განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2018
საქმის ნომერი
180100118002263176
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/012-18 13 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ჯ----–-------–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ-----ო ი----ს ძე ჩ-----–ი (დაბადებული 1--- წლის 18 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: მცხეთის რაიონის სოფელ ა---–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ხ--------ს ქ. №20-ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტანენტის №8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 16 ნოემბერს დაახლოებით 14:45 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ა---–-----ში, დაზარალებულ ი---- ჩ-----–ის საცხოვრებელ სახლში შელაპარაკება მოუვიდათ ი---- ჩ-----–სა და მის შვილს ბ-----ო ჩ-----–ს, რადგან ამ უკანასკნელს ჰქონდა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი და არ უნდა მისულიყო ი---- ჩ-----–თან, კამათის დროს ბ-----ო ჩ-----–მა რამდენჯერმე დაარტყა სახეში მუშტი ი---- ჩ-----–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო ბ-----ო ჩ-----–ი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ბ-----ო ჩ-----–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ აღარ განმეორდებოდა იგივე კონფლიქტი მომავალში.

2.2. დაზარალებულ ი---- ჩ-----–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, 2017 წლის 16 ნოემბერს მოუვიდა ჩხუბი თავის შვილთან ბ-----ო ჩ-----–თან, რა დროსაც მისმა შვილმა დაარტყა მუშტი მარცხენა თვალში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაუზიანდა თვალი, რომელზეც სამი წლის წინ ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია. დაზარალებულის განმარტებით, მისი შვილის ბ-----ო ჩ-----–ის მიმართ არ აქვს პრეტენზია, ვინაიდან მან აპატია ჩადენილი ქმედება და თხოვნით მიმართავს სასამართლოს, რომ გამოიყენონ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

2.3. მოწმე ბ--------ნ ლ------–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, 2017 წლის 16 ნოემბერს დილიდან იგი იმყოფებოდა ქალაქ თბილისში და მიემგზავრებოდა ქ. მცხეთის რაიონის სოფელ ა---–-----ში, გზაში გააჩერა მანქანა და ჩაისვა მისთვის უცნობი ქალბატონი და როგორც გაიგო შემდგომში მისი სახელი იყო „თ------“, ხოლო ბ--------ნს არ უკითხავს მისთვის არც გვარი, არც საცხოვრებელი მისამართი და არც ტელეფონის ნომერი. ბ--------ნი და თ------ წავიდნენ თბილისიდან სოფელ ა---–-----ში, რა დროსაც იქნებოდა დაახლოებით 15:00 საათი, როდესაც იგი თ------სთან ერთად მივიდა სტუმრად მის ახლობელ ბ-----ო ჩ-----–თან სახლში. მათ იქ ბ-----ო დახვდათ მარტო სახლში, სადაც მან, ბ-----ომ და თ------მ იქეიფეს, ბ--------ნი დათვრა და თ------სთან ერთად ბ-----ოს საწოლზე ჩაეძინა. ბ--------ნ ლ------–---–ის განმარტებით, მას არ გაუგია რა დროს იჩხუბეს ბ-----ომ და მამამისმა და არც ჩხუბს შესწრებიან, როდესაც მათ გაიღვიძეს და წამოვიდნენ, სახლში არავინ იყო. 2017 წლის 17 ნოემბერს ბ--------ნს შეხვდა ი---- ჩ-----–ი, რომელსაც თვალი ჰქონდა ჩაწითლებული და კითხვაზე, თუ რა მოუვიდა, უპასუხა, რომ მის შვილთან, ბ-----ოსთან 2017 წლის 16 ნოემბერს მოუვიდა ჩხუბი და ბ-----ომ დაარტყა მას თვალის არეში.

2.4. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, „მცხეთის სამედიცინო ცენტრი-ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----დან, ი---- ჩ-----–ს 16.11.17 წ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაესვა დიაგნოზი კონიუქტივის ტრავმა და ნაკაწრები რქოვანაზე, უცხო სხეულის აღნიშვნის გარეშე, OS სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა. დიაგნოზი-კონიუქტივის ტრავმა და ნაკაწრები რქოვანაზე, უცხო სხეულის აღნიშვნის გარეშე (S05.0)-მითითებულია ICD კოდების მიხედვით.

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოსურათებით, რ-------------ს ჩვენება, შემაკავებელი ორდერის ასლი და სხვა მტკიცებულებები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ-----ო ჩ-----–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ბ-----ო ჩ-----–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, ბრალდებულმა სთხოვა პატიება დაზარალებულს, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და ისინი შერიგდნენ, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----ო ჩ-----–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სასჯელის ზომით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ-----ო ჩ-----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. ბ-----ო ჩ-----–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

3. ბ-----ო ჩ-----–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 13 თებერვლის ჩათვლით.

4. ბ-----ო ჩ-----–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი