განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100117002186501
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/4----17

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2017 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ----- ყ------–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–---- ს----- ძე დ-----–---–ი (დაბადებული - 19---–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ--------------–-----–--–--------------------------------------------------------------------–--------------------ა).

 

ადვოკატი: ზ------ გ--–---ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დადგენილად ცნო:

 

1.1. ა-–---- დ-----–---–მა ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრის - მეუღლე ს------- ა--–------ის მიმართ.

1.2. 2017 წლის 18 ოქტომბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-–---- დ-----–---–მა, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, აფ-------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცხოველების სადგომში ურთიერთშელაპარაკებისას წააქცია მეუღლე - ს------- ა--–------ი, რომელსაც ხელებით მოქაჩა თმა, მარცხენა ფეხში ჩაარტყა ფეხი, უკბინა თითზე და წაქცეულს ყელში მოუჭირა ხელი, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად.

 

2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერ სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

2.2. მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

2.3. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან, დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

3.2. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

3.3. ა-–---- დ-----–---–ის აღიარება დასტურდება, დაზარალებულ ს------- ა--–------ის და მოწმეების რ-------- კ------ის, გ------- შ--------ის, ა-–---- შ---–---ს და ლ---- მ------–---–ის დაკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სადგომის დათვალიერების ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

4.2. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, განხორციელებულს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

4.3. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია თუ ვინ ითვლება ოჯახის წევრად. ამავე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

4.4. დაზარალებულ ს------- ა--–------ის დაკითხვის ოქმით და დადგენილია, რომ 1975 წლიდან დაქორწინებულია ა-–---- დ-----–---–ზე და ცხოვრობენ ერთად.

4.5. სასამართლო თვლის, რომ ა-–---- დ-----–---–ის აღიარება დანაშაულის ჩადენის შესახებ თანხვედრაშია დაზარალებულ ს------- ა--–------ის დაკითხვის ოქმებთან, რითაც დგინდება, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს, იგი წააქცია ნასვამმა ა-–---- დ-----–---–მა ეზოში არსებულ ცხოველების სადგომში, მოქაჩა თმებში, ჩაარტყა ფეხი მარცხენა ფეხში, უკბინა მარჯვენა ხელის შუა თითზე და ყელში ხელი მოუჭირა, ასევე ხელი მოარტყა მარცხენა მხარეს ტუჩის არეში, რა დროსაც ს------- ა--–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4.6. სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე უდაოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---- დ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5.4. ა-–---- დ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული და შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

5.5. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ა-–---- დ-----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე ვერ დაენიშნება, ვინაიდან ბრალდებული არის საპენსიო ასაკის პირი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- დ-----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა ჩაეთვალოს - პირობით მსჯავრად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–---- დ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. გაუქმდეს ა-–---- დ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 18 ოქტომბრიდან - 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი.

 

3. ა-–---- დ-----–---–ს საქართველოს სსკ 65-66-ე მუხლების საფუძველზე დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან მის ყოფაქცევაზე კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

- სადგომის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ა-–---- დ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში და ს------- ა--–------ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- სადგომის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები 1 (ერთი) დისკად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ა-–---- დ-----–---–ის ტანსაცმელი და ს------- ა--–------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/