განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1---18 (#0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- მე----
ბრალდებული - ბა----- გუ-----ს ძე გუ-------ე - დაბადებული 1--- წლის 1- ოქ---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ბა--------, სოფელი ზ----------
ადვოკატი - ი-–-- ჯა---–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბა----- გუ-------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 28 ოქ---------ს დაახლოებით 20:24 საათზე, ქუთაისში ახ--–------------ს გამზირზე გამავალ ქუ-------ბა--------ს საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე ბა----- გუ-------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და მისი მართვის ქვეშ მყოფი Mercedes Benz-ის მოდელის სახელმწიფო ნომრით V------ მიკროავტობუსით მოძრაობისას დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ერ---–- ბი------ს. შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ერ---–- ბი------ შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნუ------ ბი------ს დაკითხვის ოქმები; მოწმეების: ბა----- გუ-------ის, ელ---- ხუ--–--ის, მა----- ენ----–---ს, ნინო მაღლაკელიძის, თეა იოსებაშვილის, ნინო მაჭავარიანის, მურმან ენ----–---ს, ზ---- კბ--–-–---–ის, ნ----- ენ----–---ს, თ----- კბ--–-–---–ის, გუ-–----ა კა-----ის, ი--- გი--–---–ის, ნ----- ლო----–---–ის, კ--- ქე----–--ის დაკითხვის ოქმები; შეტყობინებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები; ერ---–- ბი------ს გვამის ტანსაცმლის ამოღების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნა; ნაკოლოგიური შემოწმების N8------ დასკვნა; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნა; ავტოტექნიკური ექსპერტიზის N----- დასკვნა; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა ბა----- გუ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბა----- გუ-------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, შესაბამისად მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რასაც ნანობს. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ბა----- გუ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ოჯახური მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბა----- გუ-------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბა----- გუ-------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის 04 (ოთხი) წლის ვადით განსაზღვრა და მისი ჩათვლა სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლის საფუძველზე პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბა----- გუ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ბა----- გუ-------ეს 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. ბა----- გუ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ბა----- გუ-------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ერ---–- ბი------ს გვამის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
6. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა CD-R დისკზე - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი