განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2018
საქმის ნომერი
340100118002294365
დავის ტიპი
276 4
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002294365

N1/45-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

გვანცა სოლოღაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - გი------ შ---–---–--

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0----------- )

 

ბრალდებული: გი------ შაო–---–ი

მამის სახელი: თე----------

დაბადებული: 2-.0--1--- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ყვარელი, ბ--------------–--–-----------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ყვარელი, ბ--------------–--–-----------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

კვალიფიკაცია: გი------ შაო–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე, ქალაქ ყვარელში, ჩალის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გი------ შაო–---–ი, რომელიც მართავდა ,,მერსედეს-ბენცის’’ მარკის, სახელმწიფო ნომრით F------, ავტომობილს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც მისმა მგზავრმა გი------ ბუ-----–---–მა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

გი------ შაო–---–ს 2017 წლის 28 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით: მოწმეების ზუ---- ლო---–---–-ს, მი----– ბე--–---–-ს, ლე--- მე------–---–--, გი------ შ---–---–--, ირ--- ბუ-----–---–ის, ლა-–- ბუ-----–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირება, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გი------ ბუ-----–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება რომ 2017 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე, ქალაქ ყვარელში, ჩალის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გი------ შაო–---–ი, რომელიც მართავდა ,,მერსედეს-ბენცის’’ მარკის, სახელმწიფო ნომრით F------, ავტომობილს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც მისმა მგზავრმა გი------ ბუ-----–---–მა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ზუ---- ლო---–---–-ს, მი----– ბე--–---–-ს, ლე--- მე------–---–--, გი------ შ---–---–--, ირ--- ბუ-----–---–ის, ლა-–- ბუ-----–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირება, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გი------ ბუ-----–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ შაო–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, მის მიერ ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვისას.

 

აღნიშნული გარემოება სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ უშუალოდ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მომენტში, პირი, რომელიც მართავს ავტომობილს იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში.

 

რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ზუ---- ლო---–---–-ს, მი----– ბე--–---–-ს, ლე--- მე------–---–--, გი------ შ---–---–--, ირ--- ბუ-----–---–ის, ლა-–- ბუ-----–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირება, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გი------ ბუ-----–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებიდა სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ შაო–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, მის მიერ ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვისას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ შაო–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვისას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ გი------ შაო–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. კერძოდ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია მთვრალ მდგომარეობაში.

 

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გამოიხატება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, გი------ შ---–---–-- მიერ დარღვეულია აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ,, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.'' ბრალდებულმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც მგზავრმა გი------ ბუ-----–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი------ შ---–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდებული გი------ შაო–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, სასჯელის ზომაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა, სხვა საკითხები:

 

1) ,,მერსედეს-ბენცის’’ მარკის სახ.ნომრით F------ ავტომობილი, რომელიც ინახება ქ.გუჯაანში, ს-------–---–---------ში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2) გი------ ბუ-----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

3) გი------ შ---–---–-- ტანსაცმელი,რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

4) ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის სახ.ნომრით F------ ავტომობილიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5) გი------ შაო–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000(სამი ათასი) ლარი, რომელიც გადახდილი აქვს თე--------- შაო–---–ს, რომელიც უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გი------ შაო–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი.

 

2. გი------ შაო–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 27 თებერვლის 13:55 საათიდან.

 

3. გი------ შაო–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.

 

4 ნივთიერი მტკიცებულება:

1),,მერსედეს-ბენცის’’ მარკის სახ.ნომრით F------ ავტომობილი, რომელიც ინახება ქ.გუჯაანში, ს-------–---–---------ში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

2)გი------ ბუ-----–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

3) გი------ შ---–---–-- ტანსაცმელი,რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

4),,მერსედეს ბენცის’’ მარკის სახ.ნომრით F------ ავტომობილიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. გი------ შ---–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში თე--------- შაო–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს გი------ შ---–---–-- აღკვეთის ღონისძიების -გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და აღსრულდება.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე