განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2018
საქმის ნომერი
200100118002282288
დავის ტიპი
120
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002282288

N1/32-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

28 თებერვალი, 2018 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ბ-------- გ---–--–---–ი

ბრალდებული: რ---- რ------–---–ი

მამის სახელი: პ-----

დაბადებული: 3----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ.თელავი, კ---------ის ქუჩა N37ა

მცხოვრები: ქ.თელავი, კ---------ის ქუჩა N37ა

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 23 დეკემბერს, ზ------ კ--------–ი იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ თელავში, დ-----------–-----–ის გამზირ N14-ში მდებარე სს „ქ-----–----–-----ის“ თელავის ფილიალში. დაახლოებით 14:00 საათზე, მაღაზიაში მივიდა რ---- რ------–---–ი და ზ------ კ--------–ი გაიყვანა მაღაზიის წინ, ქუჩაში. აღნიშნულ პირებს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც რ---- რ------–---–მა ჯიბიდან ამოიღო დანა და ზ------ კ--------–ს განზრახ, სხეულის დაზიანების მიზნით, მიაყენა სამი ჭრილობა. კერძოდ, ზ------ კ--------–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას აღენიშნებოდა მარცხენა მხრის სარტყელის არეში მრავლობითოი ღია ჭრილობები, რაც განვითარებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ა-----------–--ის, თ-------------–---–ის, ზ------ კ--------–ის, ი------------–---–ის, გ---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, რ---- რ------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ---- რ------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4. სასამართლოს ბრალდებულ რ---- რ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

6. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ რ---- რ------–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

7. რ---- რ------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000(ათასი) ლარი.

8. რ---- რ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო და თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი და განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარი.

9. რ---- რ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

10. ნივთიერი მტკიცებულება - ზ------ კ--------–ის მაისური, დალუქული ერთ ფუთად, ზ------ კ--------–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი და ჯემპრი, დალუქული ერთ ფუთად და რ---- რ------–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი და ქურთუკი, დალუქული ერთ ფუთად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

11. ზ------ კ--------–ის სიისხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად და რ---- რ------–---–ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ ფუთად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

12. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური