განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160140017002203149
საქმე #1/266-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, თამარ სისვაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზა--- ცქ--------ა, გი------ სა---–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვა--- მა-------- (დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------,საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–-, სოფელი ყი---–----–--.
ადვოკატი - არ---– ცა-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერსხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
თარჯიმანი - ნა--–ი იბ----------, სუ---- მა------–---–-
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 24 სექტემბერს დაახლოებით 11:00 საათზე მა-------–-ს რაიონის სოფელ ყი---–----–--ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვა--- მა--------მ ხელით ცემა დედამთილი მო----- რა-------,რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ცემას ესწრებოდა მო----- რა-------ს არასრულწლოვანი შვილიშვილი 2005 წლის 12 ნოემბერის დაბადებული ნუ---–-- ბა---------.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა და---რალებულის და მოწმეების ჩვენება, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეა---სა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ვა--- მა--------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია ვა--- მა--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვა--- მა--------ს მიერ 2017 წლის 24 სექტემბერს დაახლოებით 11:00 საათზე მა-------–-ს რაიონის სოფელ ყი---–----–--ში, თავის საცხოვრებელ სახლში მო----- რა-------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად,რომელსაც ესწრებოდა მო----- რა-------ს არასრულწლოვანი შვილიშვილი 2005 წლის 12 ნოემბერის დაბადებული ნუ---–-- ბა--------- ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: და---რალებული - მო----- რა-------სა და მოწმე ნუ---–-- ბა---------ს დაკითხვის ოქმები, ასევე მოწმეების მა------- რა-------ს, შა----- რა-------ს, ან------–ი ოს-------ს, რო-–---- ბო-–----ის, გი------ ოქ-----–---–-ს დაკითხვის ოქმები და, ექსპერტიზის დასკვნები.
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვა--- მა--------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები გარდა: და---რალებული - მო----- რა-------ს, მოწმე ნუ---–-- ბა---------ს, მა------- რა-------ს და ან------–ი ოს-------ს ჩვენებებისა არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---რალებულმა მო----- რა-------მ განმარტა, რომ ცხოვრობს მა-------–-ს რაიოის სოფელ ყი---–----–--ში შვილთან,ორი და ხუთი წლის შვილიშვილებთან და რძალთან ვა--- მა--------სთან ერთად. მისი შვილი საბიტი და ვა--- მა-------- რამდენიმე წელია რაც დაქორწინდნენ. 2017 წლის 24 სექტემბერს იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში რა დროსაც შემოესმა შვილიშვილის ტირილი და მეორე შვილიშვილის, ნუ---–--ის ხმა რომელიც იძახდა ,,მოკალი ბარემ მოკალიო" პატარა შვილიშვილი ტიროდა ნუ მცემო. ოთახში შევიდა და დაინახა ვა--- თავის შვილს ხუთი წლის ბავშვს ცემდა. კითხა ბავშვს რატომ ცემდა, ვა---მ უპასუხა, რომ კარგად იქცეოდა. შელაპარაკება მოუვიდათ რა დროსაც თმებში ჩაჭიდეს ერთმანეთს ხელი, ვა---მ შუბლის არეში ჩაარტყა მუშტი რის შედეგადაც განიცადა ტკივილი და დაეცა. განერვიულებული წავიდა პოლიციაში და განაცხადა აღნიშნულის შესახებ. მისი ცემის ფაქტს შეესწო მისი შვილიშვილი ნუ---–--იც, რომელიც ცდილობდა მის წამოყენებას, როდესაც დაეცა. ამ ეტაპზე ვა--- მა--------სთან შერიგებულია და ისევ ერთ ოჯახად ცხოვრობენ. მანვე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ვა--- მა--------ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა არასრულწოვანმა მოწმემ ნუ---–-- ბა--------მა განმარტა, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს იმყოფებოდა სტუმრად ბებიასთან მო----- რა-------სთან. მის ბიძაშვილს ემინს ტანსაცმელი არ ეცვა და მისი ბიცოლა ვა--- მა-------- აცმევდა, ბავშვი ტიროდა, ბიცოლამ ბავშვს დაარტყა მკერდზე, რის გამოც მან იყვირა, რომ ,, ბარემ მოეკლა ბავშვი" ამ დროს მოვიდა მისი ბებია, რომელმაც კითხა რატომ ცემდა ბავშვს. მათ ერთმანეთს თმებში ჩაავლეს ხელი, ვა--- მა--------მ ბებიას ერთხელ შუბლის არეში დაარტყა, ბებია წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ ბებია და ის პოლიციაში წავიდნენ.
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა------- რა-------მ განმარტა, რომ მო----- რა------- არის მის დედა, ნუ---–-- ბა--------- მისი შვილი, ხოლო ვა--- მა-------- მისი რძალია. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ სოფელ ყი---–----–--ში, იცის, რომ ვა--- მა--------მ ცემა დედამისი მო----- რა-------, რის გამოც მო----- რა-------მ ვა--- მა--------ს უჩივლა პოლიციაში. ჩხუბის შესახებ მას მოუყვა ნუ---–--მა, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა მო----- რა-------სთან სტუმრად. მან ნახა დედამისი, რომელსაც ეტყობოდა დაზიანებები.
2.8. მოწმე ან------–ი ოს------მა (მა-------–-ს შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი) სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და სასამართლოს განუმარტა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მიღებული ინფორმაციის თაობაზე.
2.9. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
2.10. სასამართლო და---რალებულის მო----- რა-------ს, მოწმის - ნუ---–-- ბა---------ს, მა------- რა-------ს და ან------–ი ოს-------ს ჩვენებებს ა---სებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულის ვა--- მა--------ს საწინააღმდეგოდ.
2.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს, ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
2.12. ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.
2.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარისმიერ წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც ვა--- მა--------ს წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების - ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.
2.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 ოქტომბრის #5005451317 დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი------ ოქ-----–---–-):
- პირადი გასინჯვის მონაცემებით (26.09.2017წ.) მო----- რა-------ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვნივ შუბლზე და თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, ნაჭდევი ცხვირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2.15. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს მისცა ჩვენება და განმარტა, რომ ბავშვს აცმევდა, რა დროსაც დაარტყა, იქვე იმყოფებოდა მისი მულის შვილი ნუ---–--ი, რომელმაც იყვირა რატომ სცემ ბავშვსო, ყვირილზე მისი დედამთილი მო----- რა------- შემოვიდა, შეკამათდნენ, რის შემდეგაც მან დაარტყა მის დედამთილს მუშტი.
2.16. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და განმარტა, რომ ხელით ცემა დედამთილი მო----- რა-------, რომელსაც მუშტი დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მო----- რა------- წაიქცა.
2.17. სასამართლო საქმეში არსებულ სადავო მტკიცებულებებსა და იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ა---სებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.18. ვა--- მა--------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ვა--- მა--------ს აღიარებით ჩვენებას, და---რალებულ მო----- რა-------ს ჩვენებას მოწმეების - მა------- რა-------ს, ან------–ი ოს-------ს, ნუ---–-- ბა---------ს ჩვენებებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №5005451317 დასკვნას.
2.19. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.21. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.
2.22. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეა---სოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას ა---სებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.2. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ და---რალებული მო----- რა------- არის ბრალდებულ ვა--- მა--------ს დედამთილი. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.3. ამდენად, ბრალდებული ვა--- მა-------- და და---რალებული მო----- რა------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
3.4. სასამართლო ასევე განმარტავას, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით და---რალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.5. მოცემულ შემთხვევაში და---რალებულ მო----- რა-------ს ჩვენებით, მოწმეების - მა------- რა-------ს, ვა--- მა--------ს, ან------–ი ოს-------ს, ნუ---–-- ბა---------ს ჩვენებებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №5005451317 დასკვნით, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 24 სექტემბერს დაახლოებით 11:00 საათზე მა-------–-ს რაიონის სოფელ ყი---–----–--ში, თავის საცხოვრებელ სახლში ვა--- მა--------მ ხელით ცემა დედამთილი მო----- რა-------,რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ცემას ესწრებოდა მო----- რა-------ს არასრულწლოვანი შვილიშვილი 2005 წლის 12 ნოემბერის დაბადებული ნუ---–-- ბა---------.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდადებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა, მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა--- მა--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეა---სოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, ვა--- მა--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებად სასამართლო მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულ ვა--- მა-------- აღიარებას და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არაა ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები.
4.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის ყველაზე მკაცრის ზომის - თავისუფლების აღკვეთის - გამოყენება, მიზანშეწონელია, ვინაიდან, სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე - საზოგადეობისათვის სასარგებლო შრომა - ბრალდებულის შვილების ასაკის გათვალისწინებით მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ იქნება გამოყენებული.
4.7. სასამართლო ითვალისწინებს ვა--- მა--------ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვა--- მა--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.
4.8. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ვა--- მა--------მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, ვა--- მა--------ს უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
ვა--- მა--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 63-66-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვა--- მა-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ვა--- მა--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი