განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100113353329
№1/294-13
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
23 მარტი, 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თ--–---------------–-------------------ის პროკურორის – დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ადვოკატები – ლ---–------------–---–ი
ბრალდებული: კ------ ს-----–---–ი
მამის სახელი: ვ--------
დაბადებული: 2----------- წელს
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ს--------
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ს--------
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფურად და დიდი ოდენობით.
ბრალდებული: ქ------- ჯ------–--ე
მამის სახელი: კ------
დაბადებული: 2----------- წელს
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი
განათლება: უ-----–---
ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ს--------
მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ს--------
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფურად და დიდი ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
კ------ ს-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
1. თელავის რაიონის სოფელ ს--------ში მცხოვრები ნ------- ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები შვილები ნ---- ს-----–---–ი, ნ--- ს-----–---–ი, ი--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი, მ---- ს-----–---–ი, მშობლები ქ------- ს-----–---–ი და კ------ ს-----–---–ი.
2. ნ------- ს-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება უნდა გადანაწილებულიყო შვიდ მემკვიდრეზე, თვითოეულზე მთლიანი ქონების 1/7 წილი.
3. ნ------- ს-----–---–ის დამ ქ------- ჯ------–--ემ და მამამ კ------ ს-----–---–მა განიზრახეს ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ი--- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის და ნ--- ს-----–---–ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
4. კ------ ს-----–---–ი, ქ------- ჯ------–--ე და გ------- ჯ-------–---–ი მემკვიდრეებს ნ---- ს-----–---–ს, ი--- ს-----–---–ს და ნ--- ს-----–---–ს არაერთ შეხვედრაზე არწმუნებდნენ, რომ ვინაიდან, ნ------- ს-----–---–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბანკის დიდი ვალი, აჯობებდა ბანკთან ურთიერთობა ქონოდა და სამკვიდრო ქონება მიეღო ერთ მემკვიდრეს კ------ ს-----–---–ს, რომელიც უზრუნველყოფდა ვალის დაფარვას.
5. 2007 წლის 04 აგვისტოს გაფორმდა ნ------- ს-----–---–ის დანატოვარი ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2-119 ხელშეკრულება, თანამემკვიდრეებად აღიარებულ იქნენ ნ--- ს-----–---–ი, ნ---- ს-----–---–ი, ი--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი, მ---- ს-----–---–ი, ქ------- ს-----–---–ი და კ------ ს-----–---–ი. ქონების ღირებულებამ აუდიტის მაშინდელი შეფასებით შეადგინა 5 189 381 ლარი და ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად თანამემკვიდრეთა წრიდან დასახელდა კ------ ს-----–---–ი, რომელმაც აიღო ვალდებულება ბანკთან ვალის დაფარვის შესახებ და მასზე გადავიდა ხელშეკრულებაში აღნიშნული სამკვიდრო ქონება.
6. კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ, რომ თაღლითურად მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეღოთ, 2007 წლის 04 აგვისტოს ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებაში მითითებული, მემკვიდრეების ნ--- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის, ი--- ს-----–---–ის სამკვიდრო ქონების უფლება. ამ მიზნით 2007 წლის 28 სექტემბერს კ------ ს-----–---–მა ყოველგვარი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე ჩუქების №1-6561 ხელშეკრულებით გადასცა შვილს ქ------- ჯ------–--ეს, რითაც მემკვიდრეებს ი--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–ს და ნ--- ს-----–---–ს მოუსპეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების დაბრუნების უფლება, რის შემდეგაც კ------ ს-----–---–მა და ქ------- ჯ------–--ემ თავის მხრივ მართლსაწინააღმდეგოდ მიღებულ ქონებას გაუკეთეს რეალიზაცია, რითაც მემკვიდრეებს ნ--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–ს და ი--- ს-----–---–ს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.
7. კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ რა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 04 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2-119 ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–ის საკუთებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ს--------ში.
8. აღნიშნულის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის ს-------ის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულის ა-–---------- ბ-–-–---–ის მიერ, 2007 წლის 21 აგვისტოს გაცემული №109 ყალბი ცნობის საფუძველზე, ქ------- ს-----–---–მა 2007 წლის 21 აგვისტოს ს-------------------------------–------------------–------------------–--------------ში დაარეგისტრირა მის საკუთრებად.
9. საკუთრების მოწმობის მიღების შემდეგ ქ------- ს-----–---–მა სოფელ ს--------ში მდებარე ნ------- ს-----–---–ის კუთვნილი სახლი (სარეგისტრაციო №5-----------) 2007 წლის 11 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულებით, აჩუქა შვილს, ქ------- ჯ------–--ეს, რომელიც თაღლითურად მოტყუებით დაეუფლა ნ------- ს-----–---–ის მემკვიდრეთა ქონებას და ფიქტიურად გაუკეთა რეალიზაცია. აღნიშნულ სახლში ამჟამად ცხოვრობენ ნ------- ს-----–---–ის მშობლები. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ექსპერტიზის დასკვნით 2007 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეფასებულ იქნა 260 000 ლარად.
10. კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ რა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 04 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2-119 ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–ის საკუთებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------, სახელმწიფო ნომრით G------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–ის მძღოლზე ნ-----–------------–---–ზე და ავტომანაქანა „ჯიპ ჰამერ 2“ საიდენტიფიკაციო ნომრით 5----------------, სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–ის მძღოლზე ი----------–---–ზე, რომლებსაც შემდგომ გაუკეთდა რეალიზაცია. აღნიშნულ ავტომანქანების ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 165 000 ლარს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის თაღლითურმა ქმედებებმა ჯამში გამოიწვია 5 614 381 ლარის დიდი ოდენობით ზიანი
კ------ ს-----–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:
12. მას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქ------- ჯ------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
13. თელავის რაიონის სოფელ ს--------ში მცხოვრები ნ------- ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები შვილები ნ---- ს-----–---–ი, ნ--- ს-----–---–ი, ი--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი, მ---- ს-----–---–ი, მშობლები ქ------- ს-----–---–ი და კ------ ს-----–---–ი.
14. ნ------- ს-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება უნდა გადანაწილებულიყო შვიდ მემკვიდრეზე, თვითოეულზე მთლიანი ქონების 1/7 წილი.
15. ნ------- ს-----–---–ის დამ ქ------- ჯ------–--ემ და მამამ კ------ ს-----–---–მა განიზრახეს ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ი--- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის და ნ--- ს-----–---–ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
16. კ------ ს-----–---–ი, ქ------- ჯ------–--ე და გ------- ჯ-------–---–ი მემკვიდრეებს ნ---- ს-----–---–ს, ი--- ს-----–---–ს და ნ--- ს-----–---–ს არაერთ შეხვედრაზე არწმუნებდნენ, რომ ვინაიდან ნ------- ს-----–---–ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბანკი დიდი ვალი, აჯობებდა ბანკთან ურთიერთობა ქონოდა და სამკვიდრო ქონება მიეღო ერთ მემკვიდრეს კ------ ს-----–---–ს, რომელიც უზრუნველყოფდა ვალის დაფარვას.
17. 2007 წლის 04 აგვისტოს გაფორმდა ნ------- ს-----–---–ის დანატოვარი ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2-119 ხელშეკრულება, თანამემკვიდრეებად აღიარებულ იქნენ ნ--- ს-----–---–ი, ნ---- ს-----–---–ი, ი--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი, მ---- ს-----–---–ი, ქ------- ს-----–---–ი და კ------ ს-----–---–ი. ქონების ღირებულებამ აუდიტის მაშინდელი შეფასებით შეადგინა 5 189 381 ლარი და ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად თანამემკვიდრეთა წრიდან დასახელდა კ------ ს-----–---–ი, რომელმაც აიღო ვალდებულება ბანკთან ვალის დაფარვის შესახებ და მასზე გადავიდა ხელშეკრულებაში აღნიშნული სამკვიდრო ქონება.
18. კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ, რომ თაღლითურად მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეღოთ, 2007 წლის 04 აგვისტოს ქონების თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულებაში მითითებული, მემკვიდრეების ნ--- ს-----–---–ის, ნ---- ს-----–---–ის, ი--- ს-----–---–ის სამკვიდრო ქონების უფლება. ამ მიზნით 2007 წლის 28 სექტემბერს კ------ ს-----–---–მა ყოველგვარი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე ჩუქების №1-6561 ხელშეკრულებით გადასცა შვილს ქ------- ჯ------–--ეს, რითაც მემკვიდრეებს ი--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–ს და ნ--- ს-----–---–ს მოუსპეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების დაბრუნების უფლება, რის შემდეგაც კ------ ს-----–---–მა და ქ------- ჯ------–--ემ თავის მხრივ მართლსაწინააღმდეგოდ მიღებულ ქონებას გაუკეთეს რეალიზაცია, რითაც მემკვიდრეებს ნ--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–ს და ი--- ს-----–---–ს მიაყენეს დიდი ოდენობით ზიანი.
19. კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ რა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 04 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2-119 ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–ის საკუთებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ს--------ში.
20. აღნიშნულის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის ს-------ის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულის ა-–---------- ბ-–-–---–ის მიერ, 2007 წლის 21 აგვისტოს გაცემული №109 ყალბი ცნობის საფუძველზე, ქ------- ს-----–---–მა 2007 წლის 21 აგვისტოს ს-------------------------------–------------------–------------------–--------------ში დაარეგისტრირა მის საკუთრებად.
21. საკუთრების მოწმობის მიღების შემდეგ ქ------- ს-----–---–მა სოფელ ს--------ში მდებარე ნ------- ს-----–---–ის კუთვნილი სახლი (სარეგისტრაციო №5-----------) 2007 წლის 11 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულებით, აჩუქა შვილს ქ------- ჯ------–--ეს, რომელიც თაღლითურად მოტყუებით დაეუფლა ნ------- ს-----–---–ის მემკვიდრეთა ქონებას და ფიქტიურად გაუკეთა რეალიზაცია. აღნიშნულ სახლში ამჟამად ცხოვრობენ ნ------- ს-----–---–ის მშობლები. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ექსპერტიზის დასკვნით 2007 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეფასებულ იქნა 260 000 ლარად.
22. კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს განზრახული ჰქონდათ რა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ ნ------- ს-----–---–ის შვილების-მემკვიდრეების ქონებას, მათ 2007 წლის 04 აგვისტოს თანამემკვიდრეთა შორის წილის გადანაწილების №2-119 ხელშეკრულებაში შეგნებულად არ შეიტანეს ნ------- ს-----–---–ის საკუთებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა ლენდკრუიზერი“ საიდენტიფიკაციო ნომრით J----------------, სახელმწიფო ნომრით G------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–ის მძღოლზე ნ-----–------------–---–ზე და ავტომანაქანა „ჯიპ ჰამერ 2“ საიდენტიფიკაციო ნომრით 5----------------, სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც გაფორმებული იყო ნ------- ს-----–---–ის მძღოლზე ი----------–---–ზე, რომლებსაც შემდგომ გაუკეთდა რეალიზაცია. აღნიშნულ ავტომანქანების ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 165 000 ლარს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის თაღლითურმა ქმედებებმა ჯამში გამოიწვია 5 614 381 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ქ------- ჯ------–--ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:
24. მას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
25. ბრალდებული, კ------ ს-----–---–ი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა სასამართლოში, ვერ დაიკითხა, ის 2017 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. ( ტ.10. გარდაცვალების მოწმობა N2----------)
26. ბრალდებულმა ქ------- ჯ------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და აჩვენა შემდეგი. ნ------- ს-----–---–ი იყო მისი ძმა. ძმის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებასთან ერთად ძმას გასასტუმრებელი ქონდა ბანკის ვალებიც. სამკვიდრო ქონებაში ასევე შედიოდა იჯარით აღებული მიწებიც. სამკვიდრო ქონება შეფასებული იყო დაახლოებით ხუთ მილიონად, ხოლო ბანკი „ქ-------ს“ ვალი კი ორი მილიონი დოლარი იყო, ამას ემატებოდა პროცენტიც. თითქმის მთელი ქონება ბანკების მიერ იყო დაყადაღებული. ყადაღისგან თავისუფალი იყო „შ------ის“ რესტორანი და „ავტოგაზი.“ ვინაიდან მემკვიდრეები ბევრნი იყვნენ, ბანკმა მოითხოვა, რომ ქონება ერთ პირზე გაფორმებულიყო, რადგან ერთ პირთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა. ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე, ძმის მთელი ქონება გადაფორმდა მამის, კ------ ს-----–---–ის, სახელზე იმ პირობით, რომ გაისტუმრებდნენ ბანკის ვალებს და შემდგომ, მემკვიდრეები გაინაწილებდნენ დარჩენილ ქონებას. მის ძმას სიცოცხლეშივე, მეურნეობის წარმართვაში, ეხმარებგოდა ნათესავი გ------------–---–ი, რომელმაც ნ------- ს-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება აღარ ისურვა. ამავდროულად დამძიმდა მამამისის კ------ ს-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კ------ ს-----–---–მა ქონება გადასცა მას. ქონების გადაცემიდან დღემდე ის ისტუმრებს ვალებს, ვალების გასტუმრების მიზნით, მოუწია ქონების გაყიდვა. ქონების ნაწილი გაყიდეს ბანკებმა. ბანკმა აუქციონით გაიყიდა ღვინის ქარხანა, რომელიც შეიძინა გ-----------–---–მა, თუმცა მან დაიტოვა უფლება და შემძენიც თანახმაა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში დაუბრუნოს წილი. ასევე გამოსყიდვის უფლებით მ-----------–---–ზე გაიყიდა სოფელ ს--------ში მდებარე სახლიც. სახლის რეალიზაციიდან აღებული თანხა მოხმარდა „ს-----------ს“ ვენახებს, საიდანაც შემდეგ მიღებული შემოსავალით გადაიხადა ბანკის ვალი.
27. მანვე განმარტა, რომ ის ვალის გასტუმრების პარალელურად ეხმარებოდა ძმიშვილებს, უგზავნიდა ფულად თანხას. ისინი ასევე წილს იღებდნენ ყადაღისგან თავისუფალი ქონებიდან, შ------ის რესტორნიდან. იგი, წარსულში და ახლაც თანახმაა, რომ მემკვიდრეებს დაუბრუნოს ქონება.
28. მოწმის, დაზარალებულ ნ---- ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ------- ჯ------–--ე მისი მამიდაა, კ------ ს-----–---–ი პაპა, ხოლო ნ------- ს-----–---–ი მამა იყო.
29. მამამისი, ნ------- ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს. წლების განმავლობაში მამიდამისი ცხოვრობდა მათთან. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, რომ ქონება გაენაწილებინათ. მემკვიდრეობაში შეიტანეს ხუთ მილიონამდე ღირებულების ქონება, თუმცა მარტო ღვინის ქარხანა ჩვიდმეტ მილიონადაა შეფასებული. მამამისის მემკვიდრეები იყვნენ სამი შვილი და მეუღლე პირველი ქორწინებიდან და მამის მეორე მეუღლე ე------------–---–ი და ორი შვილი მ---- და ქ--------- ს-----–---–ები.
30. მეორე მეუღლესთან შეძენილ შვილებს გვარი არ ქონდათ, მაგრამ დათანხმდნენ, რომ მათაც მიეღოთ მემკვიდრეობა. მამიდამისმა ქ------- ჯ------–--ემ ყველა საბუთი გააქრო. ერთ დღეს მამამისი ჯერ არ იყო დაკრძალული, როდესაც შეიკრიბნენ თვითონ, მისი დები ნ--- ს-----–---–ი, არასრულწლოვანი და ი--- ს-----–---–ი, მამიდა ქ------- ჯ------–--ე, ადვოკატი თ----------------–ი, ასევე მამის ბიძაშვილი გ------------–---–ი, რომელსაც ძალიან ენდობოდნენ. იქ იყვნენ მისი მამიდაშვილები, ნ-------ი და გ------- ჯ------–--ეები, ასევე მამის მეგობარი თ-------------–---–ი, ე.წ.„ს--------ა“. მამამისს ბანკის ვალი ქონდა, ორი მილიონი. ვალში ჩადებული იყო „ს-----------ც,“ ადგილი, სადაც მამამისია დაკრძალული. მას და მის დებს უთხრეს, რომ ხელი უნდა მოეწერათ ხელშეკრულებაზე, რომ მამამისის მთელი ქონება გადასულიყო ერთ პირზე, კ------ ს-----–---–ზე, ვინაიდან, ასე უფრო მოსახერხებელი იყო. მათ არ უნდოდათ ხელის მოწერა, მაგრამ მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, ეუბნებოდნენ, რომ თუ ბანკის ვალს არ გაისტუმრებდნენ „ს-----------ს“ ტერიტორიიდან მამის გადასვენება მოუწევდათ. მათ ქ------- ჯ------–--ემ, თ----------------–მა და გ------------–---–მა უთხრეს, რომ როდესაც ბანკის ვალს გაისტუმრებდნენ, დარჩენილი ქონებიდან მათ წილ ქონებას დაუბრუნებდნენ. კ------ ს-----–---–ი არაფერში არ ჩართულა და იქ არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველაფერს წყვეტდა ქ------- ჯ------–--ე. იქ იმაზე არ უსაუბრიათ, რომ კ------ ს-----–---–ი მთელ ქონებას ჩუქებით გადასცემდა ქ------- ჯ------–--ეს. ეს, რომ ეთქვათ არაფრით არ მოაწერდნენ ხელს.
31. ბოლოს მათ გადაწყვიტეს, რომ მოეწერათ ხელი და ის და მისი უფროსი და ივლისის თვეში წავიდნენ ნოტარიუს ბ-----–---–თან. მათ წილები უნდა დაეთმოთ კ------ ს-----–---–ის სასარგებლოდ. საბოლოოდ ხელშეკრულებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი.
32. გადაფორმებიდან დღეებიც არ იყო გასული, რომ ქ------- ჯ------–--ემ მას უთხრა, რომ სახლში მისვლისგან თავი შეეკავებინათ. შემდეგ ქ------- ჯ------–--ემ „მარშუტკა“ უქირავა და ის და მისი დები ფაქტიურად გაყარა სახლიდან, ისინი გადავიდნენ ა-–---------------ზე, მამის ნაყიდ ბინაში, რამდენიმე დღეში კი გაიგო, რომ ქ------- ჯ------–--ეს მთელი ქონება ჩუქებით გადაეცა.
33. მას დღემდე არანაირი წილი არ მიუღია და მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არის სამკვიდროს ერთი მეშვიდედი. მას ერთხელ ოპერაციის ფული დასჭირდა და ისიც არ მისცა მამიდამისმა ქ------- ჯ------–--ემ. მისი პატარა და როდესაც მივიდა სახლში, ბებომ კარები არ გაუღო, ხოლო შემდეგ წაიყვანეს და სწავლის საფასურს უხდიან, ორი წლის საფასური გადაუხადეს.
34. მისივე განმარტებით, კ------ ს-----–---–ს არ მოუტყუებია და არანაირი პრეტენზია არ აქვს.
35. დამატებით დაკითხვაში კი აჩვენა, რომ მამის ქონება ხუთ შვილზე და მამის მშობლებზე უნდა განაწილებულიყო, მას ეკუთვნოდა წილის 1/7. მისმა ოჯახის წევრებმა მამიდამ ქ------- ჯ------–--ემ და პაპამ კ------ ს-----–---–მა მოატყუეს. ისინი დათანხმდნენ ქონების კ------ ს-----–---–ზე გადაფორმებას, მაგრამ, რომ ცოდნოდათ ქ------- ჯ------–--ეს ჩუქებით გადაეცემოდა ეს ქონება, არ დათანხმდებოდნენ. სოფელ ს--------ს სახლი მ-----------–---–ის სახელზე გადაფორმებული, მაგრამ არ იცის ვინ არის ეს ქალბატონი. ზუსტად იცის, რომ იმ სახლში რეალურად ქ------- ჯ------–--ე და მომვლელთან ერთად კ------ ს-----–---–ი ცხოვრობდა.
36. მანვე დაადასტურა კ------ ს-----–---–ის სასარგებლოდ წილის დათმობის 2007 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებები. მისი პაპა ყველაფერს აცნობიერებდა როდესაც მის სასარგებლოდ მემკვიდრეებმა დათმეს წილი.
37. სასამართლოს იგივე შინაარსის ჩვენება მისცეს მოწმეებად დაკითხულებმა დაზარალებულმა ნ--- ს-----–---–მა და ი--- ს-----–---–მა. იმ განსხვავებით, რომ ი--- ს-----–---–მა განმარტა, რომ პაპამისს კ------ ს-----–---–ს, მისთვის არ მოუტყუებია, ხოლო ნ--- ს-----–---–მა დაადასტურა, რომ მას კ------ ს-----–---–ი ატყუებდა.
38. მოწმის დაზარალებულ ნ--- ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისი, ნ-------ი ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს ტოქსიკური სიმსივნით. მამამისი ფლობდა დიდ ქონებას. დაახლოებით 30 დასახელების ქონება ქონდა, ნაწილი ქონების სამკვიდროში არ არის შესული. ქ------- ჯ------–--ე მისი მამიდაა. მანვე გაიგო, რომ მამამისს ქ------- ბანკთან ქონდა ორი მილიონი დოლარი ვალი. ოჯახში საუბარი იყო, რომ სანამ ვალი არ დაიფარებოდა სამკვიდრო ქონებას ვერ მიიღებდნენ. მამამისს ანდერძი არ ქონდა დატოვებული და შვიდ მემკვიდრეზე უნდა განაწილებულიყო ქონება, მასზე, მის დებზე ნ---- ს-----–---–ზე და ი--- ს-----–---–ზე, ქ--------- ს-----–---–ზე და მ---- ს-----–---–ზე, პაპამისზე და ბებიაზე. მამის გარდაცვალების შემდეგ ყველანი სტრესის ქვეშ იყვნენ. მამის გარდაცვალებისთანავე მათ, მამას ბიძაშვილმა გ------------–---–მა, პაპამაც, ბებიამაც და მამიდამაც უთხრეს, რომ ვალი იყო დასაფარი ორი მილიონი დოლარი, ბანკს არ უნდოდა შვიდ მემკვიდრესთან ურთიერთობა და მთელი ქონება ერთ მემკვიდრეზე, კ------ ს-----–---–ზე გაეფორმებინათ. მას ქ------- ჯ------–--ე და პაპა, კ------ ს-----–---–ი ეუბნებოდნენ, რომ კ------ ს-----–---–ისათვის უნდა გადაეცათ ქონება. ისინი დათანხმდნენ, ვინაიდან, არ უნდოდათ „ს-----------“ გაყიდულიყო. მას მოატყუეს, რადგან შემდეგ ეს ქონება კ------ ს-----–---–ისგან ქ------- ჯ------–--ეზე გადაფორმდა. იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ნათესავები ასე გასწირავდნენ. პირველ რიგში იგი მოატყუა პაპამ, კ------ ს-----–---–მა, იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ თვეში მთელი ქონება ქ------- ჯ------–--ეს გადაეცემოდა.
39. მისივე განმარტებით, სახლი მისი საკუთრებაც იყო, ვინაიდან, კომლში ირიცხებოდა. მაგრამ ყალბი ცნობით ჯერ ბებიამ, ვ----------------–---–მა დაირეგისტრირა, შემდეგ სხვას გადაუფორმეს. მანქანებიც მამამისის იყო, მაგრამ სხვა პირებზე იყო გაფორმებული. მამამისის ქონება არასწორადაა შეფასებული, იმდენი რაოდენობის იყო ქონება, ვალი მალე დაიფარებოდა, მაგრამ ვალი არ დაფარულა.
40. მანვე დაადასტურა წილის დათმობის ხელშეკრულებაზე თავისი ხელმოწერის სისწორე. როდესაც პაპას, კ------ ს-----–---–ს, მან მოსთხოვა პასუხი, რატომ გადაუფორმა ქონება ქ------- ჯ------–--ეს, მაგრამ პაპამ და ბებიამ სახლიდან გააგდეს იგი.
41. მან ასევე განმარტა, რომ დედ-მამის განქორწინების შემდეგ იზრდებოდნენ, როგორც დედასთან ისე მამასთან. თვითონ, ამ დროს, სტუდენტი იყო. დედის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ი--- 6 წლის იყო და იზრდებოდა ბებიასთან და მამასთან.
42. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ კ------ ს-----–---–ი მისი პაპა იყო და იმიტომ ენდო და წილი დათმო მის სასარგებლოდ, რადგან ვალი დაფარულიყო, მაგრამ მან მოატყუა და ქონება გადაუფორმა ქ------- ჯ------–--ეს.
43. მოწმის, დაზარალებულ ი--- ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისი ნ------- ს-----–---–ი გარდაიცვალა 2007 წლის 30 იანვარს. მას დარჩნენ მემკვიდრეები, მშობლები - ქ------- ს-----–---–ი და კ------ ს-----–---–ი, შვილები - თვითონ, ნ---- ს-----–---–ი, ნ--- ს-----–---–ი, ქ--------- ს-----–---–ი და მ---- ს-----–---–ი. მას მამის ქონებიდან ეკუთვნოდა ერთი მეშვიდედი. სამკვიდრო შემდგა გარდაცვალებიდა ერთი თვის შემდეგ, დაახლოებით აგვისტო-სექტემბერში, ყველა მემკვიდრე თანაბრად იყო მოხსენებული. მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, იგი იმ დროს არასრულწლოვანი იყო და მის ინტერესებს ნ---- ს-----–---–ი წარმოადგენდა. იგი შეკრებებს არ ესწრებოდა. შეკრებებს ესწრებოდნენ მისი დები, მამიდა ქ------- ჯ------–--ე, ასევე ადვოკატი თ----------------–ი. მისმა დამ ნ---- ს-----–---–მა მას უთხრა, რომ მამას დარჩა ბანკის დიდი ვალი, დაახლოებით ორი მილიონი, ვალუტა არ იცის და მამის საფლავს საფრთხე ემუქრებოდა. ბოლოს გადაწყდა, რომ მთელი ქონება კ------ ს-----–---–ს გადაფორმებოდა, რადგან ბანკთან მხოლოდ ერთ მემკვიდრეს ეთანამშრომლა და მისმა დამ ნ---- ს-----–---–მა მის მაგივრად მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. მან არ იცოდა, რომ კ------ ს-----–---–ი აპირებდა ქონების ქ------- ჯ------–--ისათვის გადაფორმებას.
44. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სეზონურად იღებს მხოლოდ შ------ის რესტორნიდან და ავტოგაზიდან 1/7-ს. იგი თავს დაზარალებულად თვლის, ზუსტად არ იცის რა ქონება ეკუთვნოდა, მაგრამ იგი მემკვიდრე იყო მამის ქონების.
45. ადვოკატის შეკითხვაზე მან განმარტა, რომ დედ-მამის განშორების შემდეგ, ხან დედასთან ცხოვრობდა, ხან მამასთან. დედის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ცხოვრობდა მამასთან. იგი მამიდისგან ამ ეტაპზე იღებს ფინანსურ დახმარებას. მას უხდიან სწავლის გადასახადს და ყოველთვიურ თანხას უგზავნიან, რომ სტუდენტმა იარსებოს.
46. მანვე განმარტა, რომ კ------ ს-----–---–ს მის წინააღმდეგ არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. კ------ ს-----–---–ზე გაფორმდა ქონება და შემდეგ ეს ქონება გადაუფორმეს ქ------- ჯ------–--ეს. მას მიაჩნია, რომ რადგან ბრალი წაუყენეს ქ------- ჯ------–--ეს ალბათ არაკანონიერად მოხდა ეს ყველაფერი. მას მიაჩნია, რომ ქონება ქ------- ჯ------–--ეს არ უნდა გადაფორმებოდა.
47. მანვე დაადასტურა, რომ სასამართლომ სამოქალაქო წესით განიხილა სარჩელი და მას დაუბრუნა სამკვიდრო წილი, თუმცა წილი არ მიუღია.
48. მოწმეების - ლ-----–--------–---–ის, თ----------------–ის, თ---------- ჯ-------–---–ის, ქ------- ს-----–---–ის, გ------- ჯ-------–---–ის, ე-----------–---–ის, ლ---------------ის, ე--------–-–---–ის, ი-----------–---–ის, ნ-----–------------–---–ის, ი---------–----–---–ის, ბ----------------–---–ის, ა-–---------- ც-------–---–ის, დ----------------–ის, გ------- ო------–---–ის, ი-–---------–---–ის, გ------- ჯ------–--ეს, ნ------- ჯ------–--ის, ა---------–--------–---–ის, ნ-------- ჯ------–--ის, თ--------------–ის, ი-----–---------–---–ის, გ------- ბ-----–---–ის, ნ-----------–------ის, ც---–----–--–---–ის, თ---------- ო--------–---–ის, თ------------–--–--ის, ზ-------–--–--------ის, ი-–-------------ის, მ-----------–---–ის, ვ--------–---–---–ის, შ------- ბ-–-–---–ის, ვ-----------–---–---–ის, თ----------------–---–ის, რ---------------–---–ის, ლ------------ის, დ----------–---–---–ის, მ-----------–---–ის ჩვენებები, ა-----–-------–---–ის, მ-----–---------–---–ის, ს---------------–---–ის, გ-----–-–--–-–---–ის, გ------- ჟ-------–ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, დათვალიერების ოქმები, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები, გრაფიკული ექპსერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, აუდიტის დასკვნა, ჩუქების ხელშეკრულება და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
49. სასამართლომ, განიხილა რა კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის ბრალდების საქმე, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ქ------- ჯ------–--ისა და კ------ ს-----–---–ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.
50. თაღლითობა ნიშნავს მოტყუებით, ან ნდობის ბოროტად გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას, ან ქონებრივი უფლების მიღებას.
51. დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჩადენა, კი ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები წინასწარ შეკავშირდნენ, შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩადენაში, ანუ წინასწარი შეთანხმებით მოქმედებენ ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით.
52. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დამნაშავე ბოროტად იყენებს დაზარალებულის ნდობას, ატყუებს მას, აწვდის არასწორ ინფორმაციას და ამ ხერხით ეუფლება მის ქონებას. გარეგნულად ქონების გადაცემა ხდება დაზარალებულის ნებით, თუმცა ის შეცდომაშია შეყვანილი.
53. თუ, დადგენილი არ იქნა პირის მხრიდან რეალობის დამახინჯების ან შეტყობინების წინასწარი განზრახვა, ქმედება თაღლითობად ვერ დაკვალიფიცირდება. შესაბამისად გამორიცხული იქნება წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის არსებობა.
54. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ არასადავოდ გამხდარი მტკიცებულებებით, ვერ დადასტურდა, რომ კ------ ს-----–---–მა და ქ------- ჯ------–--ემ, წინასწარი შეთანხმებით, ნ--- ს-----–---–ს, ნ---- ს-----–---–სა და ი--- ს-----–---–ს მოატყუეს, მიაწოდეს დამახინჯებული ინფორმაცია და ამ გზით დაეუფლენ მათ სამკვიდრო ქონებას.
55. საქმის გარემოებებით, წარდგენილი ბრალდების მიხედვით, კერძოდ კი 2007 წლის 4 აგვისტოს N2-119 ხელშეკრულებით, დადგენილია, რომ ნ------- ს-----–---–ის ქონება მემკვიდრეებმა ნ--- ს-----–---–მა, ნ---- ს-----–---–მა და ი--- ს-----–---–მა გადასცეს პაპას კ------ ს-----–---–ს. ბრალდების დადგენილებაში ბრალდების მხარე იზიარებს, რომ აღნიშნული განხორციელდა ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად ბანკთან მოლაპარაკების გაადვილების მიზნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ------- ს-----–---–ს სხვადასხვა ბანკებთან, „ქ------- ბანკთან,“ „გ--------------– ქ-------ლ ბანკთან“ და „ვ--------“ ბანკთან, ქონდა ვალდებულებები.
56. 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით დადგენილია, რომ „ვ-----------------------სა“ და შპს „კ--------------------–ს“ (მსესხებელს) შორის 2005 წლის 12 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება შეადგენდა 445843 აშშ დოლარს და 87 ცენტს. (ტ1.ს.ფ 61-65) მორიგების აქტით ასევე განისაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად განკუთვნილი ქონების ჩამონათვალი.
57. 2010 წლის 9 მარტის მორიგების აქტით დაგენილია, რომ „ქ------- ბანკსა“ და შპს „თ--–---------ს“ (მსესხებელს) შორის დავალიანება შეადგენდა 2866614,37 აშშ დოლარს. (ტ3 ს.ფ98-103 ტ.5 ს.ფ142-156) ხოლო 2007 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით კი, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით შეადგენდა 3296005 დოლარსა და 67 ცენტს. მორიგების აქტით ასევე განისაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად განკუთვნილი ქონების ჩამონათვალი.
58. ნ------- ს-----–---–ის სიცოცხლეში 2005 წლის 12 ოქტომბრის იპოთეკის შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, ხელშეკრულება გაფორმდა „გ--------------– ქ-------ლ ბანკსა“ და შპს „ტ------------------------–ს“ შორის. იპოთექით დაიტვირთა 200 000 (ორასი ათას) აშშ დოლარად, მაშინდელი კურსით 360 000 ლარად ღირებული ქონება. ასეთივე ხელშეკრულებაა გაფორმებული 2003 წლის 15 ოქტომბერს, რომლის საფუძველზეც კრედიტის თანხა შეადგენდა 900000 აშშ დოლარს. (ტ.4.ს.ფ 154-167)
59. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ნ------- ს-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ დარჩა შვიდი მემკვიდრე. ბრალდებული ქ.ჯ------–--ე ადასტურებს, რომ ბანკებმა არ ისურვეს შვიდ მემკვიდრესთან ურთიერთობა და სწორედ მათი მოთხოვნით, სხვა მემკვიდრეებმა ქონება გადაუფორმეს ანუ, წილი დათმეს, ნ.საქუაშვლის მამის, კ------ ს-----–---–ის სასარგებლოდ. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტით (რეგისტრაციის ნომერი 2-119 ტ.1 ს.ფ 20-36) და 2007 წლის 6 აგვისტოს სანოტარო აქტით (რეგისტრაციის ნომერი 2-123 ტ.1 ს.ფ 36-26) ნოტარიუსი გ------- ბ-----–---–ი.
60. 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტში (რეგისტრაციის ნომერი 2-119) მითითებულია, რომ ნ------- ს-----–---–ს „თ--–---------ს“ სასარგებლოდ დავალიანება აქვს 2 000 000 აშშ დოლარის ოდენობით და 2006 წლის 27 ივლისის განვადებით ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებითა და 2006 წლის 23 აგვისტოს იჯარა გამოსყიდვის უფლებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან შეძენილი აქვს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, 222691 ლარის ოდენობით. სწორებ ამ და შესაძლო სხვა დავალიანების გადასახდელად მემკვიდრეებმა წილი დათმეს, ნ.საქუაშვლის მამის, ანუ პაპის, კ------ ს-----–---–ის სასარგებლოდ.
61. აღნიშნული გარემოება კი კ------ ს-----–---–ის ქმედებაში სრულად გამორიცხავს თაღლითობის ნიშნების არსებობას. ვინაიდან, წილის დათმობა მის სასარგებლოდ იყო კრედიტორების იდეა და სურვილი და არა მისი გადაწყვეტილება. ამდენად თაღლითობის სპეციფიკური ნიშანი, რომ კ------ ს-----–---–მა ბოროტად გამოიყენა თავისი შვილიშვილების, ნდობა, მოატყუა ისინი, მათ მიაწოდა არასწორ ინფორმაცია და ამ ხერხით დაეუფლება მათ სამკვიდრო ქონებას, არ დასტურდება.
62. ასევე კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს ვერ ექნებოდათ დანაშაულებრივი კავშირი ერთმანეთთან, ვინაიდან, ერთ მემკვიდრესთან ურთიერთობა გამომდინარეობდა ბანკის მოთხოვნიდან და არა კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ის განზრახვიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, ანუ კ------ ს-----–---–ს და ქ------- ჯ------–--ეს, ასევე დანაშაულებრივი კავშირი უნდა ქონოდათ კრედიტორთანაც, რაც საქმის გარემოებებით არ დასტურდება.
63. რაც შეეხება კ------ ს-----–---–ის მიერ ქ------- ჯ------–--ისათვის ქონების გადაცემას. ბრალდებული ქ.ჯ------–--ე მიუთითებს, რომ კ------ ს-----–---–ი გახდა მძიმე ავად, მას უჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება, შესაბამისად გაუჭირდა ბანკთან ურთიერთობაც, რის გამო მამამისმა ქონება გადასცა მას.
64. გამოძიების სტადიაზე არ იქნა მოძიებული სრული ინფორმაცია კ------ ს-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა 2013 წლის 10 ოქტომბერს გამომძიებლის მიერ ოჯახის ექიმისგან გამოთხოვილი ცნობით ირკვევა, რომ კ------ ს-----–---–ს აქვს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, საერთო დაავადებით და დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაადგილება. იმავე ცნობაში მითითებულია დიაგნოზი, ჰიპერტონული დაავადება, III სტ. თავის ტვინში განვითარებული იშემიური ტიპის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.
65. სასამართლო ბრალდებულის საუარესოდ ვერ შეაფასებდა კ------ ს-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუმცა, ის გარემოება, რომ კ------ ს-----–---–ს არ შეეძლო გადაადგილება და დაცვის მხარის განმარტებით ასევე არ შეეძლო ნაწილობრივ კონტაქტიც, დადასტურდა იმით, რომ ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომებზე, პერიოდულად დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს ცნობებიც. საქმის განხილვის მიმდინარეობისას კი, 2017 წლის 4 იანვარს, კ------ ს-----–---–ი გარდაიცვალა. ( ტ10. გარდაცვალების მოწმობა N2----------)
66. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გამოძიების ორგანოებს არ შეუფასებია ნ------- ს-----–---–ის ვალდებულებების ოდენობა. ბრალდების დადგენილებაში მიუთითებს, რომ მისი ქონების (აქტივის) ღირებულებამ შეადგინა 5189381 ლარი, თუმცა რა მოცულობის იყო სასესხო ვალდებულებები (პასივი) ეს გამოძიებით არ დადგენილა. ამ გარემოებას აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან, მემკვიდრეობით გადადის, როგორც აქტივი-უძრავ მოძრავი ქონება, ასევე პასივიც-ვალდებულებები, მათ შორის სესხიც. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ ნ.ს-----–---–ის ქონება შეფასებულ ოდენობაზე მეტი ღირებულების იყო, ვინაიდან, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, პირიქით, 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტში (რეგისტრაციის ნომერი 2-119) მითითებულია, რომ ქონების ღირებულება შეადგენდა 5189381 ლარს.
67. საქმის მასალებით, არასადავო მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ბანკების მიერ, სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო ნ.ს-----–---–ის უძრავი ქონება, რაც ასახულია მორიგების აქტებშიც. გამოძიებით არ გამიჯნულა ყადაღისგან თავისუფალი და იმ ქონების ჩამონათვალი, რაც ნ------- ს-----–---–ის სიცოცხლეში დააყაღებული და გამოყენებული იქნა სესხის უზრუნველასყოფად.
68. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა არასრულწლოვან ი--- ს-----–---–ის სარჩელი და 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწტვეტილებით, მას დაუბრუნა სამკვიდრო ქონების 1/7 წილი. (ტომი2, ს.ფ 190, ტომი 3.ს.ფ 20) თუმცა ი--- ს-----–---–ს დღევენდლამდე ქონება არ მიუღია. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან მოინდომა მემკვიდრეობის მიღება და ვერ შეძლო. სასამართლოსთვის გაუგებარია, ასეთ ვითარებაში რატომ კვალიფიცირდება მის მიმართ პაპის, კ------ ს-----–---–ისა და მამიდის, ქ------- ჯ------–--ის ქმედება თაღლითობად. ი--- ს-----–---–ის ქმედება ბადებს ეჭვს, რომ ის გაურბის სასესხო ვალდებულების გადახდას. მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში, აქტივთან, უძრავ მოძრავ ქონებასთან ერთად მას დაეკისრება, პასივის, ვალის გადახდის ვალდებულებაც.
69. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მოსაზრებას გ------- ჯიქურიშვილთან მიმართებაში, რომ ვინაიდან, გ.ჯიქურიშვილი წარმართავდა ნ.ს-----–---–ის ბიზნესს აღარ იყო აუცილებელი ქონება გადაფორმებულიყო კ.ს-----–---–ზე და შემდგომ კი ქ.ჯ------–--ეზე. საქმის მასალებში არსებობს მინდობილობის არასრული ასლი, რომლის მიხედვითაც 2005 წლის 9 ნოემბერს (ტომი1 ს.ფ151) ნ------- ს-----–---–მა ნოტარიულად თავისი საკუთრება, განკარგვის უფლებით გადასცა გ------- ჯ-------–---–ს. (რეესტრის ნომერი1-6845) აღნიშნულიდან გამომდინარე, ის უფლებამოსილი იყო განეკარგა ნ.ს-----–---–ის საკუთრება. თუმცა, როგორც ბრალდებული ქ.ჯ------–--ე განმარტავს, გ.ჯიქურიშვილმა ნ.ს-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ აღარ ისურვა პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება.
70. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების დადგენილებაში მოყვანილ გარემოებას ავტომანქანებთან და თელავის რაიონში სოფელ ს--------ში არსებულ სახლთან დაკავშირებით, შემდეგი გარემოებების გამო. ნებისმიერი სარტანსპორტო საშუალება საჭიროვებს სპეციალურ რეგისტრაციას და ითვლება იმ პირის საკუთრებად, ვიზეც დარეგისტრირებულია. საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, რომ ბრალის დადგენილებაში მითითებული ავტომანქანები დარეგისტრირებული იყო ნ------- ს-----–---–ის სახელზე. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ამ მანქანებთან მიმართებით მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა და ავტომანქანები სასამართლომ მიაკუთვნა იმ პირებს, ვიზეც იყო რეგისტრირებული. თუ ასეთი დავა ნამდვილად არსებობდა, ბრალდების მხარე ვალდებული იყო, საქმისთვის დაერთო ხსენებული გადაწყვეტილებები, რათა არ მომხდარიყო პირების ზედმეტი ბრალდება.
71. რაც შეეხება თელავის რაიონში სოფელ ს--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. საქმის მასალებით, კერძოდ კი სოფელ ს--------ს ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულის მიერ 2013 წლის 17 მაისის გაცემული ცნობით დგინდება, რომ 2001-2005 წლის საკომლო წიგნების მონაცემებით, ქ------- ს-----–---–ის კომლი შედგებოდა ორი წევრისგან, თვითონ ქ------- ს-----–---–ისა და მეუღლე კ------ ს-----–---–ისგან. საკომლო წიგნი N4 პირადი ანგარიში N323. (ტომი7 ს.ფ 181)
72. საქმეში არსებული 1995 წლის 27 იანვრის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ნ------- ს-----–---–მა ქ------- ს-----–---–ს აჩუქა თელავის რაიონში სოფელ ს--------ში არსებული სახლი. (ტომი7 ს.ფ 160)
73. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ------- ს-----–---–ის გარდაცვალების დროს, თელავის რაიონში სოფელ ს--------ში არსებული სახლი მას აღარ ეკუთვნოდა და შესაბამისად, მისი სამკვიდრო ქონების ნუსხაშიც არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, ეს ეპიზოდიც ბრალად ერაცხება კ------ ს-----–---–სა და ქ------- ჯ------–--ეს.
74. გამოძიების მიერ შეფასება არ მისცემია და არც დადგენილა იმ თანხის რაოდენობა, რაც, როგორც სესხი, იქნა დაფარული. საქმის მასალებით, მაგალითად, 2009 წლის 11 აგვისტოს „ვ------“ ბანკიდან გამოთხოვილი ცნობით დგინდება, რომ იძულებით აღსრულების დროისთვის დავალიანება შეადგენდა 213277 დოლარსა და 22 ცენტს. (ტ4 ს.ფ174) აუქციონი დაიწყო 2009 წლის 25 დეკემბერს და მეორე ეტაპად ანუ განმეორებით გაიმართა, 2010 წლის 08 იანვარს. ქონება შეიძინა გ-----------–---–მა. (ს.ფ193-239) მაშინ, როდესაც, 2005 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, „ვ------“ ბანკთან დავალიანება შეადგენდა 445843 აშშ დოლარს და 87 ცენტს. (ტ1.ს.ფ 61-65), ანუ 2009 წლის 25 დეკემბერს კრედიტი შემცირებულია.
75. ასევე საქმის მასალებში თვითონ გამოძიების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ თანხის გარკვეული რაოდენობა კრედიტის დაფარვის მიზნით შეტანილია „ქ-------“ ბანკის ანგარიშზე. (მაგალითად ტ5.ს.ფ243-248)
76. აღნიშნულიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კ------ ს-----–---–ს არ ჰქონია განზრახვა მიეთვისებინა სხვისი, თავისი შვილიშვილების სამკვიდრო ქონება. ეს ქონება მის სახელზე გადაფორმდა კრედიტორებთან ურთიერთობის გაადვილების მიზნით. შემდგომ კი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად კანონიერად, მან გადაუფორმა შვილს, ქ------- ჯ------–--ეს, რაც თაღლითობას არ წარმოადგენს.
77. სასამართლომ ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ყველა გარემოებაზე, რაც ბრალად ერაცხებათ ქ------- ჯ------–--ესა და კ------ ს-----–---–ს, სასამართლოს სამოქალაქო წესით მიღებული აქვს გადაწყვეტილება. თუ ასეთი გადაწყვეტილებები არსებობდა, ბრალდების მხარე ვალდებული იყო მოეძიებინა და საქმისთვის დაერთო ეს გადაწყვეტილებები.
78. საქმის მასალებით, დადგენილია, რომ ნ------- ს-----–---–ის მემკვიდრეები ასევე იყვნენ მეორე ქორწინებიდან შეძენილი შვილები, ქ--------- ს-----–---–ი და მ---- ს-----–---–ი.
79. სამკვიდროს გახსნის დროს ისინი იყვნენ არასრულწლოვნები, ამიტომ ქ--------- და მ---- ს-----–---–ებს წარმოადგენდა დედა ე-----------–---–ი.
80. გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, (ტომი 4 ს.ფ 34-38) რაც შემდგომ არასადავოდ იქნა მიჩნეული, ე-----------–---–ი ადასტურებს ქ------- ჯ------–--ის მიერ მითითებულ გარემოებებს. სახელდობრ, მისთვის ცნობილი იყო, რომ მის მეუღლეს, ნ------- ს-----–---–ს „ქ-------“ ბანკიდან ნასესხები ქონდა ორი მილიონი აშშ დოლარი. მას ასევე კრედიტი აღებული ქონდა „ვ------“ ბანკიდან. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მის შვილებს სამკვიდროდან ერგოთ ორი წილი. კრედიტის დაფარვის მიზნით მემკვიდრეებმა მოილაპარეკეს და ქონება გადასცეს კ------ ს-----–---–ს. ამ დროს არავის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ყველა თანახმა იყო და ყველამ თავისი ნება გამოხატა. მოლაპარაკების თანახმად ქონებიდან უნდა გადაერჩინათ სოფელ ს--------ს ღვინის ქარხანა და პარკი „ს-----------.“ კ------ ს-----–---–ისთვის ქონების გადაცემიდან ერთ თვეში მან გაიგო, რომ კ------მ მთელი ქონება გადაუფორმა შვილს ქ------- ჯ------–--ეს, ვინაიდან კ------ ს-----–---–ი ავად იყო და საქმიანობას ვერ გააგრძელებდა.
81. ამ ფონზე სასამართლოსთვის გაუგებარია, რომ თუ, ბრალდების მხარე თაღლითობად მიიჩნევს კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის ქმედებას, მაშინ დაზარალებულები რატომ არ არიან სხვა მემკვიდრეებიც. სხვა მემკვიდრეებისგან წილის დათმობა იმავე პირობებში და ერთდროულად მოხდა. (იხ.2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტი, ტომი1 ს.ფ 20).
82. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
83. მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, მათი უტყუარობის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხოლო შემდეგ – მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუ რას გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, ამას განმარტავს საქართველოს სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 პუნქტი, რომელიც უთითებს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობაზე, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს აგრეთვე საქართველოს სსსკ–ის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
84. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულები კ------ ს-----–---–ი და ქ------- ჯ------–--ე წარდგენილ ბრალდებაში სრულად უნდა გამართლდენ, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე, 258-ე, 260-ე, 269 - 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
85. კ------ ს-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
86. ქ------- ჯ------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
87. ქ------- ჯ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქ------- ჯ------–--ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დაყადაღებულ ქ. თელავში, ს--------ის ქუჩაზე მდებარე, გ------- ჯ-------–---–ის (პირადი №2----------) კუთვნილი უძრავ ქონებას.
88. გამართლებულებს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
89. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
90. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური