განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/9--1- (№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი
სხდომის მდივანი ნათია გავაშე-–-–---–ი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ცი------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ----- ზა-----ს ძე ჭყ----ე - დაბადებული 1--- წლის 1- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ქ----
ადვოკატი - ვა-–------ სა-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შ----- ჭყ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 14 იანვარს დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კაპრალ შ----- ჭყ----ეს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ქ---ში თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან ნე----- გე-–-–---–თან, რა დროსაც არასრულწლოვანი შვილების - მ------ და ნ---- ჭყ----ეების თანდასწრებით, ნე----- გე-–-–---–ს თავის არეში ორჯერ დაარტყა ბავშვის მოსაცმელი, ხელი გაარტყა ლოყაში, ცხვირსა და ტუჩებში, რის შემდეგადაც ამ უკანასკნელს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, ხოლო ტუჩის არეში განუვითარდა შეშუპება და მცირე ზომის ექსკორიაციები. განხორციელებული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება N1-----, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოსურათებით, ბრალდებულ შ----- ჭყ----ის დაკავების ოქმი, დაზარალებულ ნე----- გე-–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ნე----- გე-–-–---–თან ტანსაცმლის ამოღების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულ შ----- ჭყ----ისაგან ტანსაცმელებისა და სამსახურებრივი მოწმობის ამოღების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულებები, ნე----- გე-–-–---–ის ტელეფონის დათვალიერების ოქმი ფოტოსურათით, ოქმი ნე----- გე-–-–---–ის სხეულის დათვალიერების შესახებ და ფოტოსურათები, სამედიცინო ბარათი N---, მოწმე ცი–---- ჭყ----ის გამოკითხვის ოქმი, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნა, მიმართვის წერილი საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტს შ----- ჭყ----ის შესახებ და პასუხი და დანიშვნის ბრძანების ასლი, ბრალდებულ შ----- ჭყ----ის გამოკითხვის ოქმი და სხვ.) ერთობლიობა შ----- ჭყ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა არ გახადეს სადავოდ საქმის წინასასამართლო სხდომაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. კერძოდ, დადასტურებულია, რომ შ----- ჭყ----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ----- ჭყ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ასევე ბრალდებულის ოჯახურ, ქონებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულის ქმედებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- ჭყ----ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური, ქონებრივი, ჯანმრთელობის მდგომარეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- ჭყ----ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 230 (ორას ოცდაათი) საათის ოდენობით განსაზღვრა, საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ----- ჭყ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 230 (ორას ოცდაათი) საათის ოდენობით.
შ----- ჭყ----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 14 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით და საბოლოოდ შ----- ჭყ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 205 (ორას ხუთი) საათის ოდენობით.
გაუქმდეს შ----- ჭყ----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გადახდილი გირაოს თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სრულად დაუბრუნდეს გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელსაც დაევალოს აღნიშნული სასჯელის ღონისძიების აღსრულება და მასზე კონტროლი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ნე----- გე-–-–---–ისაგან ამოღებული ბავშვის მოლურჯო-მოწითალო ფერის მოსაცმელი ელვაშესაკრავით, მომწვანო ფერის შარვალი და მომწვანო-მოყავისფრო ფერის სვიტერი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შ----- ჭყ----ისაგან ამოღებული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო-მონაცრისფრო, მომწვანო ფერის სვიტერი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შ----- ჭყ----ის ფრჩხილის ნიმუშები, ნე----- გე-–-–---–ის ფრჩხილის ნიმუშები, ნე----- გე-–-–---–ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
შ----- ჭყ----ის სამსახურეობრივი მოწმობა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი