განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117002095413
N1/30-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე,სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი, აკაკი კვინიკაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--- მ--–------ ძე წ-----ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), უ-----–--- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი მ------ ს-----;
ადვოკატი - ნინო ვაჩეიშვილი;
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის ი--–---- თვის ეპიზოდი); 2. საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის 10 ა--------- ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2004 წლის იანვრიდან, ა-----------–ი ქორწინებაში იმყოფება გ--- წ-----ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ლ---- წ-----ე (დ-------------) და დ-------- ჯუღელი (06.0--2---). 2017 წლის ი--–---- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--- წ-----ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს, ა-----------–ს ესროლა მობილური ტელეფონი, რაც მოხვდა შუბლის არეში. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ლ---- წ-----ე. გ--- წ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ა-----------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2004 წლის იანვრიდან, ა-----------–ი ქორწინებაში იმყოფება გ--- წ-----ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ლ---- წ-----ე (დ-------------) და დ-------- ჯ------–ი (06.0--2---). 2017 წლის 10 ა---------, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში მდებარე ა-----------–ის მშობლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--- წ-----ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ა-----------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც კისერში მოუჭირა ხელი, მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტყა მუშტი ტუჩის არეში. აღნიშნულს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ლ---- წ-----ე და დ-------- ჯ------–ი. გ--- წ-----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ა-----------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლომ დაადგინა:
3. 2017 წლის ი--–---- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია) და 2017 წლის 10 ა---------, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლსა და ა-----------–ის მშობლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--- წ-----ეს ა-----------–ის მიმართ, ლ---- წ-----ისა და დ-------- ჯ------–ის თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ:
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–- ჭ------ემ განაცხადა, რომ მისი შვილი, ა-----------–ი და გ--- წ-----ე 13 წელია არიან ცოლ-ქმარი და იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ ორი შვილი, ლ---- წ-----ე და დ-------- ჯ------–ი.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ლ---- წ-----ემ განაცხადა, რომ გ--- წ-----ე არის მისი მამა, ხოლო ა-----------–ი დედა. ისინი, 2017 წლის აგვისტომდე ცხოვრობდნენ ერთად.
6. 2004 წლის 18 სექტემბრის ლ---- წ-----ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ა-----------–ი, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია გ--- წ-----ე.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- წ-----ე და დაზარალებული ა-----------–ი არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–- ჭ------ემ განაცხადა, რომ მისი შვილი, ა-----------–ი და გ--- წ-----ე 13 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰყავთ ორი შვილი - ლ---- წ-----ე და დ-------- ჯ------–ი. ისინი ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში, გ--- წ-----ის საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის ივნისის თვის ბოლოს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მისი შვილი - ა-----------–ი, შვილებთან ერთად მივიდა მასთან სახლში და უთხრა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა და წამოვიდა. ა-----------–ი „შეხებული“ და ნაცემი იყო, „თვალის უპეები“ ჰქონდა დალურჯებული, უთხრა, რომ თავი ტკიოდა. სხვა დაზიანებები არ შეუმჩნევია. ა-----------–ს არ უთქვამს მისთვის, ვინ მიაყენა დაზიანებები, თავად მიხვდა, რომ მეუღლე მიაყენებდა. ამის შემდეგ გ--- წ-----ე ხშირად მიდიოდა მათთან სახლში და მეუღლეს, ა-----------–ს სთხოვდა შერიგებას. 2017 წლის 10 ა---------, გ--- წ-----ე და ა-----------–ი საუბრობდნენ ეზოს გარეთ, ჭიშკართან, თავად, სახლში იყო და საოჯახო საქმეებს აკეთებდა. შვილიშვილები - ლ---- წ-----ე და დ-------- ჯ------–ი იყვნენ მასთან სახლში. გ---ს და ანას საუბარი არ ესმოდა. შემდეგ, ა-----------–ისგან გაიგო, რომ გ--- წ-----ე ესაუბრებოდა შერიგებაზე, რა დროსაც მოხდა კონფლიქტი მათ შორის. ამის შემდეგ, ანამ დაურეკა მამიდამისს და ადგილზე მივიდა პოლიცია.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ლ---- წ-----ემ განაცხადა, ცხოვრობს დედასთან ა-----------–თან, ბებიასთან მ-----–- ჭ------ესთან, დეიდასთან ი--- ჯ------–თან და ოთხი წლის ძმასთან, დ-------- ჯ------–თან ერთად ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში. მამა, გ--- წ-----ე ცხოვრობს ცალკე იმავე სოფელში. ისინი ერთი თვეა აღარ ცხოვრობენ მამის სახლში და გადავიდნენ ბებიასთან. დედას და მამას ერთი წელია დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მამა, გ--- წ-----ე დედას ეკამათებოდა და უყვიროდა ძირითადად მაშინ, როდესაც ნასვამი იყო. 2017 წლის ი--–---- თვის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, სანამ მამის სახლიდან წამოვიდოდნენ, მამამ და დედამ იჩხუბეს, რასაც შეესწრო პირადად. გ.წ-----ე, სახლიდან იყო წასული და თან ჰქონდა წაღებული ა.ჯ------–ის ტელეფონი. როდესაც გ.წ-----ე მივიდა სახლში, დაუწყო ყვირილი ა-----------–ს, „ვისი ტელეფონით დამირეკეო“ და ესროლა ტელეფონი, რომელიც ა.ჯ------–ს მოხვდა შუბლში. დედამ უთხრა, რომ მას ძალიან ეტკინა და გაუსივდა ის ადგილი, სადაც ტელეფონი მოხვდა. სისხლი არ წამოსვლია. რამდენიმე დღეში დედამ, ა-----------–მა უთხრა, რომ აღარ უნდოდა გ--- წ-----ესთან ერთად ცხოვრება და აპირებდა თავისი მშობლების სახლში დაბრუნებას. ისინი გადავიდნენ ბებიის სახლში. 2017 წლის 10 ა---------, საღამოს საათებში, გ--- წ-----ე მივიდა მათთან სახლში და ესაუბრებოდა ა.ჯ------–ს. გ.წ-----ე იყო ძალიან ანერვიულებული და მშობლები რას საუბრობდნენ არ ესმოდა. ის წავიდა მაღაზიაში და როდესაც დაბრუნდა, მამა, ისევ ესაუბრებოდა დედას, ოღონდ უფრო ხმამაღლა. შევიდა სახლში და შემოესმა დედის ხმა, რომელიც მამას უყვიროდა, „წადი თავი დამანებეო“. ამ დროს გავიდა ჭიშკართან გარეთ, სადაც ა-----------–ი და გ--- წ-----ე იყვნენ. მოწმის განმარტებით, დედა ა-----------–ი ამ დროს იყო ძალიან აღელვებული, შევიდა ეზოში და ჩაკეტა ჭიშკარი. თვითონ დარჩა ჭიშკრის გარეთ მამასთან ერთად. დედამ რა დროს დარეკა პოლიციაში არ იცის და არც ის დაუნახავს, როდის დაარტყა დედას სახეში მამამ. როდესაც პოლიცია მივიდა, შემდეგ გაიგო, რომ მამამ დაარტყა სახეში ერთხელ დედას.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---- შ-----–---- განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------ ს----ში ა-----------–ის მეზობლად. 2017 წლის 30 ა--------- იმყოფებოდა სახლში რა დროსაც შემოესმა ხმაური. როდესაც გარეთ გაიხედა, დაინახა, რომ გ--- წ-----ე ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე და იგინებოდა. აღნიშნულზე მ-----–- ჭ------ემ და ა-----------–მა არაერთხელ მოუწოდეს მას დაწყნარებულიყო, რა დროსაც გ.წ-----ე შეუბრუნდა მათ და შეიგინა. მოწმის განმარტებით ის არასდროს შესწრებია გ.წ-----ის მიერ ოჯახის წევრებზე ძალადობის ფაქტს და მას ახასიათებს შვილებზე მზრუნველ ადამიანად.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ს-----–---–მა განაცხადა, რომ გ--- წ-----ის ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკითხა დაზარალებული ა-----------–ი, მოწმეები მ-----–- ჭ------ე და ჯ---- შ-----–--ე. ასევე, 2017 წლის 10 ა--------- შესული შეტყობინების საფუძველზე, გ--- წ-----ის მიერ ა-----------–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოსცა შემაკავებელი ორდერი.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- ქ-----–---–მა განაცხადა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვან მოწმეს, ლ---- წ-----ეს დაუნიშნა საპროცესო წარმომადგენელი და დაკითხა მოწმის სახით. ასევე, დაკითხა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი და სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ცნობა გ--- წ-----ის მიმართ.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- გ--–------მ განაცხადა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, გ--- წ-----ის მიერ ა-----------–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებისა, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული. დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ა-----------–ის მიმართ. დაკითხა გ--- წ-----ე და გადასცა მას სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები.
15. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-----------–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
16. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ--- წ-----ემ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 15 ა--------- გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 11.0--2----–--–------------------ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა-----------–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით (ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით: 0,7X0,2სმ.). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.0--2----- აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------------ემ.
18. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის ან/და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მი---ნს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
19. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ--- წ-----ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ--- წ-----ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ--- წ-----ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ--- წ-----ის მხრიდან დაზარალებულ ა-----------–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ--- წ-----ეს დაზარალებულ ა-----------–ის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
20. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
23. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატი---ცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--- წ-----ის მიერ ა-----------–ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ორი მოწმის - მ-----–- ჭ------ისა და ლ---- წ-----ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ--- წ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ 2017 წლის ი--–---- თვეში და 2017 წლის 10 ა---------, გ--- წ-----ემ ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის ა-----------–ის მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. შესაბამისად, სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ გ--- წ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ მოწმეების ჩვენებების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, გ--- წ-----ე მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--- წ-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის ი--–---- თვის ეპიზოდი) და სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 10 ა--------- ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
გ--- წ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
გამართლებულ გ--- წ-----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--- წ-----ე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იმყოფება პატიმრობაში და არ არსებობს მისი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლების საფუძველი;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე