განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002297838
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის N 1/40-2018 წ.
26 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე
დაცვის მხარე - ადვოკატი მ-------------ე
ბრალდებული - ნ-----–--------------ე (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დაბა ქ--------------–--------).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 15:30 სათზე, ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქ----–---–-----------–------------ში მდებარე ო------------------ის საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კარებთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნ-----–--------------ემ, სახის არეში ხელის დარტყმით, არასრულწლოვან ი-–--------–---ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
ბრალდებულმა ნ-----–--------------ემ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, მოწმეების ი----------–--ის, გ-------------–--ის, ი-–--------–--ის, ნ-----------------ის, ი-----------------ის, ნ-----–--------------ის, დ-----------------ის და ო-----------------ის გამოკითხვის ოქმები.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ნ-----–--------------ემ, რომელსაც წინასწარ შეცნობილი ჰქონდა ი-–--------–--ის ასაკი, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური ტკივილი მიაყენა მას, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ნ-----–--------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სხვაგვარი ძალადობით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც წარმოადგენს განზრახ, ძალადობრივ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა არასრულწლოვანი, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანის მიმართ, ვინაიდან არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება განსაკუთრებით უარყოფითად აისახება მის შემდგომ ზრდა-განვითარებაზე და გავლენას ახდენს მის სრულფასოვან საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაზე, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს შესაბამის კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
სასჯელის სახის შერჩევისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–--------------ე არაა ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებული რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, მან გულწრფელად აღიარა და მოინანია დანაშაული, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის შესაფასებლად, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სანქციის ფარგლებში მინიმუმი ზომით 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით, რაც ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა ჩაითვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 1 წლით.
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ნ-----–--------------ე არ იყო ნასამართლევი.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ-----–--------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 1 000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დროს იმსჯელოს ამ საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ-----–--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს ნ-----–--------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი