განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2018
საქმის ნომერი
340100118002289574
დავის ტიპი
124
თარიღი
05.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002289574

№1/37-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 მარტი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - თე-–--- ხა-–--–---ის

ადვოკატ - ლ--–- ჩა---–-–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: თე-–--- ხა-–--–---ი

მამის სახელი: ბე--------

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ყა-------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

კვალიფიკაცია: თე-–--- ხა-–--–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 17 საათზე, თე-–--- ხა-–--–---მა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, თავისი მეგობრის ემ----- მა-------ის მართვის ქვეშ მყოფი, მერსედესის მარკის მოძრავი ავტომანქანიდან, არ გაითვალისწინა რა მოსალოდნელი შესაძლო შედეგი, ისროლა ლუდის ნახევარლიტრიანი შუშის ცარიელი ბოთლი, რომელიც ფეხში მოხვდა გზის ნაპირზე მდგომ სე----- და-----–---–ს, რის შედეგადაც მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

თე-–--- ხა-–--–---ს 2017 წლის 31 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 17 საათზე, თე-–--- ხა-–--–---მა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, თავისი მეგობრის ემ----- მა-------ის მართვის ქვეშ მყოფი, მერსედესის მარკის მოძრავი ავტომანქანიდან, არ გაითვალისწინა რა მოსალოდნელი შესაძლო შედეგი, ისროლა ლუდის ნახევარლიტრიანი შუშის ცარიელი ბოთლი, რომელიც ფეხში მოხვდა გზის ნაპირზე მდგომ სე----- და-----–---–ს, რის შედეგადაც მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ სე----- და-----–---–ის, მოწმეების - მა-- და-----–---–ის, კახა და-----–---–ის, ემ----- მა-------ის, ბე--–-- დუ------–---ის, თავად ბრალდებულ თე-–--- ხა-–--–---ის ჩვენებებით, ნიმუშის აღების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თე-–--- ხა-–--–---მა მოძრავი ავტომანქანიდან ისროლა ლუდის შუშის ცარიელი ბოთლი, რომელიც ფეხში მოხვდა გზის ნაპირას მდგომ სე----- და-----–---–ს, რის შედეგადაც მან მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებლად ჩადენილი უნდა იყოს გაუფრთხილებლობით. იგი შეიძლება გამოიხატოს ისეთ მოქმედებაში, როდესაც ბრალდებული ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგს.

 

მძიმეა ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.

მოცემულ შემთხვევაში, თე-–--- ხა-–--–---მა არ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგი, ისროლა ლუდის ბოთლი მიმავალი მანქანიდან, რითაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა სე----- და-----–---–ს.

 

ამრიგად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე-–--- ხა-–--–---მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თე-–--- ხა-–--–---მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებმა უდავოდ ცნეს, ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა თე-–--- ხა-–--–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელია და მიუთითებს თე-–--- ხა-–--–---ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თე-–--- ხა-–--–---ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

თე-–--- ხა-–--–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

თე-–--- ხა-–--–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასამართლო ითვალისწინებს თე-–--- ხა-–--–---ის პიროვნებას: იგი არ არის ნასამართლევი. მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თე-–--- ხა-–--–---თან მიმართებით აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სასჯელის სახეებისა და სანქციის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

თე-–--- ხა-–--–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებულია შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თე-–--- ხა-–--–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილ იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ლუდის ბოთლი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი