განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100118002281094 (№1/7)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07.03.2018 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ჯ---------------ე
დაბადებული: 02.03.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 0----------
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: აბაშის რაიონი, სოფელი მ-----ი
ადვოკატი - თ-------–-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2017 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე აბაშის რაიონის სოფელ მ-----ჭალაში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯ---------------ემ მეუღლეს, თ---------------–-ილს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც თ---------------–-ილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
2. ბრალდებულ ჯ---------------ეს არ ჩაუდენია არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
3. დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები ადასტურებენ ბრალდებულ ჯ---------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოსთვის არ მომხდარა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ჯ---------------ის ბრალეულობას.
ბრალდებულმა ჯ---------------ემ თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა დუმილის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. მოწმემ, მ----------------–--მ განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, იქნებოდა ღამის 1200 საათი, იწვა, შემოესმა აყალმაყალივით, შემდეგ ჯონის ბავშვებმა დაუძახეს დედა არის ცუდად და სასწრაფოს დაურეკეო, რომ მივიდა ჯონი იქ არ უნახავს, მარტო თამარი დახვდა წაქცეულ მდგომარეობაში აივანზე, აიყვანა და სახლში შეიყვანა. თამარმა უთხრა, ცუდად ვარ და სასწრაფოს დაურეკეო. მე და ჯონიმ ცოტა რაღაც წავილაპარაკეთო ასე უთხრა. ჯონი მეზობელთან ყოფილა გადასული, მეტი არაფერი იცის. თამარს არაფერი არ ეტყობოდა, მეუღლეზე არაფერი უთქვამს, ბავშვები სალაპარაკოდ არ უნახავს. წინა მეზობელთან რომ გადავიდა ჯონი იყო დაჭრილი, თვითონ დაიჭრა თავიო.
5. მოწმემ, თ---------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს საღამოს ის და მისი მეუღლე იყვნენ ჯ---------------ესთან გადასული, სადაც ჯონიმ და მისმა მეუღლემ თითო ჭიქა დალიეს, ნახევარ საათში დაბრუნდნენ სახლში. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჯ---------------ის ეზოში ატყდა ჩოჩქოლი, გადავიდა, ჩხუბობდნენ ჯ---------------ე და მისი მეუღლე, რატომ კამათობდნენ არ იცის, ჯონის დაუძახა და წამოიყვანა, დატოვა მასთან სახლში. ჯონი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ერთმანეთზე იყვნენ ჩაჭიდებული და ჩხუბობდნენ, თამარს დაზიანება არ ეტყობოდა, თამარის არ უთქვამს ჯონიმ რომ სცემა. თამარისთან, რომ იყო გადასული გაიგონა დედამთილის ყვირილი, გადავიდა სახლში სადაც ჯ---------------ემ მიიყენა თვით ჭრილობა. ხელის გარტყმა არ ყოფილა, ერთმანეთზე იყვნენ ჩაჭიდებული. ერთმანეთს იყვნენ ჩაჭიდებული, ჯონის წამოსვლა უნდოდა, თამარი არ უშვებდა, ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქნია.
6. მოწმემ, ა---------–-----–--მ განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს ჯ---------------ესთან იყო გადასული, დაილოცეს და წამოვიდა, ღამის 1200 საათი იქნებოდა დაიშალნენ, სახლში მივიდა და დაიძინა, არაფერი გაუგია, რომ გაეღვიძა ნახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება იყო, ჯონი გაჰყავდათ მისი სახლიდან, მეუღლისგან გაიგო ჯონიმ იჩხუბაო სახლში, სცემენ ერთმანეთსო.
7. მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს იყო მორიგე, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება, აბაშის რაიონის სოფელ მ-----ჭალაში მცხოვრები თ---------------–-ილი ითხოვდა პოლიციის დახმარებას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც ნახეს თ---------------–-ილი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ჯ---------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ჯ---------------ე მეზობელთან იყო გადასული, როდესაც გამოვიდნენ და უნდა ენახათ, სასწრაფო დახმარების მანქანა გაჩერდა, იყო ხმაური შიგნით შევიდნენ, ნახეს პიროვნება იატაკზე იწვა დაჭრილ მდგომარეობაში, ოჯახური პრობლემების გამო თავი დაიჭრა დანითო. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, თ---------------–-ილმა მიუთითა და აჩვენა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე სამზარეულო ოთახი სადაც არასრულწლოვან შვილებთან ერთად მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ასევე მისმა მეუღლემ მიაყენა არასრულწლოვან შვილებთან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გარეგნულად სახეზე აღენიშნებოდა წითელი ფერის დაზიანებები
8. მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-------–-–-----–-ამ განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს იმყოფებოდა შემოვლით ჯგუფში, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ჯ---------------ის სახლში, სადაც მეუღლე თამარმა განმარტა რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასთან იმყოფებოდა არასრულწლოვანი შვილები. მან მიუთითა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე სამზარეულო ოთახზე და ეზოში სახლის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეუღლე ჯ---------------ე კი იმყოფებოდა წინა მეზობელთან, გადავიდნენ სადაც ნახა ჯ---------------ე იყო იატაკზე დაჭრილ მდგომარეობაში, ჭრილობა მიყენებული ჰქონდა თავისი ხელით, სასწრაფო დახმარებით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა, თამარს აღენიშნებოდა სახეზე სიწითლეები.
9. მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა---------------მ განმარტა, რომ 2018 წლის დასაწყისში აღძრული იყო საქმე ჯონი მარჯანძის მიმართ, მისი მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, აღნიშნულ საქმეზე სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული იქნა განჩინება ჯ---------------ის დაკავების შესახებ, მის მიერ 2018 წლის 6 იანვარს მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია რომ ჯ---------------ე იმყოფებოდა სამტრედიაში მისი დის საცხოვრებელ ბინაში, რაც მოახსენა ხელმძღვანელობას.
10. მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ---------------ანმა განმარტა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს აბაშის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა აბაშის რაიონის სოფელ მ-----ჭალაში მცხოვრებ თ---------------–-ილის სახლში, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, მის მიერ გამოკითხული იქნა თ---------------–-ილი და ჯ---------------ე, გაირკვა რომ თ---------------–-ილი იყო მსხვერპლი, ხოლო ჯ---------------ე მოძალადე, დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი ჯ---------------ის მიმართ 30 დღის ვადით. გამოკითხვებში დაფიქსირდა, რომ თ---------------–-ილს ფსიქოლოგიური ზეწოლა ჰქონდა ჯ---------------ის მხრიდან. რაც შეეხება აღნიშნულ საქმეს, საქმიდან გამომდინარე იცის ჯ---------------ემ იძალადა მის მეუღლეზე და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სამსახურიდან გამომდინარე გაიგო, სამმართველოს თანამშრომელია, კონკრეტულად ინფორმაცია პირადად არავისგან არ მიუღია.
11. მოწმემ, გამომძიებელმა დ------------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს აბაშის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, თ---------------–-ილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც თ---------------–-ილმა განმარტა, რომ მისმა მეუღლემ ჯ---------------ემ საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში და ეზოში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სცემა. დაკითხული იქნა მოწმეები, მათ შორის შვილები, რომლებმაც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი, შვილები ესწრებოდნენ დანაშაულის ფაქტს, განჩინების საფუძველზე ჯ---------------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. თ---------------–-ილმა განმარტა, რომ მეზობლის თ---------–--ის სახლში ჯ---------------ემ დანით მიიყენა თვითდაზიანება, საიდანაც ამოღებული იქნა დანა, მაისური და ქსოვილი სისხლის მაგვარი ლაქებით.
12. მოწმემ, ექსპერტმა შ--------------ემ განმარტა, რომ მის მიერ ჯ---------------ის მიმართ სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, შპს ჯეო ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად გაიცა დასკვნა, რომლის თანახმად ჯ---------------ემ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 27.12.2017 წლის 02:18 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 10:00 საათზე დიაგნოზით: მუცლის წინა კედლის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. ექსკორაციები ტორსის არეში. მწვავე ფსიქიური აშლილობის შემდეგ განვითარებული სუიციდის მცდელობა. დაზიანებები ექსკორიაციების განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებულნი ექსკორიაციები მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მუცლის წინა კედელზე არსებული ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა განვითარებული იყო რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული აღნიშნული ჭრილობა მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ფიზიკურად არ შეუმოწმებიათ.
13. მოწმემ, ექსპერტმა მ-------------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს მის მიერ შემოწმებული იქნა თ---------------–-ილი, რომლის განმარტებით 2017 წლის 27 დეკემბერს დაახლოებით 00:15 საათზე აბაშის რაიონის სოფელ მ-----ში თავის სახლში მეუღლემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელებით და ფეხებით მიაყენა სხეულის დაზიანებები. დაზიანების მიღების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. უჩიოდა ღებინების შეგრძნებას და ძლიერ ტკივილებს თავის არეში. ზედა ტუჩის მიდამოში შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი-კიდეებისა და კონტურების მქონე, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები. მარჯვენა ლოყის მიდამოში შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის და ფორმის სისხლჩაქცევა. შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი-კიდეების და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. მარცხენა საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის და ფორმის სისხლნაჟღენთი. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის არამკვეთრი-კიდეების და კონტურების მქონე, მომწვანო ფერის, პერიფერიაზე მოყვითალო ელფერით სისხლნაჟღენთი ზომით 2.2X1.3 სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა დასწვრივად მდებარე, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჩატარებული პირადი შემოწმებისას თ---------------–-ილს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და სისხლჩაქცევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის, საგნების, ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარცხენა მხარის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში და მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მკვრივ ბლაგვ საგნებს მიეკუთვნება საგნები რომლებსაც გააჩნია მკვრივი ბლაგვი ზედაპირი. საგნები რომელსაც გააჩნია მკვრივი ბლაგვი ზედაპირი მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგნებს, ასევე ადამიანის ნატურალური იარაღი, თავი, ფეხი, ხელი, კბილი და ა.შ მიეკუთვნება მკვრივ ბლაგვ საგნებს.
14. მოწმემ, ექსპერტმა ი-----–--------მ განმარტა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს იყო მორიგე, რა დროსაც შემოვიდა გამოძახება, აბაშის რაიონის სოფელ მ-----ჭალაში გამომძიებელი დ------------–-–---–ი ითხოვდა მათ დახმარებას, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდა დაზარალებული თ---------------–-ილი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ სცემა, მის მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი, მეორე სართულზე მისაღებზე, სადაც სცემა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და შემდეგ ეზოში, სადაც მისი განმარტებით სცემა მეუღლემ. შემდეგ გადავიდა წინა მხარეს მეზობლის სახლში სადაც ოჯახის დიასახლისმა განუმარტა, რომ თ---------------–-ილის მეუღლემ პირველი სართულის მისაღებ ოთახში მიიყენა თვით დაზიანება, საიდანაც ამოღებული იქნა დასაკეცი დანა, მაისური მოწითალო ლაქებით და ნაჭერი მოწითალო ლაქებით, რაც დაილუქა ადგილზე.
15. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, დაზარალებულმა თ---------------–-ილმა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღლის, ბრალდებულ ჯ---------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
16. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, ლ---------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მამის, ბრალდებულ ჯ---------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
17. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, ბ------------------–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მამის, ბრალდებულ ჯ---------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
18. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, თ----------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებებით და უარი განაცხადა ძმის, ბრალდებულ ჯ---------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
19. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, ფ--–--------------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებებით და უარი განაცხადა ძმის, ბრალდებულ ჯ---------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სამართლებრივი შეფასება:
20. სასამართლოს მიჩნია, რომ იმ მოწმეების ჩვენებებით რომლებმაც მხოლოდ სხვა პირთაგან გადმოცემით გაიგეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით თ---------------–-ილისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და სავარაუდოდ მისი ჩამდენი პირის შესახებ, ჯ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება შეუძლებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის # 1/1/548 გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტი.
21. ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჯ---------------ის მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით თ---------------–-ილზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი უტყუარად დადასტურებული არ არის. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა. მხოლოდ ერთადერთი მოწმე, თ---------–--ე იყო პირდაპირი მოწმე, რომელიც შეესწრო ჯ---------------ისა და მისი მეუღლის კამათს. სასამართლო პროცესზე აღნიშნულმა მოწმემ განაცხადა, რომ ჯ---------------ის მხრიდან მეუღლის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ისინი ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, რადგან თ---------------–-ილი ცდილობდა არ გაეშვა ჯ---------------ე ეზოდან.
22. სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ჯ---------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების თანახმად ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
24. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში ჯ---------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
25.მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებითი სტანდარტი არასაკმარისია გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. ამასთან სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და ბრალდების ფორმულირება არ უნდა შეიცავდეს გაურკვეველ და ბუნდოვან ელემენტებს, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას იქონიებს თავად ამ ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით, ზუსტად უნდა ერგებოდეს კონკრეტული ქმედების აღწერილობას, რომლის ჩადენასაც ედავებიან პირს და არ უნდა იწვევდეს ეჭვს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის ქმედებებს ამ ფორმულირების ფარგლებში.
26.საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯ---------------ის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დადასტურება და იგი უნდა გამართლდეს.
28. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებით მხარეებისთვის უზრუნველყოფილია შეჯიბრებითობის პროცესი. აღნიშნული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებების მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა ანალიზის მხრივ. ბრალდებულსა და მის დამცველს ენიჭებათ უფლებამოსილება პარალელურად და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად გამოავლინონ და შეაგროვონ ის მონაცემები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს ბრალდების გამაქარწყლებელ მტკიცებულებათა სახით. საქმის განხილვისას სასამართლომ განაჩენს საფუძვლად უნდა დაუდოს მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ჯ---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე -277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ჯ---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ჯ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ჯ---------------ე დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს დაკავებიდან, სხდომის დარბაზიდან.
3. განემარტოს გამართლებულ ჯ---------------ეს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენი შეიძლება მხარეების მიერ გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.სენაკი რუსთაველის ქ.N247).
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე