გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.03.2018
საქმის ნომერი
200310017001809511
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310017001809511

საქმე №3/37-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

 

09 მარტი, 2018 წელი ქ. თ--–---

 

თ--–---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თა------------ე

სხდომის მდივანი - ფი------------ე, მი----–-------–---–ი

 

მოსარჩელე - ნი--------------–---–ი (პ.ნ 4----------)

 

წარმომადგენელი - ლა-–----------–---–ი (პ.ნ 2----------)

 

მოპასუხე -თ--–---ს მუნიციპალიტეტის მერია

 

წარმომადგენელი - ელ----------------–ი (პ.ნ. 2----------)

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (სამუშაოზე აღდგენა), განაცდური ხელფასის და ხელფასის დაყოვნების თანხის ანაზღაურება

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 24-ე 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

ნი--------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქი თ--–---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 02 სექტემბრის N799 ბრძანება თვითმმართველი ქალაქი თ--–---ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა განყოფილების სპეციალისტის ნი--------------–---–ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, თვითმმართველი ქალაქი თ--–---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 18 იანვრის N26 ბრძანება თვითმმართველი ქალაქი თ--–---ს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა განყოფილების სპეციალისტის ნი--------------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და თ--–---ს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ნი--------------–---–ის მიმართ

 

სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელე მხარეს დაუბრუნდეს 2017 წლის 16 თებერვალს სს „ტერა ბანკი“-ს მეშვეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით: საკრედიტო საგადასახადო დავალება №1, გადამხდელი: ნი--------------–---–ი, პირადი №4----------, გადამხდელის ანგარიშის №GE22KS0450101450151002; მიმღები ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თ--–---) სახაზინო კოდი: 300853150, შემოტანის დანიშნულება: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე. ბანკის/ხაზინის კოდი TRESGE22, თანხა -100 (ასი) ლარი.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა) თ--–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თ--–---, აღმაშენებლის ქ. N41) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თა------------ე