განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5--18 (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ცი-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შა-–-- თე----------ს ძე თა---- - დაბადებული 19-- წლის 2- ივ-–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.სამტრედია, სოფელი მთ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შა-–-- თა----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 14 მაისს დაახლოებით 23:45 საათზე, სა---------- გ----- საავტომობილო გზაზე, სოფელი და-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მერსედესის მარკის ავტომობილში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა შა-–-- თა----მ შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ლო------ სა------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახისა და თავის არეში ურტყამდა მუშტებს და ფეხებს, ქაჩავდა თმებს და თავი დაარტყმევინა ე.წ „როტპედოზე“. პარალელურად აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შა-–-- თა---ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ლო------ სა------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამტრედიის რაიონ სოფელ გ---–- მისვლისას შა-–-- თა----მ კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი ქმედება, მან ლო------ სა------ თმით შეათრია ოთახში სადაც იმყოფებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი გი------ თა----, რომელსაც ხმაურზე გამოეღვიძა. შა-–-- თა----მ გი------ თა---ის თანდასწრებით განაგრძო ლო------ სა-----ისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდგომაც ოთახში მალევე შევიდა შა-–-- თა---ის და ლო------ სა-----ის ქალიშვილი ა-- თა----, რომელმაც სცადა შა-–-- თა---ის დაწყნარება და ლო------ სა-----ის დაცვა, თუმცა შა-–-- თა----მ ა-- თა----საც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ესროლა სკამი, რომელიც ა-- თა----ს მოხვდა თავის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ლო------ სა-----ის, ა-- თა---ის, თ----- თა---ის, შა-–-- თა---ის, გ--- სუ-–------ის, ს------ შე----–--ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა დასკვნა, ა-- თა---ის თელეფონის, საოჯახო სკამის და ლო------ სა-----ის კაბის დათვალიერების ოქმები და სხვ.) ერთობლიობა შა-–-- თა---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ შა-–-- თა----მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შა-–-- თა---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შა-–-- თა----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შა-–-- თა---ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 200 (ორასი) საათის ოდენობით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შა-–-- თა---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
გაუქმდეს შა-–-- თა---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ლო------ სა-----ის კაბა და საოჯახო სკამი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
ლო------ სა-----ის სისხლის ნიმუში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი