განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2018
საქმის ნომერი
080100118002257983
დავის ტიპი
276 1
თარიღი
12.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4--18 (#0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი

სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი---- ფე-----–---–ი

 

ბრალდებული - ვი----–- ავ--------–-ს ძე მძ------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 3- დე-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გ-------

 

ადვოკატი - ირ---–- შე----–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ვი----–- მძ------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 19:10 საათზე, ქუთაისში ნ----- N- შენობის წინ გამავალ საავტომობილო გზაზე, ვი----–- მძ------–---–მა თავისი მართვის ქვეშ მყოფ opel-ის მოდელის სახ. ნომრით K-------- ავტომობილით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნები, კერძოდ: არასწორად ქონდა შერჩეული მოძრაობის სიჩქარე, რაც საჭიროების შემთხვევაში და ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ არ აძლევდა შესაძლებლობას მიეღო ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომ შეემცირებინა სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაეჩერებინა ავტომანქანა, რის გამოც მიუხედავად საჭის გვერდზე აღებისა და დამუხრუჭებისა, მაინც შეეჯახა საავტომობილო გზის მარცხნიდან მარჯვნივ ჩვეულებრივი ნაბიჯებით გადამკვეთ ქვეით ზ--- აბ---–---ს.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ; გამოძიების დაწყების ბარათი ფN1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; სქემა, ფოტომასალა; ა/მ opel-ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; ზ------–---ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ვ.მძ------–---–ის ნარკოლოგიური გამოკვლევის საექსპერტო დასკვნა; მოწმეების უ.გა------ს, ვ.მძ------–---–ის და ზ------–---ს ჩვენებები და სხვ.) ერთობლიობა ვი----–- მძ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვი----–- მძ------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ვი----–- მძ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვი----–- მძ------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვი----–- მძ------–---–ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვი----–- მძ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. ვი----–- მძ------–---–ს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

3. ვი----–- მძ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.

 

3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი