განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2018
საქმის ნომერი
340100117002162867
დავის ტიპი
276 1
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340100117002162867

№1/282-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2018 წ. ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის და ბრალდებულ თა---- ცა–-–---–ის მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------).

 

ბრალდებული: თა---- ცა–-–---–ი,მამის სახელი: ვა–-,დაბადებული: 19-- წლის 2-------ი,პირადი ნომერი: 4----------,მოქალაქეობა: საქართველო,ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე,რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ყვ-----–ი, სოფელი ენ----–ი,პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,კვალიფიკაცია: თა---- ცა–-–---–ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 22 მაისს, დაახლოებით 10:15 საათზე, ყვ----–ის რაიონის სოფელ ში-–--ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, თა---- ცა–-–---–მა, რომელიც მართავდა „ტ-25“ მარკის უნომრო ტრაქტორს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, თავისი სავალი ზოლიდან დაიწყო გადასვლა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც მას შეეჯახა გი-----ი ჩა-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ”Hyundai Tucson”-ის მარკის, სახ. №O--------, ავტომობილი, რის შედეგადაც გი-----ი ჩა-----–-–---–მა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

2017 წლის 4 ოქტომბერს თა---- ცა–-–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა: 2017 წლის 22 მაისს, დაახლოებით 10:15 საათზე, ყვ----–ის რაიონის სოფელ ში-–--ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, თა---- ცა–-–---–მა, რომელიც „ტ-25“ მარკის უნომრო ტრაქტორს მართავდა, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები დაარღვია. კერძოდ, თავისი სავალი ზოლიდან გადასვლა დაიწყო საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც მას გი-----ი ჩა-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ”Hyundai Tucson”-ის მარკის, სახელმწიფო №O--------, ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გი-----ი ჩა-----–-–---–მა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე დაზარალებულმა გი-----ი ჩა-----–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 მაისს სოფელ ში-–--აში, თელავი-ყვ----–ის გზაზე, დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ”Hyundai Tucson”-ის მარკის, სახ. №O-------- ავტომობილით. მასთან ერთად მგზავრობდა მისი და, ქე--- ჩა-----–-–---–ი და დეიდა, ან- ფო--–---–ი. გზაზე ავტომობილით გადაადგილების დროს გი-----ი ჩა-----–-–---–მა მის წინ, გზაზე, დაახლოებით ოცდაათი მეტრის დაშორებით მოძრავი, წითელი ფერის „ტ-25“ მარკის ტრაქტორი შენიშნა, რომელიც დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა ქალაქ ყვ----–ის მიმართულებით და უკანა მხარეს მიბმული ჰქონდა მისაბმელიანი შესაწამლი აპარატი. მოწმის ჩვენებით, როდესაც მის წინ, გზის სავალ ნაწილში მოძრავ „ტ-25“ მარკის ტრაქტორს ოცი მეტრის დაშორებით მიუახლოვდა, გაიხედა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მარცხენა სარკეში, ასევე გაიხედა წინ, რათა დარწმუნებულიყო, რომ გზის სავალ ნაწილზე „ტ-25“ მარკის ტრაქტორის გარდა სხვა ავტომობილი არ მოძრაობდა და ამის შემდეგ, ჩართო რა მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი, დაუსიგნალა „ტ-25“ მარკის ტრაქტორს და გასწრება დაიწყო. ამ მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მთლიანად გადავიდა მისგან მარცხნივ მდებარე, საპირისპირო მოძრაობის ზოლში. როდესაც „ტ-25“ მარკის ტრაქტორს დაახლოებით 15 მეტრის დისტანციაზე მიუახლოვდა, ტრაქტორმა გზის გამყოფი წყვეტილი ხაზი გადაკვეთა, საპირისპირო მოძრაობის იმ ზოლში გადავიდა, სადაც გი-----ი ჩა-----–-–---–ი მოძრაობდა, გასწრების მანევრი ჰქონდა დაწყებული და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მთლიანი კორპუსი ამ ზოლში იმყოფებოდა. შედეგად, გი-----ი ჩა-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის წინ მდებარე გზა ტრაქტორით და მისი მისაბმელიანი შესაწამლი აპარატით გადაიკეტა. მოწმის ჩვენებით, მან დამუხრუჭება ვერ შეძლო. რადგან გასწრების მანევრს ვეღარ ასრულებდა, გი-----ი ჩა-----–-–---–მა „ტ-25“ მარკის ტრაქტორს დაუსიგნალა. სიგნალის შემდეგ „ტ-25“ მარკის ტრაქტორმა თავის სამოძრაო ზოლში დაბრუნება დაიწყო, რომელიც გი-----ი ჩა-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მარჯვნივ მდებარეობდა. თავის სამოძრაო ზოლში დაბრუნების მიზნით, „ტ-25“ მარკის ტრაქტორმა მარჯვნივ გადაუხვია. ამ დროს გი-----ი ჩა-----–-–---–მა „ტ-25“ მარკის ტრაქტორს კვლავ დაუსიგნალა. რადგან გადახვევის მომენტისთვის გი-----ი ჩა-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი „ტ-25“ მარკის ტრაქტორთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, თავისი ავტომობილის წინა მარცხენა ფრთა გაუსვა „ტ-25“ მარკის ტრაქტორის მისაბმელს, მარჯვენა წინა კუთხეში. ამის შემდეგ, მის სამოძრაო ზოლში დაბრუნების მიზნით გი-----ი ჩა-----–-–---–მა საჭე მარჯვნივ მოაბრუნა, რა დროსაც ტრაქტორს კვლავ დაკეტილი ჰქონდა ის გზა, სადაც გი-----ი ჩა-----–-–---–ს გასწრების მანევრი ჰქონდა დაწყებული. ამ მომენტისთვის „ტ-25“ მარკის ტრაქტორის წინა ორი საბურავი და სიმძიმის ბალანსი მოქცეული იყო მარჯვენა სამოძრაო ზოლში, ანუ დაახლოებით 20-30 სანტიმეტრით გადასული იყო მარჯვენა სამოძრაო ზოლში. ამ დროს გი-----ი ჩა-----–-–---–ი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის წინა მარცხენა ფრთით, კერძოდ, წინა მარცხენა კარით „ტ-25“ ტრაქტორის სიმძიმის ბალანსს შეეჯახა. მოწმის ჩვენებით, ეს შეჯახება გზის მარჯვენა სავალ ზოლში მოხდა და შეჯახებამდე, იმ მომენტში, როდესაც ტრაქტორის მძღოლმა საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან მარჯვნივ მოხვევა დაიწყო, გი-----ი ჩა-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ტრაქტორს შორის მანძილი ხუთი მეტრი იყო. შეჯახების შედეგად გი-----ი ჩა-----–-–---–მა საჭის მართვა დაკარგა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით გზის მარჯვენა გვერდულზე გადავიდა. ამის შემდეგ, ავტომობილმა, რომლის საჭესთანაც გი-----ი ჩა-----–-–---–ი იჯდა, მარჯვენა გვერდულზე ცურაობით გაიარა შეჯახების ადგილიდან დაახლოებით ათი-თხუთმეტი მეტრი და ავტომობილის მარჯვენა კარით სავალი გზის მარჯვენა გვერდულზე განლაგებულ ბეტონის ბოგირს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, ავტომობილი, რომლის საჭესთანაც გი-----ი ჩა-----–-–---–ი იჯდა, მაღლა ავარდა, მარჯვენა გვერდულზე დაეცა და მოძრაობა შეწყვიტა.

 

საქმის სამართლიანი განხილვისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპის დაცვას. ისინი უფლებამოსილნი არიან, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე თანაბრად, დაუბრკოლებლად ისარგებლონ პროცესუალური უფლებებით, რაც პირველ ყოვლისა, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების გაცნობის, მოსამართლის წინაშე თანასწორ პირობებში გამოკვლევის შესაძლებლობაში გამოიხატება და მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას უზრუნველყოფს. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ნაწილს გამოკვლევის გარეშე მისცემოდა სამართლებრივი შეფასება და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა სადავო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა (იხ. 2018 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი).

 

ამდენად, მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე ბრალდებულ თა---- ცა–-–---–ის ჩვენებებით, მოწმეების - ან- ფო--–---–ის და ქე--- ჩა-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ან- ფო--–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქე--- ჩა-----–-–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გი-----ი ჩა-----–-–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თა---- ცა–-–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თა---- ცა–-–---–მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ თა---- ცა–-–---–მა, რომელიც მართავდა „ტ-25“ მარკის უნომრო ტრაქტორს, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, თავისი სავალი ზოლიდან დაიწყო გადაადგილება საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რა დროსაც მას გი-----ი ჩა-----–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ”Hyundai Tucson”-ის მარკის, სახ. №O-------- ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გი-----ი ჩა-----–-–---–მა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

 

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნაა, რომ მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც დარწმუნდება, რომ საფრთხეს არ შეუქმნის მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულების და სიჩქარის გათვალისწინებით.

 

ამასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით დადგენილ წესებს არღვევს პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში თა---- ცა–-–---–მა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები არ გაითვალისწინა, ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა ვერ უზრუნველყო, რის შედეგადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თა---- ცა–-–---–მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

 

რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ გი-----ი ჩა-----–-–---–ის ჩვენებით და სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - ან- ფო--–---–ის და ქე--- ჩა-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ან- ფო--–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქე--- ჩა-----–-–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გი-----ი ჩა-----–-–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ თა---- ცა–-–---–მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შეესაბამება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ ქმედებას შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვება.

 

იმისთვის, რომ ჯანმრთელობის დაზიანებას ნაკლებად მძიმე ხარისხი მიენიჭოს, დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო არ უნდა იყოს. ამასთან, ის მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ თა---- ცა–-–---–ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის საფუძველზე ადასტურებს, რომ თა---- ცა–-–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა თა---- ცა–-–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს თა---- ცა–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თა---- ცა–-–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

თა---- ცა–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას ამახვილებს სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევაზე, რაც სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას უკავშირდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თა---- ცა–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილ იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

აღკვეთის ღონისძიება, გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - „ტ-25“ მარკის უნომრო ტრაქტორი, რომელიც განთავსებულია ქალაქ გურჯაანში, სა------–---–ის ქ. 45-ში მდებარე ავტოსადგომზე - შპს „ე--------------------–-“, ასევე, ”Hyundai Tucson”-ის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით - O--------, - მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს და აღსრულდეს.

 

მხარეებს უფლება აქვთ, განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი