განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340100118002276339
№1/30-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2018 წ. ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ნინო პეპანაშვილის სხდომის მდივნობით
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის და ბრალდებულ მა----- ათ---–---–ის მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------).
ბრალდებული: მა----- ათ---–---–ი,მამის სახელი: ვა------ი,დაბადებული: 19-- წლის 1-----------ი,პირადი ნომერი: 4----------,მოქალაქეობა: საქართველო,ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე,რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ყვ-----–ი, სოფელი ზი-------ი,პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,კვალიფიკაცია: მა----- ათ---–---–ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, ჭი----ის საავტომობილო გზაზე მა----- ათ---–---–ი მართავდა „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის, სახ. ნომრით F-------- ავტომობილს, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქმა მოჭრა თვალი, თუმცა მან განაგრძო მოძრაობა და შეეჯახა თავისივე სავალი ზოლის გვერდულზე მოძრავ ალ---- სი--–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2017 წლის 28 დეკემბერს მა----- ათ---–---–ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა: 2017 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, ჭი----ის საავტომობილო გზაზე მა----- ათ---–---–ი მართავდა „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის, სახ. ნომრით F-------- ავტომობილს, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, მა----- ათ---–---–ს თვალი მოჭრა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქმა. ამის მიუხედავად, მან მოძრაობა განაგრძო და თავისივე სავალი ზოლის გვერდულზე მოძრავ ალ---- სი--–---–ს შეეჯახა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
საქმის სამართლიანი განხილვის უზრუნველსაყოფად ფუძემდებლური მნიშვნელობის არის მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა. მხარეებს უფლება აქვთ, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად ისარგებლონ სისხლის საპროცესო სამართლებრივი უფლებებით, რაც დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებების გაცნობის, მოსამართლის წინაშე თანასწორ პირობებში გამოკვლევის შესაძლებლობაში გამოიხატება. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ნაწილს გამოკვლევის გარეშე მისცემოდა სამართლებრივი შეფასება და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა სადავო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა (იხ. 2018 წლის 16 მარტის სხდომის ოქმი).
ამდენად, მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე ბრალდებულ მა----- ათ---–---–ის ჩვენებებით, მოწმე დაზარალებულის - ალ---- სი--–---–ის ჩვენებებით, მოწმეების - სე----- ღო---–---–ის, მა----- და---–--ის, ეთ--- ლა–----ის, ან---- და---–--ის, ალ---------- მჭ----–-–---–ის დაკითხვის ოქმებით, ალ---- სი--–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ათ---–---–მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მა----- ათ---–---–მა, რომელიც „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის, სახ. ნომრით F-------- ავტომობილს მართავდა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, საავტომობილო გზაზე მოძრაობისას მას თვალი მოჭრა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქმა. ამის მიუხედავად, მა----- ათ---–---–მა მოძრაობა განაგრძო და თავისივე სავალი ზოლის გვერდულზე მოძრავ ალ---- სი--–---–ს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ამ უკანასკნელმა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნაა, რომ საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ.
ამასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონით დადგენილ წესებს არღვევს პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში მა----- ათ---–---–მა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები არ გაითვალისწინა, ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა ვერ უზრუნველყო, რის შედეგადაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა----- ათ---–---–მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.
რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმე დაზარალებულის - ალ---- სი--–---–ის ჩვენებებით, მოწმეების - სე----- ღო---–---–ის, მა----- და---–--ის, ეთ--- ლა–----ის, ან---- და---–--ის, ალ---------- მჭ----–-–---–ის დაკითხვის ოქმებით, ალ---- სი--–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ათ---–---–მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას შეესაბამება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ ქმედებას შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვება.
იმისთვის, რომ ჯანმრთელობის დაზიანებას ნაკლებად მძიმე ხარისხი მიენიჭოს, დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო არ უნდა იყოს. ამასთან, ის მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----- ათ---–---–ის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან.
სამართლებრივი შეფასება
პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის საფუძველზე ადასტურებს, რომ მა----- ათ---–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მა----- ათ---–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს მა----- ათ---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა----- ათ---–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მა----- ათ---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას ამახვილებს სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევაზე, რაც სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას უკავშირდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მა----- ათ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მსჯავრდებულ მა----- ათ---–---–ის მიერ გირაოში ჩადებულ მისივე უძრავ ქონებას - მდებარე ყვ----–ის რაიონი სოფელი ზი-------ი, საკადასტრო კოდი 5-----------, რომელიც აუდიტორული დასკვნის მიხედვით შეფასებულია 4808 ლარად, გირაოს ფულადი თანხის 1000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2------------ს განჩინებით დადებული ყადაღა და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით F--------, რომელიც იმყოფება ქალაქ გურჯაანში საჯარიმო ტერმინალზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ალ---- სი--–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფეხსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს უფლება აქვთ განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი