განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 200100117002025012
№ 1/196-17
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
02 მარტი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ---–- გ---------–---–ი
ბრალდებული: გ--- ტ----–---–ი
მამის სახელი: ი-–--
დაბადებული: 1----------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი კ----------–---რი
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ----------–---რი
დაკავების თარიღი: 09. 06. 2017 წელი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილი - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ.
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. გ--- ტ----–---–ი, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 მაისის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. 2017 წლის 08 ივნისს თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში, ც---–- ო--------–---–ის საცხოვრებელი სახლში, მისი ნათესავის ვ--–------ კ--–--------–---–ის დაბადების დღის სუფრაზე სხვა სტუმრებთან ერთად იმყოფებოდნენ თავად ვ--–------ კ--–--------–---–ი, მ----------–---–ი, ნ-----–- ო--------–---–ი, მ------------–---–ი, გ------- ვ-----–---–ი, ვ---- ო--------–---–ი, გ---------–---–ი, გ--- ტ----–---–ი.
3. გვიან ღამით, უკვე 09 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ--- ტ----–---–მა გ------- ვ-----–---–ს უმიზეზოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენება. სუფრის წევრების ნაწილმა გ------- ვ-----–---–ი შეიყვანეს სახლში, ხოლო გ--- ტ----–---–ის დამშვიდებას და ეზოდან ქუჩისკენ გაყვანას ცდილობდნენ ვ--–------ კ--–--------–---–ი და მისი მეუღლე მ----------–---–ი. მიუხედავად ამისა, გ--- ტ----–---–ი ქუჩაშიც აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. ყვიროდა, იგინებოდა და გ------- ვ-----–---–ის მისამართით მოკვლით იმუქრებოდა , ამასთან ცდილობდა სახლში შესვლას, რის საშუალებასაც მას სხვებთან ერთად არ აძლევდა ეზოს კარებში მდგარი მ------------–---–იც.
4. გ--- ტ----–---–ის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გრძელდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი. ამ ხნის მანძილზე არ ითვალისწინებდა საზოგადოების თხოვნას, არ წყვეტდა მუქარას, ყვირილს და გინებას. ამასთან, მას ამ დროს ხელში ეჭირა დანა.
5. ხმაურზე გაეღვიძათ და ქუჩაში გავიდნენ ც---–- ო--------–---–ის მეზობლად მცხოვრები ნ------–--------–---–ი, მისი ვაჟი გ------- ც----–-–---–ი და ოჯახის სხვა წევრები. გ--- ტ----–---–მა, რომელიც კვლავ აგრძელებდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, გ------- ც----–-–---–ს დანის გამოყენებით მარჯვენა მხრის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა.
სასამართლომ დაადგინა:
6. 2017 წლის 8-9 ივნისის ღამეს მომხდარი ჩხუბის დროს გ--- ტ----–---–მა მჩხვლეტავი მჭრელი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის ხანმოლე მოშლის ნიშნით მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა გ------- ც----–-–---–ს. ანუ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული 120-ე მუხლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
7. ბრალდებულმა გ--- ტ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და გამოიყენა დუმილის უფლება.
8. მოწმის ბ------------–---–ის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს თ--–---------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ გამომძიბელის თანამდებობაზე. გ--- ტ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მესაკუთრის ც---–- ო--------–---–ის თანხმობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე, თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში. ამოიღო მოწითალო ფერის ლაქები და სპორტული მოსაცმელი. დათვალიერების შემდეგ, შეადგინა დათვალიერების ოქმი, გააცნო მონაწილე პირებს და ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელოწერით. (იხ. სხდომის ოქმი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ს.ფ. 5-10).
9. მოწმის დ-----------------ის ჩვენებითა და ვ---- ო--------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს თ--–---------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ გამომძიბელის თანამდებობაზე. გ--- ტ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმე ვ---- ო--------–---–ი, რომელმაც წარუდგინა თავისი ტანსაცმელი, მოწითალო ფერის ლაქებით, რაც ამოიღო და დალუქა. შედაგინა შესაბამისი ოქმი და ოქმზე და ლუქის ბეჭედზე, მონაწილეებმა მოაწერეს ხელი (იხ. სხდომის ოქმი და ვ---- ო--------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 38-39).
10. მოწმის ნ------–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობ თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში მეუღლესთან, შვილებთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად. იგი იცნობს თანასოფლელ გ--- ტ----–---–ს. იგი 2017 წლის 09 ივნისს სახლში იმყოფებოდა, ეძინა. მას და მის ოჯახის წევრებს გაეღვიძათ ჩხუბის ხმაზე, თვითონ, მისი შვილი და რძალი გავიდნენ გარეთ. მან დაინახა, რომ გ--- ტ----–---–ი ჩხუბობდა. გ---ს თანა ახლდა მეუღლე. რამდენიმე ხანში ვ---- კ--–--------–---–იც გამოვიდა გარეთ და გ---მ და ვ----მ იჩხუბეს. მისი შვილი გ------- ც----–-–---–ი მივიდა გასაშველებლად და გ---ს მოქნეული დანა მის შვილს მოხვდა. გ------- ც----–-–---–ი მკლავში დაიჭრა. მისმა რძალმა რ--------- გ---–---–ი წაიყვანა თავისი მეუღლე გ------- ც----–-–---–ი საავადმყოფოში. მისი შვილის დაჭრის მერე რა მოხდა არ იცის.
11. მისივე განმარტებით ჩხუბი დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა, ყვირილზე შეკრებილი იყო ხალხი, სტუმრებიც და მეზობლებიც, მაგრამ კონკრეტულად რომელი მეზობელი, ამის თქმა არ შეუძლია.
12. გ------- ზ----–---–ის ჩვენებითა და ვ--–------ კ--–--------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს თ--–---------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ გამომძიბელის თანამდებობაზე. გ--- ტ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ამოიღო ვ--–------ კ--–--------–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მოწითლო ფერის ლაქებით და დალუქა, რაზეც შედაგინა შესაბამისი ოქმი. (იხ. სხდომის ოქმი და ვ--–------ კ--–--------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 41-42).
13. მოწმის ჯ---------–---–ის ჩვენებით, გ--- ტ----–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, გ------- ც----–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და გ------- ც----–-–---–ისაგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიბელის თანამდებობაზე. მან გ--- ტ----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები. მან შსს თ--–---------------–--------------–ოს შენობაში, ამოიღო გ--- ტ----–---–ის ტანსაცმელი. გ--- ტ----–---–ს გადაეცა დადგენილება, მაგრამ ხელი არ მოაწერა. არც ამოღების ოქმზე მოაწერა ხელი. მანვე, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თ------------–------–---–ისგან ამოიღო გ------- ც----–-–---–ის ტანსაცმელი, რაზეც შედგა ოქმი. მანვე გ------- ც----–-–---–ს, მისივე თანხმობით, აუღო სისხლის ნიმუში. მანვე გააცნო ბრალი ბრალდებულ გ--- ტ----–---–ს, რასაც ასევე ესწრებოდა ადვოკატი ლ---–- გ---------–---–ი. (გ--- ტ----–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი ტომი 1. ს.ფ.31-32, გ------- ც----–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ.47-51 და გ------- ც----–-–---–ისაგან სისხლის ნიმუშის აღების ოქმი - ტომი 1. ს.ფ. 53-56)
14. მოწმის ბ----------------–---–ის ჩვენებითა და ბრალდებულ გ--- ტ----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიბელის თანამდებობაზე. მან 2017 წლის 09 ივნისს გამთენიისას 03:00 საათზე, თანამშრომელ ზ-------------–---–--სთან ერთად დააკავა ბრალდებული გ--- ტ----–---–ი, გ--- ტ----–---–ის საცხოვრებელ სახლში. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, მან დაკავებამდე გააცნო უფლებები და შეადგინა შესაბამისი ოქმი. გ--- ტ----–---–მა დაკავების ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა, მიზეზი არ უთქვამს, მან აღნიშნულზე შენიშვნა დააფიქსირა. დაკავებისას ასევე გაჩხრიკა გ--- ტ----–---–ი და რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღია. გ--- ტ----–---–ს ქონდა დაზიანებები, რაც აღწერა ოქმში. (ბრალდებულ გ--- ტ----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი - ტომი 1. ს.ფ.17-24)
15. მოწმის გ----------------–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 14 ივნისის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------------------–-----------------ის განყოფილებაში. მან გ------- ც----–-–---–ის მიმართ გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - თ--–---------------–----------------–ის მიერ გაცებულ ცნობაში არსებული ჩანაწერების მიხედვით, გ------- ც----–-–---–ს 2017 წლის 09 ივნისს სტაციონარში შესვლის დროს მარჯვენა იდაყვის სახსრის მომხრელ ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოლე მოშლის ნიშნით.
16. მისივე განმარტებით მჩხვლეტავ მჭრელ საგანში მოიაზრება დანა და სხვა საგანიც.(იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 205-207)
17. მოწმის მ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--------ში. 2017 წლის 08 ივნისს იმყოფებოდა მისი დისშვილის ვ--–---- კ--–--------–---–ის დაბადების დღეზე თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი სიძე გ------- ხ-----–---–ი და შვილიშვილები. მათ მასპინძლობდნენ მისი და ნ-----–- ო--------–---–ი და ც---–- ო--------–---–ი. სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდნენ გ------- ვ-----–---–ი, გ------- ც----–-–---–ი, ვ---- ო--------–---–ი, გ--- ტ----–---–ი და მისი მეუღლე. იქ ასევე იყვნენ სხვა ბიჭები, რომლებიც ადრე წავიდნენ და არ იცნობს მათ. ქეიფი დაიწყეს საღამოს. ქეიფის დროს ქალები სხვა ოთახში გავიდნენ და ბიჭები დარჩნენ სუფრასთან. დაახლოებით პირველ საათზე, გარედან ხმა შემოესმა და ბავშვიანად ქუჩაში გავიდა. მან დაინახა, რომ გ--- ტ----–---–ი გ------- ვ-----–---–ს მისდევდა და ლანძრავდა. იყო აგრესიული. ხმაურზე გ------- ც----–-–---–ი გამოვიდა და ც----–-–---–ი და ვ--–---- კ--–--------–---–ი აწყნარებდნენ, ეუბნებოდნენ გაჩუმებულიყო. მისი სიძე, გ------- ხ-----–---–ი გავიდა, გ------- ვ-----–---–ი შეიყვანა სახლში და გარეთ აღარ გამოსულან. გ--- ტ----–---–ი მაინც აგრესიული იყო, ეზოში შევიდა და მან უთხრა, გ.ტ----–---–ს, რომ მეუღლე წაეყვანა და წასულიყო. მას არანაირი საგანი არ უნახავს გ--- ტ----–---–ის ხელში.
18. მისივე განმარტებით, ბევრი მეზობელი იყო გამოსული, სახლებიდან და ჭიშკრებიდან იყურებოდნენ, მაგრამ ახლოს არავინ მისულა. ახლოს მხოლოდ გ------- ც----–-–---–ი და მისი ოჯახი, დედა და და მეუღლე მივიდა. მას არ დაუნახავს გ--- ტ----–---–ისთვის ვინმეს დაერტყა.
19. მოწმის მ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ--- ტ----–---–ი მისი მეუღლის ნათლულია. 2017 წლის 08 ივნისს იგი იმყოფებოდა თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში ვ--–------ კ--–--------–---–ის ბებიის სახლში, სადაც გადაიხადა დაბადების დღე. დაბადების დღეზე მიწვეული ყავდა ძმა გ------- ვ-----–---–ი. გ--- ტ----–---–ი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრად ასევე იყვნენ მეზობელი გ------- ც----–-–---–ი, ბიძაშვილი ვ---- ო--------–---–ი, დეიდა მ------------–---–ი, გ---------–---–ი, თავისი ბავშვებით. დახლოებით რვა-ცხრის ნახევარზე დასხდნენ. ქალები სხვა ოთახში იყვნენ, იგი ხშირად ვერ ახერხებდა სუფრასთან ყოფნას. გ------- ც----–-–---–ი და ვ---- ო--------–---–ი მალევე წავიდნენ. იგი ოთახში იმყოფებოდა, როდესაც გარედა ბიჭების ხმა შემოესმა და გარეთ რომ გავიდა, დაინახა გ--- ტ----–---–ი და მისი ძმა გ------- ვ-----–---–ი ჩხუბობდნენ. მის ძმას დედა შეაგინა, რის გამოც მისმა ძმამ გ--- ტ----–---–ს გაარტყა. ამის შემდეგ ყველა აშველებდა მათ, იქ ვინც იყვნენ. გ--- ტ----–---–ი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, რომ ცოლის თანდასწრებით გაარტყეს. შემდეგ ეზოს გარეთ გავიდნენ, ეზოს კარების წინ. მისი ძმა გ---------–---–მა შეიყვანა სახლში, სახლში თვითონაც შეყვა მათ. ხმაურზე მეზობლებიც გავიდნენ გარეთ. გ--- ტ----–---–ი იგინებოდა და მის ძმას უყვიროდა გასულიყო, უნდა მოეკლა. მის ძმას გასვლა არ უცდია. შემდეგ დაწყნარდნენ. გ--- ტ----–---–ს კონკრეტულად ვინ აწყნარებდა არ ახსოვს.
20. მისივე განმარტებით, მან დაინახა, რომ გ------- ც----–-–---–ი ხმაურზე გამოვიდა გარეთ, მაგრამ არ უნახავს რას აკეთებდა, რადგან თვითონ სახლში შევიდა. ქალების კივილის ხმაზე ისევ გავიდა გარეთ და დაინახა, რომ გ------- ც----–-–---–ს ხელიდან სისხლი მოსდიოდა. გარეთ მეზობლები იყვნენ, მაგრამ კონკრეტულად ვინ არ იცის. მან დაინახა, რომ გ--- ტ----–---–ს ხელში რაღაც საგანი ეჭირა, დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძის, მაგრამ კონკრეტულად რა არ იცის. ეს ყველაფერი 20-25 წუთი გაგრძელდა.
21. მოწმის ზ------- ლ--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------------------–---------------ში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მან გ--- ტ----–---–ის ბრალდების სიხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერაბაში. მან გადაიღო ფოტოები და ამოიღო მოწითალო ფერის ლაქა, ალაყაფის კართან ეზოს შიგნით. ეზოს გარეთ მანქანიდან ამოიღო მოწითალო ფერის ლაქა და მანქანის წინ ეგდო სპორტული ჟაკეტი, რაც ასევე ამოიღო. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მასთან ერთად მონაწილეობდა სახლის მესაკუთრე და გამომძიებელი. გამომძიებელმა შეადგინა ოქმი, რასაც მოაწერა ხელი. მან დალუქა ამოღებული ნივთები და მონაწილეებმა მოაწერეს ხელი.
22. მოწმის ე-------------------–--ის ჩვენებითა და 2017 წლის 21 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–----------------------------------------ში. მან სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: - პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქა ო--------–---–ი ც---–-ს საცხ. სახლის ეზოს შესასვლელიდან ბალახიან ზედაპირიდან...“ და პაკეტში წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული ო--------–---–ი ც---–-ს საცხ. სახლის გარეთ მდგარი ფორდის მარკის ა/მანქანის...კაპოტიდან...“, მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობ N20; პაკეტი, წარწერით: „...გ------- ც----–-–---–ის სისხლის ნიმუში...“);
23. -პაკეტში, წარწერით: „...გ--- ტ----–---–ის ტანისამოსი...“, მოთავსებულ ლურჯი ფერის ჯინსის შარვალსა და მონაცრისფრო მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3-5 და ობ.N6,7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3,6,7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და მიმავე პირს და განსხვავდება გ------- ც----–-–---–ის (ობ.N20) გენეტიკური პროფილისაგან. ობ.N4,5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობ,.N20). ამავე პაკეტში მოტავსებულ ერთ-ერთ წინდაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ>8) სისხლი არ აღმოჩნდა;
24. -პაკეტში, წარწერით: „...ვ--–------ კ--–--------–---–ის ტანისამოსი...“, მოთავსებულ მოცისფრო ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N9,10), წარმოადგენს ადამიანის სიხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობN20);
25. - პაკეტში, წარწერით:„...ვ---- ო--------–---–ის ტანსაცმელი შარვალი და მაისური...“, მოთავსებულ მოცისფრო ჯინსის შარვალზე (ობ.N11-13) და შავი ფერის მაისურზე (ობ.N14,15) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.N11-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და იდენტურია ობ N3,6,7-ის გენეტიკური პროფილის. ობ. N14,15-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი N3,6,7,11-13-ის გენეტიკური პროფილის, ხოლო მონორული წილი გ------- ც----–-–---–ის (ობN20) გენეტიკური პროფილის იდენტურია;
26. -პაკეტში, წარწერით: „...გ------- ც----–-–---–ის ტანისამოსი...“, მოთავსებულ მოლურჯო-მოცისფრო ჯინსის შარვალზე (ობN16), ლურჯი ფერის მაისურზე (ობნ17) ზოლიან წყვილ ჩუსტზე (ობN18,19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამინის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ც----–-–---–ს (ობN20);
27. - გ------- ც----–-–---–ის სისხლი (ობN20) მიეკუთვნება A (II ) Rh+ ფაქტორს.
28. მავნე განმარტა, რომ სრულად ეთანხმება დასკვნას.
29. მოწმის, დაზარალებულ გ------- ც----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში. 2017 წლის 08 ივნისს იგი იმყოფებოდა კ--–--------–---–ების ოჯახში ვ--–------ კ--–--------–---–ს მიულოცა დაბადების დღე და მალევე დაბრუნდა სახლში. გვიან ღამით 9 ივნისს მას სახლში, ეძინა. ხმაურზე გაეღვიძა და გარეთ გაიხედა. მისი ოჯახის წევრები გარეთ გავიდნენ თუ არა არ დაუნახავს. დაინახა ვ--–------ კ--–--------–---–ის სახლთან ჩხუბი იყო. იგი გასაშველებლად მივიდა და გვერდზე მდგომმა უცნობმა პიროვნებამ უთხრა, რომ სისხლი მოსდიოდა და მანაც, რომ დაიხედა დაინახა დაჭრილი იყო. შევიდა სახლში და მეუღლეს რ--------- გ---–---–ს სთხოვა საავადმყოფოში წაეყვანა.
30. მანვე განმარტა, რომ არ იცის გაშველების დროს რა შეემთხვა, ვერ გაიგო როგორ დაიჭრა. მისგან გამომძიებელმა ტანსაცმელი ამოიღო, იგი გაეცნო ოქმს და ხელი მოაწერა. მისგან ასევე მისივე თანხმობით აიღეს სისხლის ნიმუში. იგი გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი.
31. მისივე განმარტებით, 9 ივნისის ღამით ჩოჩქოლი იყო კ--–--------–---–ების ეზოს გარეთ. იგი გაშველების დროს ეზოში არ შესულა. გაშველების დროს მას არ შეუნიშნავს თავისი ოჯახის წევრები, ასევე არ უნაცავს დედამისიც. ჩოჩქოლის ადგილზე განათება არ იყო და არ დაუნახავს ვინმეს ეჭირა თუ არა დანა. მისთვის უცნობია დაზიანება ვინ მიაყენა და ასევე არც ის იცის ვის აშველებდა.
32. მოწმის გ------- ვ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ივნისს იმყოფებოდა სიძის ვ--–------ კ--–--------–---–ის ოჯახში, თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში. სახლი ეკუთვნის ვ--–------ კ--–--------–---–ის ბებიას ც---–- ო--------–---–ს. იქ იმყოფებოდნენ, ვ---- ო--------–---–ი, მ----------–---–ი, ნ-----–- და მ---------------–---–ები, გ--- ტ----–---–ი, მისი მეუღლე, და გ------- ც----–-–---–ი. ვ--–------ კ--–--------–---–ს ქონდა დაბადების დღე და ქეიფობდნენ, სვამდნენ ღვინოს. გ------- ც----–-–---–მა დაბადების დღის სუფრა ადრე დატოვა. 2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, იშლებოდნენ, როდესაც გ--- ტ----–---–ი ეზოში გავიდა სიგარეტის მოსაწევად და თვითონაც გაყვა. მან სიგარეტი სთხოვა, რა დროსაც გ---მ დედა შეაგინა, მან ამის გამო კამათი დაუწყო. კამათზე მისი და მ----------–---–ი, ნ-----–- ო--------–---–ი და მ---------------–---–ი გავიდნენ მათთან და თვითონ შიგნით შეიყვანეს. გ---ს ხმა ეზოს გარედან მოესმა, რომ იგინებოდა, თუმცა არ იცის ვის აგინებდა. შემდეგ თავისმა დამ, მ----------–---–მა უთხრა მას, რომ გ------- ც----–-–---–ი იყო დაჭრილი. მას გარედან ესმოდა ხმამაღალი საუბრის ხმა. ვინ და რა ვითარებაში დაჭრა გ------- ც----–-–---–ი არ იცის.
33. მისივე განმარტებით, როდესაც გ--- ტ----–---–ი და თვითონ კამათობდნენ იმყოფებოდნენ ეზოში და იმ კამათში სხვას არ მიუღია მონაწილეობა.
34. მოწმის ა-–---------------–ის ჩვენებითა და 2017 წლის 11 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------------------–-----------------ის განყოფილებაში. მან გ--- ტ----–---–ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა - პირადი გასინჯვით გ--- ტ----–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ნაჭდევი სახის, კისრის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა ბეჭის არეში. დაჟეჟილი ჭრილობები კეფისა და მარჯვენა თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 09. 06. 2017 წელს. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 151-152)
35. მოწმის გ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თ--–---------------–---------------–ში, ქირურგიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 09 ივნისს იგი გამოიძახა მორიგე ქირურგმა, მან ნახა პაციენტი გ------- ც----–-–---–ი, რომელსაც ქონდა ნაკვეთი ჭრილობა იდაყვის წინა ზედაპირზე სწორი კიდეებით და აღენიშნებოდა სისხლენა, მან გადაკვანძა ვენა და ჭრილობა დაუმუშავა. დაზიანება სიცოცხლისათვის საშიში არ იყო და სამედიცინო დახმარების გარეშეც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ჭრილობა მიყენებული იყო ბასრი იარაღით, მაგრამ კონკრეტულად რა იარაღით არ იცის.
36. მოწმის რ--------- გ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სოფელ კ----------–---რში მეუღლესთან, გ------- ც----–-–---–თან, მულთან და დედამთილთან ერთდ. 2017 წლის 08 ივნისს მისი მეუღლე სტუმრად იმყოფებოდა ვ--–------ კ--–--------–---–თან. მას დაახლოებით საღამოს ათ საათზე დაურეკა მეუღლემ და უთხრა რომ სამსახურში მიდიოდა. გ------- სამსახურიდან დაბრუნდა დაახლოებთ ღამის თორმეტ საათზე და დაიძინეს. დაახლოებით ღამის პირველ ორ საათზე ყვირილის და გინების ხმაზე გაეღვიძათ. მისი მეუღლე გარეთ გავიდა. მოგვიანებით თვითონაც გავიდა გარეთ დაინახა, რომ მისი მეუღლე დაჭრილი იყო, ხელი ქონდა სისხლიანი. მან მულს გასძახა სასწრაფოში დაერეკა, მაგრამ სანამ სასწრაფო მივიდოდა თვითონ მიყვანა მეუღლე საავადმყოფოში.
37. მისივე განმარტებით, მას შემოესმა რამდენიმე ადამიანის ხმა, გარეთ რომ გავიდა დაინახა დაახლოებით 15 ადამინი. გარეთ ასევე იყო ხმაურზე გასული მისი მეუღლის დედა, ნ------–--------–---–იც. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი.
38. მოწმის თ---–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული გ------- ც----–-–---–ი მისი ძმაა. იგი ცხოვრობს სოფელ კ----------–---რში. 2017 წლის 08 ივნისს საღამოს, დაახლოებით ორი საათის მანძილზე, გ------- ც----–-–---–ი მეზობელთან ვ--–------ კ--–--------–---–თან იმყოფებოდა სტუმრად. შემდეგ გ------- სამსახურში წავიდა. სამსახურიდან დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე დაბრუნდა სახლში და დაიძინეს. ღამით, დაახლოებით ორ საათზე გინების და ჩხუბის ხმაზე გაეღვიძა, ჩხუბის ხმა ქუჩიდან მოდიოდა. მან დაინახა, რომ მისი ძმა გ------- ც----–-–---–ი გარეთ გადიოდა. ჩხუბი დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა ისმოდა რამდენიმე ადამიანის ხმა. თვითონ და მისი და ვერ დავიდნენ გარეთ, ვინაიდან, რძალმა, რ--------- გ---–---–მა, სთხოვა ბავშვთან დარჩენილიყვნენ და გარეთ რ--------- გ---–---–ი გავიდა. მას რძალმა რ---------მა დაუძახა, უთხრა, რომ გ------- დაჭრილი იყო და სთხოვა, სასწრაფოში დაერეკა. თუმცა გ------- ც----–-–---–ი რ--------- გ---–---–მა წაიყვანა საავადმყოფოში.
39. მოწმის ვ---- ო--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში. 2017 წლის 8 ივნისს იმყოფებოდა სახლში, მის ძმას ქონდა დაბადების დღე. დაბადების დღე ქონდა ასევე ვ--–------ კ--–--------–---–ს და წავიდა ვ--–------ კ--–--------–---–ის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბებიის, ც---–- ო--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში. იქ იმყოფებოდა გ------- ც----–-–---–ი, გ--- ტ----–---–ი, გ---------–---–ი, გია ვ-----–---–ი და მაიკო ვ-----–---–ი. ც---–- ო--------–---–ი და ნ-----–- ო--------–---–ი იმყოფებოდნენ სხვა ოთახში. დაახლოებით ცხრა ათ საათზე გ------- ც----–-–---–ი სამსახურში წავიდა. თვითონაც 10 წუთში წავიდა სახლში. დაახლოებით ერთ-ორ საათში გ------- ვ-----–---–მა დაურეკა ჩასულიყო ვ--–------ კ--–--------–---–თან და გაუთიშა ტელეფონი. მას ვ--–------ კ--–--------–---–ის მეზობლად აქვს მეორე სახლი და მივიდა თავის მეორე სახლში. ვალერაინ კ--–--------–---–ის სახლთან არ მისულა, რადგან თავის სახლთან მოპირდაპირე მხრიდან შემოესმა ხმაური და გზაჯვარედინთან შეხვდა ვ--–------ კ--–--------–---–ი. ხოლო გ---ს სახლთან დაინახა გ--- ტ----–---–ი ეგდო ძირს. მან და ვ--–----მ გ--- ააყენეს და სახლში შეიყვანეს. გ---სთან ერთად მისი მეუღლეც იყო. დაახლოებით 2 წუთში მოვიდა პოლიციაც.
40. მანვე განმარტა, რომ მისგან ამოიღეს ტანსაცმელი, დადგენილებაც და ოქმიც გააცნეს, შენიშვნა არ ქონია და ხელი მოაწერა. მისთვის უცნობია, თუ რა სისხლი ქონდა ტანსაცმელზე.
სამართლებრივი შეფასება:
41. სასამართლომ, განიხილა რა საქმე, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--- ტ----–---–ის წარდგენილ ბრალდებას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.
42. გ--- ტ----–---–ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რის გამოც იგი ამ ბრალდებაში უნდა გამართლდეს და დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
43. ხულიგნობა, არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს, რასაც თან უნდა ერთვოდეს ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა.
44. ხულიგნობის შემადგენლობის არსებობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა უნდა იყოს უხეში და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას უნდა გამოხატავდეს.
45. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2017 წლის 08 ივნისს თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში ვ--–------ კ--–--------–---–ის ბებიის სახლში, ვ--–------ კ--–--------–---–ის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ მ----------–---–ი, გ------- ვ-----–---–ი, გ------- ც----–-–---–ი, ბიძაშვილი ვ---- ო--------–---–ი, მ------------–---–ი, გ---------–---–ი, გ--- ტ----–---–ი და მისი მეუღლე.
46. ჩხუბი გ--- ტ----–---–სა და გ------- ვ-----–---–ს შორის დაიწყო საცხოვრებელი სახლის ეზოში, პირადი მოტივით. გ------- ვ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სუფრის მიმდინარეობისას, 2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, გ--- ტ----–---–ი ეზოში გავიდა სიგარეტის მოსაწევად და თვითონაც გაყვა. მან სიგარეტი სთხოვა, რა დროსაც გ---მ დედა შეაგინა, მან ამის გამო კამათი დაუწყო. კამათზე მისი და მ----------–---–ი, ნ-----–- ო--------–---–ი და მ---------------–---–ი გავიდნენ მათთან და ის სახლში შეიყვანეს. მხოლოდ კამათი კი სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ხულიგნობას არ წარმოადგენს.
47. ჩხუბის დაწყების თაობაზე განსხვავებული ჩვენება მისცა გ------- ვ-----–---–ის დამ მ----------–---–მა. კერძოდ, აჩვენა, რომ ძალადობა გამოიყენა გ.ვეფხიშილმა. მ----------–---–ი ადასტურებს, მის ძმას გ--- ტ----–---–მა დედა შეაგინა, რის გამოც გ------- ვ-----–---–მა გ--- ტ----–---–ს გაარტყა.
48. ა-–---------------–ის ჩვენებითა და 2017 წლის 11 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ--- ტ----–---–ს სხეულზე აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: ნაჭდევი სახის, კისრის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა ბეჭის არეში. დაჟეჟილი ჭრილობები კეფისა და მარჯვენა თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 09. 06. 2017 წელს. (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ტომი 1. ს.ფ. 151-152).
49. დაზარალებულ გ------- ც----–-–---–ის მეუღლის რ--------- გ---–---–ისა და დის თ---–----–-–---–ის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ ისინი ღამით გააღვიძა ხმაურმა, კერძოდ ესმოდათ რამოდენიმე მამაკაცის ხმა. დაზარალებულის დედის ნ------–--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას და მის ოჯახის წევრებს გაეღვიძათ ჩხუბის ხმაზე და თვითონ მისი შვილი და რძალი გავიდნენ გარეთ. მან დაინახა, რომ იყო ჩხუბი, რაც დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა. მოჩხუბრებს შორის იყვნენ გ--- ტ----–---–ი და ვ---- კ--–--------–---–ი. მისი შვილი გ------- ც----–-–---–ი მივიდა გასაშველებლად და გ---ს მოქნეული დანა მის შვილს მოხვდა. გ------- ც----–-–---–ი მკლავში დაიჭრა.
50. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, დადასტურებულია, რომ გ--- ტ----–---–ი ნაცემია და მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანება. 2017 წლის 8-9 ივნისის ღამეს თელავის რაიონის სოფელ კ----------–---რში ც---–- ო--------–---–ის საცხოვრებელი სახლში, პირადი მოტივით, გ--- ტ----–---–სა და გ------- ვ-----–---–ს შორის მოხდა ჩხუბი. გ--- ტ----–---–მა უცენზურო სიტყვით მიმართა გ------- ვ-----–---–ს, ამ უკანასკნელმა კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ.ტ----–---–ს. პირადი მოტივით ჩხუბის ატეხვა, თუნდაც დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი, არ შეიძლება შეფასდეს ხულიგნობად, მითუმეტეს, როდესაც ბრალდებულ გ--- ტ----–---–საც მიაყენეს მრავლობითი მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გ--- ტ----–---–ის მხრიდან უცენზურო სიტყვით მიმართვა, შეგინება წარმოადგენს ამორალურ საქციელს, თუმცა მისი ასეთი საქციელი არ შეიძლება გ------- ვ-----–---–ის მხრიდან ძალადობის გამოყენების საფუძველი ყოფილიყო.
51. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწმის ვ---- ო--------–---–ის ჩვენებას, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, ის ადასტურებს, რომ ჩხუბს არ შესწრებია და არ იცის რა ხდებოდა, მაშინ როდესაც გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მის ტანსაცმელზე, შარვალსა და მაისურიზე, მოცისფრო ჯინსის შარვალზე (ობ.N11-13) და შავი ფერის მაისურზე (ობ.N14,15) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.N11-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და იდენტურია ობ. N3,6,7-ის გენეტიკური პროფილის. ობ. N14,15-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი N3,6,7,11-13-ის გენეტიკური პროფილის, ხოლო მონორული წილი გ------- ც----–-–---–ის (ობN20) გენეტიკური პროფილის იდენტურია. გ------- ც----–-–---–ის სისხლის კვალის მის ტანსაცმელზე არსებობა, მიუთითებს, რომ მან გ.ც----–-–---–ი ნახა შემთხვევის ადგილზე. სხვა ვითარებაში ის ც----–-–---–ს ვერ ნახავდა, ვინაიდან დაჭრილი გ.ც----–-–---–ი საავადმყოფოში მეუღლემ გადაიყვანა.
52. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------- ც----–-–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 8-9 ივნისის ღამეს ის ხმაურზე გავიდა სახლიდან გარეთ და აშველებდა მოჩხუბრებს, რა დროსაც მიაყენეს სხეულის დაზიანება, თუმცა ვის აშველებდა და დაზიანება რა ვითარებაში მიიღო არ იცის.
53. დაზარალებულის დედა, ნ------–--------–---–ი ადასტურებს, რომ მან დაინახა, რომ იყო ჩხუბი, მოჩხუბრებს შორის იყვნენ გ--- ტ----–---–ი და ვ---- კ--–--------–---–ი. მისი შვილი გ------- ც----–-–---–ი მივიდა გასაშველებლად, რა დროსაც გ---მ მოიქნია დანა მისი შვილი გ------- ც----–-–---–ი მკლავში დაჭრა.
54. მოწმის გ----------------–---–ის ჩვენებითა და სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 14 ივნისის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ც----–-–---–ის მარჯვენა იდაყვის სახსრის მომხრელ ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოლე მოშლის ნიშნით.
55. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 8-9 ივნისის ღამეს მომხდარი ჩხუბის დროს გ--- ტ----–---–მა მჩხვლეტავი მჭრელი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის ხანმოლე მოშლის ნიშნით მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა გ------- ც----–-–---–ს. რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 120-ე მუხლით და ბრალდებული გ--- ტ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს.
56. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ აკისრებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
57. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
58. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
59. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ--- ტ----–---–ს მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და რეციდივის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული გ--- ტ----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
2. გ--- ტ----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლითა და 06(ექვსი) თვით.
3. გ--- ტ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 09 ივნისიდან.
4. ნივთიერი მტკიცებულება - ც---–- ო--------–---–ის სახლის ეზოდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა, ავტომანქანის წინა მხრიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა და გ------- ც----–-–---–ის სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
5. შავი ფერის სპორტული ქურთუკი, გ--- ტ----–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, მაისური, ვ---- ო--------–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, შავი ფერის მაისური, ვ--–------ კ--–--------–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, გ------- ც----–-–---–ის ტანსაცმელი - ჯინსის შარვალი, მაისური, ერთი წყვილი ჩუსტი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური