

 

ადვოკატი - დ-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2008 წლის 06 თებერვლის, სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19.109-ე მუხლის ,,გ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) ნასამართლევი ე---–------------, 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მივიდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---ში მცხოვრებ ფ--–--------------ას საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან და უხმო ამ უკანასკნელს მათ შორის არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით. ფ--–--------------ა მივიდა თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის გარეთ მყოფ ე---–------------სთან, რა დროსაც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის გამოც ე---–------------მ შუბლ-საფეთქლის არეში განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა ფ--–--------------ას, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად ფ--–--------------ა გარდაიცვალა 2017 წლის 15 ივლისს.

 

2. ბრალდებულმა ე---–------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ე---–------------ს მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა:

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის (გარდა სს კოდექსის 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობისა)

 

3. 2017 წლის 04 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ.ბ-----მ მიუთითა შემთხვევის ადგილი, სადაც მისი განმარტებით, ე---–------------მ სხეულის დაზიანება მიაყენა მის შვილს ფ--–--------------ას. შემთხვევის ადგილი ფოტოილუსტრირებულია.

 

4. 2017 წლის 21 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე---–------------.

 

5. 2017 წლის 21 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ე---–------------მ მიუთითა ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2017 წლის 28 ივნისს ფ--–--------------ასთან დაპირისპირების დროს მას ჰქონდა დანა, რომელიც მან მას შემდეგ რაც აღნიშნული დანით დაზიანება მიაყენა ფ--–--------------ას, იმავე საღამოს გადააგდო მითითებულ ბუჩქნარში. ექსპერიმენტის ადგილი ფოტოილუსტრირებულია.

 

6. 2017 წლის 21 ივლისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ე---–------------მ მიუთითა ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2017 წლის 28 ივნისს ფ--–--------------ასთან დაპირისპირების დროს, დანით დაზიანება მიაყენა ფ--–--------------ას, მან აღნიშნული დანა გადატეხა და გადააგდო მოცემულ ტერიტორიაზე. ასევე მიუთითა ის ადგილი სადაც იდგა დანის გადაგდების დროს. დათვალიერების ადგილი ფოტოილუსტრირებულია.

 

7. 2017 წლის 26 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,არქიმედეს კლინიკიდან’’ ამოღებული იქნა 2017 წლის 30 ივნისს ფ--–--------------ას მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტები.

 

8. 2017 წლის 28 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალიდან ამოღებული იქნა 2017 წლის 01 ივლისს შეყვანილი ფ--–--------------ას მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტები.

 

9. 2017 წლის 14 სექტემბრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ე---–------------ს ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ მოშავო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ფ--–--------------ას შორტის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ფ--–--------------ას შორტზე აღმოჩენილ ღია ლურჯი და მოცისფრო ფერის არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს და ე---–------------ს ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

 

10. 2017 წლის 19 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში, წარწერით ,,ე---–------------სგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი’’ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N1, 2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--------------ას (ობ N7 პაკეტი, წარწერით ,,ფ--–--------------ას სისხლის ნიმუში). პაკეტში წარწერით ,,შორტი, ზეწარი, პლედი’’ მოთავსებულ მოკლე შარვალსა და გადასაფარებელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N3, 4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--------------ას (ობ N7).

 

11. 2017 წლის 28 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ფ--–--------------ას სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება-დარბილებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი’’ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6----ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N3---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 28.07.2017 წ)) - მონაცემების თანახმად ფ--–--------------ას ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 15.07.17 წ 18:00 საათზე. გვამი გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. ფ--–--------------ას გვამზე აღენიშნებოდა შემდეგი სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოში მარცხნივ, ქალას რბილი საფარის ქსოვილში, მაგარ გარსზე, რბილ გარსებში და ნივთიერებაში, თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება-დარბილებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. სამედიცინო დოკუმენტაციით და ექიმ-ნეიროქირურგის დაკითხვის ოქმით: ჭრილობა მარცხენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში. თავის ქალის სარქველზე ფრაგმენტული მოტეხილობა და შემდგომ სარქველის ქვეშ თავის ტვინის მაგარი გარსის დაზიანება სწორი კიდეებით. დაზიანების კერა ტვინზე, რომელიც არის ტვინის დაზიანების არხის დასაწყისი. ქალა-სარქველის-მარცხენა საფეთქლის ძვლის ფრაგმენტული იმპრესიული მოტეხილობა-განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ფ--–--------------ას გვამზე აღენიშნებოდა ქირურგიული ოპერაციების: მარცხენამხრივი დეკომპრესიული ტრეპანაციის, ინტრაცერებრული ჰემატომის ევაკუაციის, ძვლის მოტეხილი ფრაგმენტების ამოღების (12.07.17წ) და ტრაქეოსტომიის (11.07.17წ) შემდგომი მდგომარეობები. სამედიცინო მანიპულაციების-მარჯვენამხრივი ლავიწქვეშა ვენების კათეტერიზაციის და ინექციების შემდგომი კვლები.

 

12. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ---–--------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, აშენებდნენ საძროხეს, უნდა ჩაესხათ საძირკველი, მუშაობდნენ ოჯახის წევრები და მეზობლებიდან ეხმარებოდათ თ----------------. სადილის დროს მათთან მივიდა ე---–------------, რომელიც დაეწვია მათ, ისადილეს, დალიეს და რომ მორჩნენ სუფრას, ე---–------------მ განაცხადა, რომ ქ.სენაკში აპირებდა წასვლას, მაგრამ რადგან მათთან შემოვიდა ისიც მიეხმარებოდა ამ მშენებლობაში და ითხოვა რომ მისთვის ძველი ტანსაცმელი მიეცათ, რათა ჩაეცვა მუშაობის დროს. ე---–------------ს მისცეს ძველი ტანსაცმელი და დაიწყეს მუშაობა, სადილის შემდეგ. მუშაობის შემდეგ დაახლოებით 15:00 საათისთვის ისევ გაუშალა მათ სუფრა, სუფრის წევრებს შეუერთდნენ მეზობლები ბ--------------, ი-----–------------- და გ---------------ე, ივახშმეს, ალკოჰოლიც მიიღეს და დაიშალნენ დაახლოებით 18:00 საათისთვის და წავიდნენ სოფელ ზანის ცენტრისკენ. ღამის დაახლოებით 23:00 საათისთვის, მათ ჭიშკართან იდგა ე---–------------, რომელიც იგინებოდა, ილანძღებოდა, აგინებდა როგორც ფ--–--------------ას, ასევე ბ--------------ს. მის მეუღლეს ეძინა, ნასვამი იყო. მათთან სახლში იმყოფებოდა ბ--------------ც. ხმაურზე პირველად გარეთ გავიდნენ ბ----- და ფ--–---ი, თვითონ უკან გამოყვა ამათ. ბ----- ამასობაში გაიქცა, რადგან იცოდა რომ ე---–------------ს დანა ჰქონდა და შეეშინდა. ბ--------------ს ი-----–-------------მ უთხრა რომ ე---–------------ წაიყვანა სიგარეტის საყიდლად და დაინახა რომ დანა ჰქონდა, ამის შესახებ ბ-------------- გააფრთხილა, ეს ამბავი თავად ი-----–-------------მ მოუყვა. ფ--–---ი გამობრუნდა პატარა ჯოხი აიღო, მან უთხრა შვილო არ გამოხვიდე ე---–---ს წავიყვან თავის სახლშიო, მაგრამ არ დაუჯერა. მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ე---–------------მ მის შვილს დანა ჩაარტყა საფეთქელში, ამის შემდეგ ფ--–---მა ზურგში დაარტყა ჯოხი, რომელიც დარტყმის მომენტშივე გადატყდა, მეორედ მოიქნია დანა ე---–------------მ, როდესაც მან ხელი გადააფარა თავის შვილს და დანა ხელზე მოხვდა, თითი დაუზიანდა. ფ--–---ი კი ამ დროს სახლში გაბრუნდა. უნდოდა ისევ ფ--–--- დადევნებოდა, მაგრამ იქ მყოფმა მისმა შვილიშვილმა ნ----------------მ და მეზობელმა მ---------------მ ქვები დაუშინეს ე---–------------ს და დანა გაუვარდა ხელიდან, მან ისევ აიღო დანა. ამასობაში ხალხიც შეიკრიბა, ე---–------------ კი თავის სახლისკენ წავიდა გინებით, მთელი ღამე გინებაში იყო არ გაჩერებულა. მისმა შვილმა არ დაარეკვინა პოლიციისთვის, უთხრა რომ ე---–------------ ყაჩაღი იყო და არ უნდოდა გადამტერებოდა.

 

13. მოწმე ჭ--------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს ის, მისი შვილიშვილი და კობას გოგო იყვნენ მასთან სახლში, როდესაც გაიგონა ლაპარაკი, დაინტერესდა ვინ მოდიოდა გინებით და გაიხედა, დაინახა ე---–------------, რომელიც მის ჭიშკართან მოვიდა, ჩაეხუტა და კითხა რატომ იგინებოდა და თხოვა ნასვამი არ მისულიყო, მაგრამ არ დაუჯერა და ეს უბედურებაც მოხდა. ე---–---- მარტო იყო. ჩხუბის დროს ის იქ იყო და წაიქცა, შემდეგ აიყვანა მისმა შვილიშვილმა და სახლში შეიყვანა. მას არავინ დაუნახია, ნახა ე---–---- მირბოდა სახლში.

 

14. მოწმე ბ--------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ფ--–--------------ას სახლში ბიჭები ეხმარებოდნენ, თავიდან ის იქ არ იყო, მერე დაუძახეს, სუფრასთან. იქ იყო გ---------------ე, თ--------------------, ფ--–--------------ა, კ---------------- და ე---–------------. შემდეგ, რომ მორჩნენ დაიშალნენ, ამ დროს კამათი მოუვიდა ე---–------------სთან, რის გამოც ფ--–--------------ამ ხელი დაარტყა ე---–------------ს. შემდეგ დაიშალნენ და ის სოფელ ზანის ცენტრში მივიდა ბებიამისის სახლში. ფ--–---ისთან რომ შევიდა, ე---–---- ფ--–---ის კარებთან იდგა, ფ--–---მა ჯოხი აიღო 1 მეტრი სიგრძის, რომლითაც კარებს კეტავდნენ. ჩხუბის შემსწრე არ ყოფილა და არც უნახია, ის რომ მოვიდა დამთავრებული იყო ყველაფერი. ხოლო თვითონ შეეშინდა და გაიქცა, თავი აარიდა.

 

15. მოწმე გ---------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ფ--–--------------ას ეხმარებოდა საძროხის აშენებაში. დაახლოებით დილიდან 18:00 საათამდე იმყოფებოდა მის სახლში. იმ დღეს სვამდნენ, დათვრა და როგორც მას უთხრეს სახლში 18:00 საათზე დაბრუნდა. მეორე დღესაც უნდა მისულიყო მოსახმარებლად, მაშინ გაიგო რომ დაცემისგან ჰქონდა დაზიანება, ხოლო მერე მისი მშობლებისგან გაიგო რომ ე---–------------სთან მოსვლია ჩხუბი და ე---–------------მ დაჭრაო ფ--–--------------ა. მან ფ--–---ი მეორე დილით ნახა წამოწოლილი, რომელსაც თვალთან ახლოს ჰქონდა პატარა სტაფი დაკრული. მეორე დღეს ე---–------------ც ნახა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა რომ ნაცემი იყო, როდესაც ჰკითხა ე---–---მა უპასუხა რომ ფ--–---ისთან მოუვიდა შეკამათება.

 

16. მოწმე ნ----------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს იყო ბებიასთან, ბაბუასთან და ბიძასთან სოფელ ზ---ში. ბაბუას სახლში ეხმარებოდნენ თ--------------------, შემდეგ მივიდა ე---–------------ და ბ--------------. სადილის დრო როცა მოვიდა, დასხდნენ და ალკოჰოლური სასმელი მიიღეს, მამამისის გარდა ყველა ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელს. დაახლოებით 18:00 საათი იქნებოდა სახლიდან რომ გავიდნენ. დაახლოებით ერთ საათში მამამისიც წავიდა სახლიდან. ღამის 23:00 საათი იქნებოდა ბიძამისი ფ--–--------------ა და ბ-------------- სახლში რომ დაბრუნდნენ. სახლში მ---------------სთან ერთად იყო, ხოლო ბებიას ეძინა. შემდეგ გადავიდა ბ--------------ს სახლში, რომელიც მისი სახლის წინ, ოდნავ გვერდზე მდებარეობს და რამოდენიმე წუთში მარტო გადმოსვლა მოუწია სახლში, რა დროსაც ე---–------------მ დაუძახა რომელი ხარო, მან უპასუხა ნინო ვარო, ე---–---მა კარგიო უთხრა და მეტი არაფერი უთქვამს მისთვის. შემდეგ ბ--------------ს მიმართ იძახდა უწმაწურ სიტყვებს. შემდეგ ბ----- გადმოვიდა სახლიდან და გადმოყვა ბიძამისი ფ--–--------------აც. ბ----- გაიქცა და არ დაუნახავს საით წავიდა, ხოლო ბიძამისი უკან გაბრუნდა და ჯოხი აიღო, დაახლოებით 40 სმ იქნებოდა, რომელსაც კარის ჩასაკეტად იყენებდნენ, ალბათ დაინახა ე---–---ს დანა რომ ჰქონდა ხელში. ბიძამისმა ეს ჯოხი დაარტყა ე---–---ს და ჯოხი ეგრევე გადატყდა. ხმაურზე ბებიაც გადმოვიდა და გადაეფარა, ე---–---- იქნევდა დანას და ბებიას ნ---–--------ს ხელზე მოხვდა, მან და მ---------------მ ქვების სროლა დაუწყეს ე---–---ს. მან დაინახა ე---–---მა როგორ ჩაარტყა დანა ბიძამისს, რა დროსაც ფ--–---ი უკან გამოიწია, შემდეგ ისევ იქნევდა დანას და ამ დროს ბებიას მოხვდა ეს დანა ხელზე, რის შემდეგაც თითს ვერ ამოძრავებს. რადგან ბიძამისი ფ--–--------------ა უკან გაიწია და ბებია გადაეფარა მას, შეშინებულმა ისევ დაუწყო ქვების სროლა ე---–---ს და დანა გააგდებინეს ხელიდან, მაგრამ ე---–------------მ ისევ აიღო დანა ხელში და ბ--------------ს ეძებდა და ყვიროდა მის სახელს. მეზობლებმაც გაიგეს ყვირილი და გამოვიდნენ, რა დროსაც ე---–---- გაიქცა. ე---–------------ ბიძამისზე საკმაოდ მაღალია და თავისუფლად შეეძლო დანა ჩაერტყა ზევიდან, დანა საფეთქელთან ჩაარტყა. ჩხუბი მათი სახლის წინ ეზოს გარეთ ხდებოდა. დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, მთვარიანი ღამე იყო, თან სახლებშიც აივანზე შუქები იყო ანთებული და კარგი მხედველობა იყო. დანა იყო დიდი, სახელო როგორი ჰქონდა არ ახსოვს.

 

17. მოწმე მ---------------მ განაცხადა, რომ დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, ბებიასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, როდესაც მოესმა ყვირილის ხმა და გარეთ გავიდნენ, ნახეს ე---–------------ რომელიც ყვიროდა და ფ--–--------------ას ემუქრებოდა, შემდეგ გარეთ ფ--–--------------ა გამოვიდა, რომელსაც დედა მოყვებოდა უკან და ძმიშვილი ნ----------------. მივიდნენ გასაშველებლად, რა დროსაც ბებიამისი მ------------- წაიქცა გაშველების დროს. მან გაიგო ჯოხის დაგდების ხმა, ხოლო ეს ჯოხი დაარტყა თუ არა ფ--–---მა ე---–---ს ეს არ დაუნახავს. შემდეგ მან და ნ----------------მ ქვები დაუშინეს ე---–---ს რათა შეეშინებინათ. შემდეგ ე---–---- გაიქცა, ფ--–---ი თავისით დაუხმარებლად შევიდა სახლში, შემდეგ ნ----------------მ დაუძახა და უთხრა რომ ბიძა დაჭრილი არისო, ის შევიდა მათთან ნახა რომ ფ--–---ი წამოწოლილი იყო, ჭრილობა აშკარად დანით იყო მიყენებული საფეთქელთან, თვითონ გაუწმინდა ჭრილობა და შესთავაზა რომ სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოეძახებინათ, რაზედაც უარი უთხრეს, რადგან ამას პოლიციაც მოყვებოდა და არ უნდოდათ ე---–------------ გაეწირათ. ფ--–--------------ას დედასაც ხელი ჰქონდა გაჭრილი, თითზე და თქვა რომ გაშველების დროს დანა მოხვდა. მთვარიანი ღამე იყო და მის სახლში და ფ--–--------------ას სახლში იყო განათება. როდესაც მან ბებია წამოაყენა მაშინ ფ--–---ი სახლში შედიოდა.

 

18. მოწმე ჯ----------მ განაცხადა, რომ ივნისის თვეში, ღამით მოესმა ფ--–---ის დედის, ნაილის კივილის ხმა, მივიდა მასთან სახლში, ნ---–-------- მოთქვამდა რომ ე---–---- და ფ--–---ი წაჩხუბდნენ, მე ხელზე დამჭრაო დანითო. მარცხენა ხელზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც მან გაუწმინდა და შეუხვია. იმ საღამოს უთხრა რომ ფ--–---იც დაჭრა დანითო, მეორე ოთახში ისვენებსო. მასთან იყო ფ--–---ის ძმა კ---------------- და მამამისი ფრიდონ ზ---------. ის აღნიშნულ ფაქტს არ შესწრებია.

 

19. მოწმე ი-----–-----------ემ განაცხადა, რომ ივნისის თვე იყო, თარიღი არ ახსოვს დაახლოებით ღამის 00:00 საათი იქნებოდა, კივილი შემოესმა, რომ გაიხედა დაინახა ნ---–-------- აივანზე იდგა და კიოდა. ის მის მეზობელ ჯ----------სთან ერთად მივიდა, ნაილის საცხოვრებელ სახლში, ჰკითხეს რა ხდებოდა, ნაილის ხელზე სისხლი მოსდიოდა და ხელი შეუხვიეს. ამბობდა რომ ე---–------------მ დაჭრა, მათ მეტი არაფერი უკითხავთ ნ---–--------სთვის. მეორე დღეს გაიგეს რომ შელაპარაკების დროს ე---–------------ს დაუჭრია ფ--–---ი. ნაილის სახლში მისი მეუღლე ფრიდონ ზ--------- იყო, სხვა არავინ დაუნახავს.

 

20. მოწმე კ----------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს ღამის 23:00 საათისთვის, დაურეკა დედამ ნ---–--------მ და მოუყვა, რომ ე---–---- მოგვივარდა და ფ--–---ი დაჭრაო, მეც დამჭრა ხელზეო. იმ საღამოსვე სენაკიდან ჩავიდა სოფელ ზ---ში დედამისთან. სახლში მისულს დახვდა ძმა ფ--–--------------ა რომელსაც საფეთქელთან ჰქონდა ჭრილობა და წამოწოლილი იყო. ხოლო დედა, ნ---–-------- ხელზე იყო დაჭრილი. ბ--------------ც მისი ძმის სახლში იყო, ეშინოდა მეც დამჭრისო და იმ საღამოს მათთან სახლში ეძინა. ე---–------------ს ბ--------------სთვის დაურტყამს ხელი და ფ--–---ის უთქვამს რატო დაარტყი ამ ბავშვს ხელიო, მერე ფ--–---იზეც დაურტყამს ხელი, ამის გამო მოხდა მათ შორის კონფლიქტი. შემდეგ სახლში, ჭიშკართან მოსულა ე---–------------ გინებით და ლანძღვით, იძახდა თურმე გამოდით ბ----- და ფ--–---ი უნდა დაგჩეხოთო. გასულა გარეთ ფ--–---ი, მაგ დროს დაუჭრია ფ--–---ი, მერე ნაილი გადაფარებია შვილს და ამ დროს ხელზე დაჭრილა ნ---–--------ც. მას ჰქონდა სურვილი სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა, მაგრამ ძმამ უთხრა რომ საქმეს გავიუარესებო, პოლიცია გაიგებსო და ამის გამო არ დაარეკვინა 112-ში. შემდგომ მეორე საღამოს გახდა ცუდად, 15 ივლისს კი გარდაიცვალა.

 

21. მოწმემ, ექიმმა-ნეიროქირურგმა კ------------–---–მა განაცხადა, რომ შემოყვანილი იყო პაციენტი ემერჯენსის სამსახურში, გადმოცემით დაზიანდა სიმაღლიდან ვარდნის დროს, ჰქონდა პატარა ჭრილობა, ძვლის დაზიანებით, მარცხენა თხემის არეში 02 სმ ჭრილობით. ნეიროქირურგიული ოპერატიული ჩარევის ჩვენებები შემოყვანილ პაციენტს არ ჰქონდა, იყო სტაბილური. როდესაც დამძიმებისკენ წავიდა მდგომარება, შემდგომ მოხდა ქირურგიული ჩარევა. იყო თავის ტვინის შეშუპება, ჩირქოვანი, თავის ტვინის ჩაჭედვა.

 

22. მოწმემ, ექსპერტმა გ----------------–-–---–მა განაცხადა, რომ გამომძიებლის გ-----------ს მომართვის საფუძველზე, შეყვანილი იყო მათთან ფ--–--------------ას გვამი, მის მიერ გამოკვლეული იქნა, რის შედეგაც დადგინდა ფ--–--------------ას სიკვდილის მიზეზი: მარცხენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში, ქალა ტვინის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჭრილობის შედეგად გამოხატული თავის ტვინის შეშუპება, დარბილებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. რაც შეეხება გარემოებას 2017 წლის 30 ივნისს ღამის საათებში ე---–------------მ დანის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენა ფ--–--------------ას, რომელიც 2017 წლის 30 ივნის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა ქ.სენაკის არქიმედეს კლინიკაში, საიდანაც გაწერილი იქნა 2017 წლის 01 ივლისს და იმავე დღეს გადაყვანილ იქნა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც 2017 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა.

 

23. მოწმემ, ექსპერტმა თ------------–--ემ განაცხადა, რომ ე---–------------ს ჯინსის შარვალზე აღმოჩენილი მოშავო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ფ--–--------------ას შორტის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ფ--–--------------ას შორტზე აღმოჩენილ ღია ლურჯი და მოცისფრო ფერის არათანაბრად შეღებილ ბამბის ბოჭკოებს და ე---–------------ს ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

 

24. მოწმემ, ექიმ-რეანიმატოლოგმა თ----–-------–--ემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მორიგეობის დროს მიიღო პაციენტი, სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოჰყვნენ ახლობლები და აუხსნეს რომ პაციენტი ნასვამ მდგომარეობაში დაეცა და თავი დაარტყა ბეტონის ფილას. პაციენტი რამდენიმე დღის შემდეგ იყო მიყვანილი, მან გამოკვლევები ჩაუტარა. მას ჰქონდა საფეთქელზე დაკრული ლეიკოპლასტი, მას ჰქონდა გამოხატული ქალა შიდა ტვინის დაზიანების ნიშნები, რადგან ჭრილობიდან სისხლი არ მოდიოდა ამ ჭრილობით არ დაინტერესებულა და გადააგზავნა ქუთაისში ქალა-შიდა ტვინის დაზიანების გამო კომპიუტერულ კვლევაზე. პაციენტი იყო გაბრუებული, გულის ცემა შენელებული ჰქონდა და ძილიანობისკენ იყო მიდრეკილი. როცა ჰკითხავდი მაშინ გპასუხობდა. პაციენტის შემოყვანიდან დაახლოებით ორ საათში გააგზავნეს ქუთაისში.

 

25. მოწმემ, ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ნ-------------------–--ემ განაცხადა, რომ პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის დღეს არ უნახავს, ისტორიას რომ გადახედა ნახა რომ პაციენტი 01 ივლისს შეუყვანიათ საავადმყოფოში. პაციენტი მას არ მიუღია, მისი მორიგეობის დღეს მოხდა პაციენტის გარდაცვალება 18:00 საათზე. ისტორიის მიხედვით დაწერა ფორმა 100.

 

26. მოწმემ, ექიმ-რეანიმატოლოგმა მ-------–------ემ განაცხადა, რომ პაციენტი რეამინაციაში ყოფნის პერიოდში იმყოფებოდა სულ მართვით სუნთქვაზე. აღენიშნებოდა თავის დაზიანება, რომელსაც ის შეხვეულ ფორმაში ხედავდა, მის კომპეტენციაში არ შედიოდა ჭრილობის დამუშავება. პაციენტი კონტაქტური არ ყოფილა, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტს უკეთდებოდა ანტიბიოტიკი, სამკურნალო დაცვითი ნარკოზი, რომელიც აუცილებელია.

 

27. მოწმემ, ექსპერტმა ი------------ემ განაცხადა, რომ სეროლოგიური გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, პაკეტში წარწერით ე---–------------სგან ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--------------ას. პაკეტში წარწერით: შორტი, ზეწარი, პლედი, მოთავსებულ მოკლე შარვალსა და გადასაფარებელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ფ--–--------------ას.

 

28. მოწმემ, ექიმ-ნერვოლოგმა ო-----------ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, როდესაც ის გამოიძახეს არქიმედეს კლინიკაში, ავადმყოფი იყო მძიმედ, მას ჰქონდა ყველა ის მონაცემები, რასაც ჰქვია მენინგიალური სინდრომი, ნევროლოგიური გაგებით. გადაწყვიტეს რომ გადაეყვანათ ქუთაისში, ქუთაისის საავადმყოფოში დადასტურდა ბაქტეროლოგიური მენინგიტი, ზუსტად არ იცის რა დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ იცის რომ ჩირქოვანი პროცესი განუვითარდა. ჭრილობაში შეიჭრა ინფექცია, რომელმაც დაარღვია ჰემატოენცეფალური ბარიერი. ეს არის უმძიმესი დაზიანება.

 

29. მოწმე ზ-------------------ამ განაცხადა, რომ მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, გამომძიებელი იყო დ------------–--, გასულები იყვნენ იმ ადგილას სადაც ე---–------------მ მიუთითა დანის გადაგდების ადგილი, ეს იყო მისი საცხოვრებელი სახლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუჩქებში. მოხდა ადგილის დათვალიერება, რის შედეგად ვერ იქნა ნაპოვნი დანა. ასევე მან მონაწილეობა მიიღო სისხლის ნიმუშის აღებაში ფ--–--------------ასგან, ეს იყო 2017 წლის 06 ივლისი, ამოღებულ იქნა მედდის დახმარებით 10 მლ გრამიანი შპრიცით სისხლი, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში. ასევე მონაწილეობა მიიღო მესამე საგამოძიებო მოქმედებაში სადაც გამომძიებელმა დ------------–--მ ამოიღო ფ--–--------------ას ავადმყოფობის ისტორია ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან. მან ე---–------------ ნახა როდესაც დააკავეს მაშინ, რა დროსაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება.

 

30. მოწმე გ-----------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 4 ივლისს გამომძიებელმა დ------------–--მ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საქმეზე, მის მიერ დაკითხულ იქნა არქიმედეს კლინიკის ექიმი, ასევე იმავე დღეს ჩატარებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი იქნა ჩატარებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე საგანი ან ნივთი არ ამოღებულა. ბრალდებული დაკავებულ იქნა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის ერთ-ერთ კორპუსში, შემდეგ წამოყვანილ იქნა სენაკში და მისგან ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის შარვალი.

 

31. მოწმე დ------------–--მ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, მოწმის სახით დაკითხა ნ---–--------, ფრიდონი ზ---------, არასრულწლოვანი ნ----------------, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ადგილმდებარეობის დათვალიერება. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა ე---–------------ს მონაწილეობით, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სენაკის რაიონის სოფელ ზ---ში. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. ე---–------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ორი ცალი დანა. აღნიშნული საგანი წარედგინა ჩხრეკაში მონაწილე პირებს და დაილუქა. ასევე მის მიერ ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან ამოღებულ იქნა ფ--–--------------ას სამედიცინო დოკუმენტაციის დედნები.

 

32. მოწმე გ-------–------------ამ განაცხადა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში სენაკის რაიონული პროკურატურიდან, სამეგრელოს ზემო სვანეთი საოლქო პროკურატურის მეშვეობით შევიდა სისხლის სამართლის საქმე, ქ.სენაკი, სოფელ ზ---ში მცხოვრები ე---–------------ს მიერ ფ--–--------------ას სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. მის მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება.

 

33. მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა - ვ-----------–--------–---–მა, დ---------------მ და კ-------------მ დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა.

 

34. მოწმე მ-------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 05 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ სენაკის რაიონ სოფელ ზ---ში მცხოვრებმა ე---–------------მ 2017 წლის 28 ივნისს ცივი იარაღით, დანით დაჭრა მეზობლად მცხოვრები ფ--–--------------ა. აღნიშნულზე პატაკით მიმართა სენაკის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობას, რაზეც მოწმის სახით დაკითხულ იქნა გამომძიებელ გ-----------ს მიერ. სანამ პატაკით მიმართავდა ხელმძღვანელობას მოცემულ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო, მაგრამ თუ როდის დაიწყო დროს ვერ იხსენებს

 

35. მოწმე დ---------–-–--მ განაცხადა, რომ 2017 წლის 4 ივლისს იყო მორიგე ჯგუფში, რა დროსაც ღამით დაახლოებით 21:00 საათზე შევიდა სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილიდან შეტყობინება, სენაკის რაიონის სოფელ ზ---ში ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. მივიდა შემთხვევის ადგილას, სადაც დახვდა გამომძიებელი და ერთი ქალბატონი, რომელიც გამომძიებლის განმარტებით იყო ზ---------ს დედა. ის უთითებდა რა ადგილას მოხდა მისი შვილის სხეულის დაზიანება. მის მიერ მოხდა ფოტოგრაფირება და შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

 

36. ბრალდებულმა ე---–------------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, ეხმარებოდა ფ--–--------------ას, შემდეგ დასხდნენ სუფრაზე, თ--------------------, ბ--------------, ი-----–-------------, ფ--–---ი ზ---------, კ----------------. სუფრის შემდეგ წავიდნენ ზანის ცენტრში, მაღაზიაში ი-----–-------------ს მანქანით. იქ აიღეს ლუდი, არაყი და წავიდნენ სოფელ ეწერში, გ---------------------ს სახლის წინ დაიწყეს დალევა. მანდ მოუვიდა ბ--------------სთან კამათი, ამ დროს დაურეკა ტელეფონმა და ბიჭებს უთხრა, რომ 5 წუთით ტელეფონზე ისაუბრებდა, გვერდზე გაიწია, ტელეფონზე საუბრობდა როდესაც ვიღაცა თავს დაესხა და სახეში რაღაც შეაყარა, ამ დროს წაიქცა, რომ წამოდგა დაინახა როგორ გარბოდა ფ--–--------------ა ხიდზე, ის ვერ აკონტროლებდა თავს, გაბრაზდა და იქვე მყოფი ბიჭები აწყნარებდნენ და ამშვიდებდნენ. ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა ზ---ში, სანამ თავის სახლში მივიდოდა ფ--–---ის და ბ-----ს სახლის ჭიშკარი უნდა გაევლო. ბნელოდა და ხმამაღლა გაბრაზებული ლაპარაკობდა, გაიგონა ფ--–---მა როგორ უთხრა ბ-----ს ე---–---- არისო, და დაახლოებით ერთი მეტრო ნახევარი იქნებოდა აკაციის ჯოხი წამოიღო, რომელსაც კარის ჩასარაზად იყენებდნენ. დაინახა როგორ მოდიოდნენ მისკენ ოჯახის წევრები, ფ--–---ი, დედამისი, მისი ძმიშვილი, მათგან 10 მეტრის მოშორებით იდგა ვიღაც. როცა მოუახლოვდა ფ--–---ი, მან უთხრა ფ--–---ს აეხსნა მისთვის, რატომ დაარტყა და უთხრა ვერ ხედავ სახე რას მიგავსო? ფ--–---მა უპასუხა ხომ იცი რატომაც დაგარტყიო და ამ დროს გადავიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ფ--–---მა მოიქნია ჯოხი და თავში ჩაარტყა. ის წაიქცა და პატარა დანა ჰქონდა რომელსაც თავის დასაცავად იქნევდა, თან უყვიროდა ფ--–---ის რას მიშვები მკლავო, ქალებმა კივილი მორთეს, ამ დროს ფ--–---მა მას თავი დაანება. ხოლო ის ი-----–-------------სთან ერთად გაეცალა იქაურობას, იქვე ახლოს დიდი ხე იდგა, მანამდე არ იყო მისული რომ წაიქცა, ირაკლის უთხრა ბეჟანა გვაძაბიაზე დამირეკე ცუდად ვარო. დაურეკავს, მოსულან, წყალი მოუტანიათ, მისთვის სისხლი ჩამოურეცხავთ სახეზე ამ დროს მოვიდა აზრზე, სახლში წაიყვანეს და უთხრეს სასწრაფო დახმარებას გამოვიძახებთო, მან უარი უთხრა. შემდეგ რაღაც წამლები მოუტანეს, გაუწმინდეს სახე. მეორე დღეს გ---------------ე მივიდა მასთან, ასევე გარდაცვლილის ბიძა გიორგი ზ---------ც და ნახეს რა დღეშიც იყო. მან არ იცოდა ფ--–---ის დანა თუ მოხვდა, თორემ იმ საღამოსვე გამოუძახებდა სასწრაფო დახმარებას. ის თავს იცავდა შემთხვევის ღამეს, რადგან ფ--–--------------ას დიდ ჯოხთან ერთად დანაც ეკავა ხელში და ორივეს ერთდროულად იქნევდა. შემდეგ რა უქნეს იმ დანას არ იცის. შემთხვევის დროს მ--------------- და ჭ-------------- არ იმყოფებოდნენ, მათზე ზეწოლა მოახდინეს, უთხრეს რომ თუ არ იტყოდნენ ბ--------------ს დააჭერინებდნენ პოლიციას. ის დაიბარეს როდესაც ფ--–---ი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კახა ჭაავამ დაურეკა დასაკითხი მყავხარო და სენაკის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დაკითხვის შემდეგ ნახევარი საათის მერე გაუშვეს სახლში და უთხრეს სახლში არ გაჩერდეო. ისიც ნათესავის სახლში წავიდა თბილისში, სადაც დააკავეს.

ე---–------------მ სასამართლო პროცესზე მოახდინა ფ--–---ს ზ---------ს მხრიდან დანის გამოყენების და მოქნევის იმიტაცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

37. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე---–------------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობისა), რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ე---–------------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ე---–------------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

38. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

39. სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს ე---–------------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციებს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან ეს მოსაზრებები არის მხოლოდ ზოგადი ხასიათის, არ გააჩნიათ რაიმე დასაბუთებული საფუძველი და ეწინააღმდეგებიან სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებათა ანალიზს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ე---–------------მ მას შემდეგ, რაც შეურაცხმყოფელი სიტყვების ძახილით მივიდა ფ--–--------------ას ჭიშკართან, ეზოდან გადმოსულ ფ--–--- ზარანიდას დაუწყო ჩხუბი და დანა ჩაარტყა თავის არეში. ამის შემდეგ იგი კვლავ ცდილობდა დანის დარტყმას დაზარალებულისთვის და სწორედ ამ ქმედებაში ხელის შეშლისას დანა მოხვდა ფ--–--------------ას დედას. ე---–------------მ მხოლოდ მაშინ შეწყვიტა თავდასხმა, როცა მას ქვები დაუშინეს და აიძულეს გაქცეულიყო.

 

40. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ე---–------------ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გარდაცვლილ ფ--–---ს ზ---------ს ბრალდებულ ე---–------------სთან ჩხუბის დროს თან ჰქონდა დანა. არადამაჯერებელია, ბრალდებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ფ--–--------------ას თან ჰქონდა დანა და იქნევდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ფ--–---ს ზ---------მ ე---–------------ს დაარტყა ხის ჯოხი ან ფიცარი, არ წარმოადგენს ე---–------------ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის მტკიცებულებას. ფ--–--------------ამ, მას შემდეგ რაც დაინახა მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ე---–------------, რომელიც მისკენ იწევდა დანის გამოყენებით, თავდაცვის მიზნით გამოიყენა აღნიშნული ხის საშუალება, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა და ბრალდებულმა თავისი განზრახვა ბოლომდე მოიყვანა სისრულეში. არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ფ--–--------------ას მხრიდან ე---–------------ს რაიმე სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას, რაც მას ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

41. სასამართლო დაცვის მხარის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხდარი ფაქტის არდამაჯერებელ აღწერას. ე---–------------ს მიერ აღწერილი ვითარება არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. რამდენად შესაძლებელი იყო ფ--–--------------ას თვითონ მიეყენებინა საკუთარი თავისათვის სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ე---–------------მ ვერ ახსნა და განმარტა, რომ ეს არის მისი ვარაუდი. გარდა იმისა, რომ ეს წარმოადგენს ბრალდებულის მხრიდან პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას, საყურადღებოა, რომ დაზარალებულმა და მისი ოჯახის წევრებმა სამედიცინო დახმარების სამსახურს სწორედ იმის გამო არ მიმართეს დაუყოვნებლივ, რომ ფ--–--------------ას ჭრილობა მიაყენა ე---–------------მ და ეშინოდათ მისი, ასევე ცდილობდნენ პასუხიმგებლობა აერიდებინათ მისთვის. შესაბამისად, ფ--–--------------ას მიერ საკუთარი თავის სასიკვდილო დაზიანების შესაძლებლობა, საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასებით არ დასტურდება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

42. ე---–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

ე---–------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

43. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

44. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

45. ბრალდებულ ე---–------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

46. ე---–------------ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით, სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ე---–------------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ე---–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.

 

3. მსჯავრდებულ ე---–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 21 ივლისიდან.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

4.1 ნ---–--------სგან ამოღებული შორტი, ზეწარი და ადიალა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4.2 ე---–------------სგან ამოღებული შარვალი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4.3 ლ---------------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ორი ცალი დანა განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4.4 სისხლის ნიმუშები განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4.5 სამედიცინო დოკუმენტაცია დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე