განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/61-17.წ
გამოძიების ნომერი N041201216001
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გუ------ ტა--–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შა-–-- შა---–----ე
მამის სახელი: ნო------
პირადი ნომერი: N1----------
დაბადების თარიღი: 02.08.1979 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ეროვნება: ქართველი
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: ვანი, სოფელი გორა
ადვოკატი: ნანა სოხაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ქ.ქუთაისში, ი.ჭა------ის გამზირი N15-17-ში მდებარე, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ, 2016 წლის 20 დეკემბერს, არასრულწლოვანი შვილის ნა---- შა---–----ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნა---- შა------ას. რის გამოც, შა-–-- შა---–----ის ქმედების შედეგად ნა---- შა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ ჩაიდინა, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული--ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნა---- შა------ამ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ ბრალდებულ შა-–-- შა---–----ესთან 2002 წლიდან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, იო-- და ნა---- შა---–----ეები, იგი მეუღლესთან ამჟამად არ ცხოვრობს. ყოფილ მეუღლესთან შა-–-- შა---–----ესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს, თავის არასრულწლოვან შვილთან ნა---- შა---–----ესთან ერთდ იმყოფებოდა სახლში. რა დროსაც, მათთან მივიდა ბრალდებული შა-–-- შა---–----ე, იმის გამო, რომ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ნა---- შა---–----ემ, წინა დღეს დაურეკა მას სკოლის საბუთების თაობაზე და არა იმის გამო, რომ ბავშვები იყვნენ ცუდად ან ითხოვდნენ მამისაგან დახმარებას. როდესაც გააღო სახლის კარები იქ დახვდა ბრალდებული შა-–-- შა---–----ე, ადასტურებს, რომ მან თავი ვერ შეიკავა და მის დანახვაზე დაიწყო ყვირილი, ხოლო, ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ ამ დროს მკერდის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, დარტყმის შედეგად იგი უკან წაიქცა და თავი ჩამოარტყა იქვე არსებულ მაგიდის კიდეს. ამ ფაქტს შეესწრო სახლში მყოფი მათი 11 წლის შვილი ნა---- შა---–----ე. აღნიშნული დარტყმის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. იგი უარყოფითად ახასიათებს მის ყოფილ მეუღლეს ბრალდებულ შა-–-- შა---–----ეს და მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი არის მოძალადე და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი. აღნიშნულის მიზეზად მიუთითებს იმას, რომ ბრალდებული წარსულში რამდენჯერმე არის ნასამართლევი და ძალიან დიდი ხანი აქვს ციხეში გატარებული. განმარტავს, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ ბრალდებული ხშირად იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მეზობლებს უხდიდა ფულს, რათა პატივისცემა მოეპოვებინა და მათ ნაკლები ყურადღება მიექციათ მისთვის. ადასტურებს, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს, ღამის საათებში იმყოფებოდა მისი შვილის ნათლიის მა----–- სვ----ის ოჯახში, რა დროსაც, მა----–- სვ----ის ახლობლის ტელეფონით მისმა შვილმა ნა---- შა---–----ემ ნამდვილად დაურეკა ბრალდებულს შა-–-- შა---–----ეს, რომ ჩასულიყო მასთან და მიეტანა საბუთები სკოლის საქმესთან დაკავშირებით. 2016 წლის 20 დეკემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყო--ნა თავად ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ. რის გამოც, მათთან მივიდა საპატრულო ,,ეკიპაჟი“ და ისინი დაკითხეს პოლიციის განყოფილებაში. ასევე, პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა მისი არასრულწლოვანი შვილი ნა---- შა---–----ე მისი დასწრების გარეშე. ხოლო, რაც შეეხება მის გამოკითხვას, მასზე რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული იქნა მხოლოდ 2016 წლის 20 დეკემბერს მომხდარი ფაქტის ირგვლივ.
მოწმის სახით დაკითხულმა, სოციალური სამსახურის თანამშრომელმა მზევინარ ღაჭავამ განმარტა, რომ იგი არის სოციალური მუშაკი, რის გამოც, ქუთაისის პოლიციის მე-4 განყოფილებაში ესწრებოდა არასრულწლოვან ნა---- შა---–----ის დაკითხვას და იყო არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი. არასრულწლოვნის გამოკითხვამ ჩაიარა ყველა საპროცესო ნორმის სრული დაცვით. არასრულწლოვანი მოწმეზე დაკითხვის პროცესში რაიმე ზეწოლას დაშინებას ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ როდესაც იგი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს იქვე მყოფმა არასრულწლოვნის დედამ ნა---- შა------ამ ხმამაღლა გამოხატა მის მიმართ უნდობლობა. მაგრამ, პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს მისი დაწყნარება და აღნიშნულს რაიმე სახის ზიანი არ მიუყენებია არასრულწლოვნის გამოკითხვის პროცესისათვის. ნა---- შა------ას მხრიდან მის მიმართ უკმაყოფილება გამოიხატა იმის გამო, რომ მას მანამდეც, როგორც სოციალურ მუშაკს შეხება ჰქონდა ამ ოჯახთან და ნა---- შა------ა უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ სასამართლომ თავის დროზე ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის- შა-–-- შა---–----ის სახლი აირჩია. განმარტავს, რომ არასრულწლოვან ნა---- შა---–----ეს ჩამოყალიბებული აზროვნება აქვს და იგი სწორად აღიქვამს ფაქტებს. ნა---- შა---–----ესგან მისთვის ცნობილია, რომ ამ უკანასკნელ სურს დედასთან ცხოვრება და არ სურს მამის მზრუნველობა. მოწმის განმარტებით, მას თავის დროზე ჰქონდა შენიშვნები ნა---- შა------ას მიმართ, რადგანაც, არასრულწლოვან ნა---- შა---–----ეს ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, რადგანაც დედა- ნა---- შა------ა არ აქცევდა მას სათანადო ყურადღებას.
მოწმის სახით დაკითხული, სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლის თემურ ქავთარაძის განმარტებით, 2016 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ, ილ-- ჭა------ის გამზირის N15 საცხოვრებელ კორპუსში იყო ოჯახური კონფლიქტი. ადგილზე გავიდა პოლიციის ოპერატიული ჯგუფი, რომელთაც განყოფილებაში მიიყვანეს ნა---- შა------ა და შა-–-- შა---–----ე. ნა---- შა------ამ განაცხადა, რომ ის მისმა ყოფილმა მეუღლემ შა-–-- შა---–----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცემა. გამოძიება დაიწყო სსკ 1261 მუხლით. მოწმის განმარტებით, გამოკითხული იქნა შა-–-- შა---–----ე მისი ყველა უფლების დაცვით, ასევე, ყველა უფლების განმარტებისა და კანონის დაცვით გამოკითხული იქნა ნა---- შა------ა. მოწმის განმარტებით, გამოკითხვის დროს ნა---- შა------ას აღენიშნებოდა დაზიანება თვალბუდის არეში.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აღწერა:
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ დაზარალებული ნა---- შა------ა არის მისი ყოფილი მეუღლე. რომელიც არის კონფლიქტური. მათ შორის, განქორწინების შემდეგ, სასამართლოში იყო დავა შვილების მიკუთვნების თაობაზე. სასამართლომ დედას ნა---- შა------ას გამოუყო ბავშვების ნახვის დღეები, რისი წინააღმდეგიც არის მისი ყოფილი მეუღლე. 2016 წლის 19 დეკემბერს საღამოს საათებში თავის არასრულწლოვან შვილთან იო-- შა---–----ესთან ერთდ იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, რა დროსაც, მას ტელეფონზე დაურეკა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. რომელმაც უთხრა, რომ იყო მა----–- სვ----ე, მისი შვილი ნა---- შა---–----ე იყო ავად და წაეყვანა იგი. იგი, დაელაპარაკა მის შვილს ნა---- შა---–----ეს ტელეფონის საშუალებით, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა ქ.ქუთაისში, თა---------ის ქუჩა N31-ში და წაეყვანა იგი სახლში. ბრალდებულის განმარტებით, იგი მეორე დღეს, 20 დეკემბერს დილის საათებში, მისი შვილის ნა---- შა---–----ის წასაყვანად მივიდა მისი ყოფილი მეუღლის- ნა---- შა------ას სახლში. როდესაც ამ უკანასკნელმა კარები გამოაღო, ატეხა ყვირილი ,,რა გინდა აქო“. იგი გაეცალა მის ყოფილ მეუღლეს და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. განმარტავს, რომ მას ნა---- შა------ასთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მიუთითებს, რომ მისი ყოფილი მეუღლე განზრახ უწყობს ,,შანტაჟს“, რომ მოხდეს მისი დაკავება და შვილები დარჩეს მასთან. ითხოვს გამართლებას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა იო-- შა---–----ემ განმარტა, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში იმყოფებოდა მამასთან - ბრალდებულ შა-–-- შა---–----ესთან ერთად საყიდლებზე, როდესაც სამგზავრო ,,მარშუტკით“ მგზავრობდნენ, მამამისს ტელეფონზე დაურეკა უცხო ნომერმა, აღმოჩნდა, რომ ეს ნომერი ეკუთვნოდა ვინმე მა----–- სვ----ეს და ამ უკანასკნელმა უთხრა მის მამას, რომ ,,შენი შვილი ნა---- შა---–----ე არის ჩემთან, დედა არ უვლის და არის უპატრონოდ მიტოვებული. ასევე, აქვს სიცხე ჩამოდი და წაიყვანეო“. შემდეგ მა----–- სვ----ემ ალაპარაკა ნა---- შა---–----ეც, რომელმაც უთხრა ზუსტი მისამართი, თუ სად უნდა მისულიყო და წამოეყვანა იგი. მეორე დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს მამამისი წავიდა მისი დის - ნა---- შა---–----ის წამოსაყვანად, ამ დროს იგი სკოლაში იმყოფებოდა, ხოლო, როდესაც სკოლიდან დაბრუნდა გაიგო, რომ მამამისი შა-–-- შა---–----ე დაკავებული იყო. მოწმე განმარტავს, რომ ამის შემდეგ დაურეკა მის დას ნა---- შა---–----ეს და ჰკითხა თუ რა მოხდა, ამ უკანასკნელმა აუხსნა, რომ ,,დედამ და მამამ იჩხუბეს და მამა წაიყვანესო“. მოწმის განმარტებით, ზაფხულში, როდესაც მათთან ჩავიდა მისი და ნა---- შა---–----ე, ჰკითხა მას, თუ რა მოხდა 2016 წლის 19-20 დეკემბერს. მისმა დამ ნა---- შა---–----ემ უთხრა, რომ ,, მამა როდესაც სახლში მოვიდა დედასათვის ხელი არ უკრია და არ წაქცეულა, ხოლო, პოლიციას ვუთხარი ის რისი თქმაც დედამ დამავალაო“. ამის შემდეგ მამამ- შა-–-- შა---–----ემ უთხრა ნა----ს, რომ მხოლოდ სიმართლე ეთქვა, თუმცა ნა----მ მამას უპასუხა, რომ ,, მე კი ვიტყვი სიმართლეს მაგრამ, შემდეგ დედა, რომ დაიჭირონო“. მოწმის განმარტებით, ალბათ მის დედას ნა---- შა------ას იმიტომ სურს მისი მამის შა-–-- შა---–----ის დაკავება, რომ შემდეგ თვითონაც წაიყვანოს მასთან და შვილების ,,მათხოვრო--თ“ ირჩინოს თავი. განმარტავს, როდესაც დედის დაუკითხავად ჩადიოდა მათთან ნა---- შა---–----ე მამამისი შა-–-- შა---–----ე სულ ატყობინებდა პოლიციას ამის შესახებ, რომ შემდეგ ,, შარი არ მოედოთ მისთვის“. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, როგორც ეს მისმა დამ ნა---- შა---–----ემ უთხრა მას არანაირ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია. ხოლო, რაც შეეხება მისი დედის ნა---- შა------ას სხეულზე არსებულ დაზიანებებს ისინი მისი დის განმარტებით დედამისს ნა---- შა------ას მიუღია წინა დღეს მა----–- სვ----ესთან ჩხუბის დროს, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ჩხუბი მომხდარა იმის გამო, რომ ,,თურმე მა----–- სვ----ე, ეუბნებოდა დედამისს, რომ წაეყვანა ნა---- სახლში და მიეხედა მისთვის“.
მოწმე რუ------- იო---–---მა დაადასტურა, რომ შეესწრო მა----–- სვ----ის ოჯახში ამ უკანასკნელისა და ნა---- შა------ას ჩხუბს. კერძოდ, არასრულწლოვანი ნა---- შა---–----ე არ მიჰყვებოდა მის დედას ნა---- შა------ას. დედა-შვილს შორის არსებულ კამათში ჩაერია მა----–- სვ----ე, რომელსაც ნა---- შა------ამ დაარტყა ხელი, ამ დროს მა----–-მაც თავდაცვის მიზნით სახეზე ჩამოკაწრა მას, ამ დროს, ბავშვი გაიქცა გარეთ, რომელსაც უკან გაჰყვა მა----–- სვ----ე და მოაბრუნა სახლში. არასრულწლოვანი ნა---- შა---–----ე ითხოვდა მამასთან დაკავშირებას და ტიროდა. მოწმის განმარტებით, ნა---- შა---–----ე მისი ტელეფონიდან დაუკავშირდა მამამისს შა-–-- შა---–----ეს და სთხოვა წაეყვანა მასთან სახლში, რადგან არ შეეძლო დედასთან გაჩერება. მას ხშირად უნახავს მა----–- სვ----ის სახლში ნა---- შა------ა და მისი შვილი ნა---- შა---–----ე, რომლებიც ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. ნა---- შა------ასა და მის არასრულწლოვან შვილს ნა---- შა---–----ეს შორის კონფლიქტს ადგილი ქონდა მა----–- სვ----ის საცხოვრებელი სახლის მისაღებში. ნა---- შა------ამ ბავშვის წინააღმდეგო--ს მიუხედავად მისი შვილი მაინც წაიყვანა. იგი შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც მა----–- სვ----ემ თქვა, რომ ,,შა-–-- არ მოვიდეს თორემ ნა---- დაიჭერსო“.
მოწმე ირაკლი კირთაძემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს დედა-შვილი ნა---- შა------ა და ნა---- შა---–----ე (რომლის ნათლ--ც არის), იმყოფებოდნენ მასთან სახლში, რა დროსაც, ნა---- შა---–----ე სთხოვდა მის დედას, რომ ეყიდა მისთვის ახალი ტანსაცმელი, რამაც წარმოშვა დედა-შვილს შორის კონფლიქტი და იგი ხედავდა როგორ ურტყამდა ნა---- შა------ა მის შვილს ნა---- შა---–----ეს ხელებს თავში. მათი გაშველების მიზნით, მისმა მეუღლემ მა----–- სვ----ემ მოუწოდა ნა---- შა------ას შეეწყვიტა ბავშვის ცემა. რაზედაც, ნა---- შა------ამ უპასუხა მის მეუღლეს, რომ ,,მისი საქმე არ იყო სცემდა თუ არა იგი თავის შვილს“. რაზედაც, მისმა მეუღლემ უსაყვედურა ნა---- შა------ას ასეთი საქციელის გამო. საპასუხოდ კი ნა---- შა------ამ მის მეუღლეს სახეში ჩაარტყა ხელი და წვდა თმებში, ამ დროს მისმა მეუღლემ მა----–- სვ----ემ ნა----ს ჩამოკაწრა სახეზე, რის გამოც, ამ უკანასკნელს სისხლი წამოუვიდა. იქვე მყოფმა ნა---- შა---–----ემ ტელეფონი გამოართვა მათთან სტუმრად მყოფ რუ------- იო---–---ს და ამ უკანასკნელის ტელეფონით დაუკავშირდა მამამისს შა-–-- შა---–----ეს და სთხოვა ჩამოსულიყო და წაეყვანა იგი. როგორც მისთვის გახდა ცნობილი შა-–-- შა---–----ემ მის შვილს უთხრა, რომ იმ დღეს ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და მის წასაყვანად ჩამოვიდოდა მეორე დღეს. მოწმის განმარტებით, იგი შეესწრო ასევე, ნა---- შა------ას მხრიდან მისი შვილის იო-- შა---–----ის ცემის ფაქტსაც. რა დროსაც, იო-- შა---–----ემ უთხრა დედამისს, რომ ,,არ დადგებოდა ეკლესიასთან სამათხოვროდ, სადაც დედამისი უშვებდა მათ“. განმარტავს, რომ მას შა-–-- შა---–----ე სრულ--დ უდანაშაულოდ მიაჩნია, რადგანაც, ნა---- შა------ასაგან ხშირად ისმენდა, რომ იგი შა-–-- შა---–----ეს აუცილებლად დაიჭერდა და ალიმენტს დაანიშვნინებდა. თუ რის გამო ამბობდა ამას ნა---- შა------ა მისთვის უცნობია. მისთვის უცნობია სცემა თუ არა შა-–-- შა---–----ემ ნა---- შა------ას.
ანალოგიურად დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა მა----–- სვ----ემ და განმარტა, რომ 2016 წლის 19 დეკემბერს მათთან სტუმრად მყოფ დედა-შვილს ნა---- შა------ასა და ნა---- შა---–----ეს შორის ადგილი ჰქონდა ჩხუბს. მოწმის განმარტებით, იგი შეეცადა განემუხტა სიტუაცია თუმცა, ნა---- შა---–----ე სახლიდან თოვლში გაიქცა შიშველი ფეხებით. მან შეძლო მისი უკან სახლში დაბრუნება, თუმცა კარებთან დახვდათ ნა---- შა------ა და ისევ დაუწყო მის შვილს ნა---- შა---–----ეს ცემა. განმარტავს, რომ ნა---- შა---–----ე მათთან სტუმრად მყოფი რუ------- იო---–---ის ტელეფონით დაუკავშირდა მამას შა-–-- შა---–----ეს და სთხოვა ჩამოსულიყო მის წასაყვანად, რადგან აღარ შეეძლო დედასთან გაჩერება. აღნიშნულის საპასუხოდ ნა---- შა------ამ მის შვილს თმებში სწვდა და დაუწყო ყვირილი. მოწმის განმარტებით, იგი ისევ შეეცადა სიტუაციის ,,განმუხტვას“ და უხსნიდა ნა---- შა------ას, რომ ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა თუმცა, ნა---- შა------ამ ამის საპასუხოდ მას დაუწყო ხელების დარტყმა და მოწმის განმარტებით, როდესაც უკან ვარდებოდა თავდაცვის მიზნით ხელით ჩამოკაწრა სახეზე ნა---- შა------ას. რის შემდეგაც ნა---- შა---–----ე გაჰყვა მის დედას სახლში. მეორე დღეს მას დაუკავშირდა შა-–-- შა---–----ე და ჰკითხა თუ სად უნდა მისულიყო შვილის წასაყვანად, რაზედაც უპასუხა, რომ ნა---- შა------ას მათი შვილი უკვე წაყვანილი ჰყავდა მასთან სახლში.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით.
ფაქტების სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და მათი გადმოცემის ინდივიდუალური უნარის გათვალისწინებით, მოწმის ჩვენების შინაარსისათვის დამახასიათებელია სინამდვილის ფაქტობრივი გარემოებების თავისებური ასახვა, რადგანაც, მოწმის მიერ ასახული ინფორმაცია გარკვეულ ცვლილებებს განიცდის მისი აღქმისა, დამახსოვრებისა და გადმოცემისას, რის გამოც, ჩვენებებს შორის წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დაცვის მოწმეთა ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად არსებითია ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა და რამდენად შეესაბამებიან მათში გადმოცემული ფაქტები საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ გარემოებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასახავს თუ არა მათ ჩვენებებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. დადგენილია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნებიწარმოადგენს.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N007517016 დასკვნის თანახმად ,,20.12.16წ. 16:54-17:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის მოქ. ნა---- შა------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლის დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება, სისხლნაჟღენთის სახით განვითარებული რაიმე-მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“. ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ,,შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 2016 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე ქ. ქუთაისში ი. ჭა------ის გამზირზე N15|17-ში საცხოვრებელ ბინაში მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება ყოფილ მეუღლესთან შა-–-- შა---–----ესთან, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა“ დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირი ,,პირადი გასინჯვის მონაცემებით: უჩივის ტკივილს თვალ ბუდის მიდამოში, მარცხენა თვალ ბუდის მიდამოში, ქვემო ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. ზომით: 0.6x0,2სმ-ზე.“
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გიორგი გრიგოლაშვილმა დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე კანონის შესაბამისად გაცემული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოქალაქე- ნა---- შა------ას შემოწმების შედეგად, რომელმაც შემოწმების დროს განაცხადა, რომ საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ შა-–-- შა---–----ემ.
მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ნა---- შა---–----ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2016 წლის 20 დეკემბერს თავის დედასთან ნა---- შა------ასთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში. როდესაც, მისმა დედამ ნა---- შა------ამ გააღო სახლის კარები მან კარებთან ,,ჩაცუცქულ“ მდგომარეობაში დაინახა მისი მამა-ბრალდებული შა-–-- შა---–----ე. რომელიც მისი დედის ნა---- შა------ას დანახვაზე წამოდგა ფეხზე და ხელი ,,უჯიკავა“ მის დედას ნა---- შა------ას, რა დროსაც, ეს უკანასკნელი ,,გადავარდა“ უკან და სახე ჩამოარტყა იქვე არსებულ მაგიდის კიდეს. როდესაც დასახმარებლად მივიდა დაინახა, რომ დედამისს სახეზე ჰქონდა ,,ნაკაწრი“. ამ დროს, მისი მამა შა-–-- შა---–----ე ჩავიდა ქვემოთ და მათთან არ გაჩერებულა. ამ ფაქტიდან დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ისინი გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ადასტურებს, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, 2016 წლის 19 დეკემბერს, მის დედასთან ნა---- შა------ასთან ერთად იმყოფებოდა მისი ნათლიის ოჯახში. იქ ყოფნის დროს დაურეკა მამამისს შა-–-- შა---–----ეს და სთხოვა გამოეგზავნა მისთვის საბუთები, რომელიც სკოლისათვის იყო საჭირო. განმარტავს, რომ მისი ნათლიის ოჯახში ყოფნის დროს მის დედას ნა---- შა------ასა და მა----–- სვანაძეს შორის რაიმე სახის დაძაბულ ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N3154462) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა შა-–-- შა---–----ისგან.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში მითითებულია, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, 2016 წლის 20 დეკემბერს, ქ.ქუთაისში, ი.ჭა------ის გამზირი N15-17-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შა-–-- შა---–----ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ნა---- შა------ას.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს და უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები რომლებიც, უშუალოდ აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებენ მათ.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შინაარსობრივად შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული არასრულწლოვანი მოწმის ნა---- შა---–----ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც, ეს უკანასკნელი უშუალოდ შეესწრო მის მშობლებს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ არასრულწლოვანმა მოწმემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს სრულყოფილად აღწერა და დაადასტურა, მისი მამის- ბრალდებულ შა-–-- შა---–----ის მხრიდან შემთხვევის ადგილზე განხორციელებული ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, კერძოდ, მიუთითა, რომ ბრალდებულ შა-–-- შა---–----ის მიერ ხელის დარტყმის შედეგად წაიქცა მისი დედა- დაზარალებული ნა---- შა------ა და იქვე არსებულ მაგიდის კიდეზე თავის დარტყმის შედეგად მიიღო დაზიანება სახის არეში. ამასთან საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ეჭვს შეიტანდა ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანის მოწმის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეში, მითუმეტეს, მოწმის სახით დაკითხულმა სოციალური სამსახურის თანამშრომელმა მზევინარ ღაჭავამ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ არასრულწლოვან ნა---- შა---–----ეს, (რომელსაც ახლოს იცნობს, როგორც სოციალური მუშაკი), მისი განვითარების გათვალისწინებით სრულყოფილად შეუძლია აღიქვას და გადმოსცეს ფაქტები და შეაფასოს იგი. აქედან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არასრულწლოვანი მოწმის ჩვენებაში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ, 2016 წლის 20 დეკემბერს, მის ყოფილი მეუღლის ნა---- შა------ას მიმართ განახორციელა ძალადობრივი მოქმედება, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. არასრულწლოვან ნა---- შა---–----ის ჩვენება, ასევე, დადასტურებულია დაზარალებულ ნა---- შა------ას მიმართ, ჩატარებულ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N007517016 დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ ნა---- შა------ას სხეულზე არსებული დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, იგი მიყენებულია მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვემო ქუთუთოზე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებები არსებითად ეწინააღმდეგებიან დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა ნა---- შა------ამ, სახის არეში დაზიანება მიიღო შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მოწმის მა----–- სვ----ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად ყოფნის დროს, ამ უკანასკნელთან წარმოქმნილი დაპირისპირების შედეგად. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ ასახავენ უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. არამედ, გადმოსცემს შემთხვევამდე ერთი დღით ადრე მომხდარ ფაქტს (ირიბი მტკიცებულება) ეს მაშინ როდესაც, საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული პირდაპირი მტკიცებულებებით, კერძოდ, არასრულწლოვანი მოწმის ნა---- შა---–----ის ჩვენებით და საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი და დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა მის სხეულზე არსებული დაზიანება მიიღო უშუალოდ შემთხვევის ადგილას ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი მოქმედების შედეგად. დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, ასევე, არსებითად ეწინააღმდეგება საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ შა-–-- შა---–----ის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას დაზარალებულისთვის რაიმე სახის დაზიანება არ მიუყენებია და ეს უკანასკნელი ცდილობს მისი დაკავების მიზნით არასწორი ჩვენება მისცეს სასამართლოს, რაც, ბრალდებულის ჩვენების გარდა დადასტურებული არ არის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს და შეიცავენ საკმარის საფუძველს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც მათ გააჩნიათ უფრო მეტი მტკიცებულებითი ღირებულება, ვიდრე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შემთხვევის ადგილზე არ მყოფი მოწმეთა ჩვენებებში გადმოცემულ გარემოებებს, რის გამოც, სასამრთლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ შა-–-- შა---–----ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სრულად შეიცავს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N007517016 დასკვნით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების სასამართლო გამოკვლევით, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ ჩაიდინა-ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
ქმედების, სამართლებრივი აღწერა:
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ შა-–-- შა---–----ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლისა კოდექსის 1261 მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ასევე ითვლება ყოფილი მეუღლე.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც, შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდგომ განისაზღვროს, არსებობს თუ არა წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი.
წარდგენილ ბრალდებებში, ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის დროს და ამის შედეგად შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა შა-–-- შა---–----ემ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო მისი ყოფილი მეუღლის ნა---- შა------ას მიმართ, რადგანაც, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნა---- შა------ამ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშნს და გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მთლიანად უარყოფს მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ შა-–-- შა---–----ეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ შა-–-- შა---–----ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალური ოდენობა, რადგანაც, აღნიშნული სასჯელი მოცემულ შემთხვევაში კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრამდე, სასამართლომ გამოიკვლია ხომ არ არსებობდა საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაწესებული შეზღუდვები და დაადგინა, რომ შა-–-- შა---–----ე, არ არის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, საპენსიო ასაკის პირი ან გაწვეული სამხედრო მოსამსახურე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული, შა-–-- შა---–----ე, ცნო--ლ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
2. ვინაიდან შა-–-- შა---–----ე სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2016 წლის 20 დეკემბრიდან - 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შა-–-- შა---–----ეს ამ დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდეს 45 საათით და საბოლოოდ შა-–-- შა---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 355 (სამასორმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.
3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მსჯავრდებულ შა-–-- შა---–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო - გაუქმდეს და გირაოს შემტანს ლა----- შა---–----ეს (პირადი N1----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე