გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.03.2018
საქმის ნომერი
020350018002342586
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020350018002342586 (3/34-18)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის

დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე

 

09.03.2--- წელი ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ანა კვირტია

 

შუამდგომლობის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი ნა------------–-–---–-, ეკ------------------ა

 

დროებითი განთავსების ცენტრში მოსათავსებელი პირი აბ-----–------------------------–--ი

თარჯიმანი ვა-------------------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე

 

განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა პირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

შუამდგომლობის შემოტანის თარიღი და დრო: 09.03.2--- წ. 14:30 სთ.

 

შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

07.03.2--- წ, 22:00 საათზე განხორციელდა იე---------------–---ს მოქალაქე აბ-----–------------------------–--ის დაკავება და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების (ფოთის) იზოლატორში გადაყვანა.

მიგრაციის დეპარტამენტმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და 08.03.2--- წჩატარდა გასაუბრება მასთან, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი.

გასაუბრების დაწყებისას პირს განემარტა გასაუბრების მიზანი, კანონით დადგენილი უფლებები. გასაუბრება მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ არაბულ ენაზე თარჯიმან ვა-------------------ის მონაწილეობით.

გასაუბრებაზე მან განმარტა, რომ 1--- წლის 21 ოქტომბერს დაიბადა იე---------------–---–ი, ქ. სა--–ი. სამშობლოში მიღებული აქვს საშუალო განათლება. იგი არის დასაოჯახებელი და თავის ქვეყა--–ი არასდროს უმუშავია. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2--- წლის ოქტომბრის თვეში “თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ საუდის არაბეთის ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოში სწავლის დაწყების მიზნით. საქართველოში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინის განხრით, სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე. აღნიშნული პროფესიით პირმა საქართველოში ისწავლა 1 (ერთი) წლის განმავლობაში. საქართველოში ჩამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ მიმართული ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით, რომელიც დაუკმაყოფილეს ერთი წლის ვადით. აღნიშნულ დოკუმენტის ვადა ამჟამად ამოწურულია. ქ.თბილისში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, რომლის მისამართი მას არ ახსოვს. 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაიცნო ლიბანის მოქალაქე, ვინმე აბ---------ი, რომელიც დაპირდა 2500 (ორიათას ხუთასი) დოლარის სანაცვლოდ დაუმზადებდა მის კუთვნილ სამგზავრო დოკუმენტში რუსეთის ფედერაციის ვიზას. აღნიშნული თანხა მან გადაუხადა და შემდგომ აბ---------მა მოტყუებით გადაიყვანა აფხაზეთის მიმართულებით. სადაც იგი იქნა დაკავებული და მოიხადა სასჯელი 5 (ხუთი) თვის ვადით. გასაუბრების დასასრულს მან განმარტა, რომ საქართველოში არ ჰყავს ახლობლები და ნათესავები, არ გააჩნია ფინანსური სახსრები იგი აცნობიერებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და სურს საქართველოში დარჩენა.

შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს იე---------------–---ს მოქალაქე ა------–-----------------------–-----------------------------------; დაბადებული: 21.10.1--- წ; პასპორტი O6------) მოთავსდეს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

შუამდგომლობის აღმძვრელი ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებული იქნას და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გასულია წარმოდგენილი პირის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა და საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე, საქართველოში არ ჰყავს ნათესავები, არ არის რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე და არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც ზრდის ალბათობას იმისას, რომ იგი არ ითანამშრომლებს მიგრაციის დეპარტამენტთან, მიიმალება და თავს აარიდებს მისი საქართველოდან გაძევების პროცედურებს, რაც ხელს შეუშლის საქართველოდან გაძევების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მასთან კომუნიკაციას.

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად თანახმად, საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე.

 

სასამართლო საქმის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლის და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3, მე-4, მე-5, პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142 მუხლის და „უცხოელის დაკავებისა და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს N631 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე, წარმოდგენილი პირი უნდა მოთავსდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

 

ბრძანების შესრულება უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს. მასვე განემარტოს, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლების მე-5 პუნქტის თანახმად, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვემდე ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2142-ე მუხლით და ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით,ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. იე---------------–---ს მოქალაქე ა------–-----------------------–-----------------------------------; დაბადებული: 21.10.1--- წ; პასპორტი O6------) მოთავსდეს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვემდე ვადით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 07.03.2--- წ, 22:00 სთ.

 

3. ბრძანების შესრულება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრს.

 

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის ბრძანების გადაცემიდან 5 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მისამართი ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა