განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010100118002339730
საქმე N1-212/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
30 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - პ----ა ც-–--–--ე
ადვოკატი - ნო----- მგ--–--ე
ბრალდებული: გ------ი ა-----ე
მამის სახელი: გ-----
პირადი ნომერი: 6---------3
დაბადებული: 2--0------ წელი
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება:---–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
რეგისტრაციის მისამართი: ქ---------------------–--------
ნასამართლობა: ნ----------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-------ე მუხლის 12 ნაწილი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- ა-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის სექტემბრის და დეკემბრის თვეში, ასევე 2018 წლის 29 იანვარს, გ------- ა-----ემ ქალაქ ქობულეთში, დ----- აღმაშენებლის გამზირი N----–ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმებით და თმების მოქაჩვით, თავისი მეუღლის თ---რ ფ--–-–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2018 წლის 29 იანვარს, ქალაქ ქობულეთში შოთა რ---------–-------- N2---ში მდებარე თ----- ფ--–-–---–ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, გ------- ა-----ემ სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელი დარტყმებით და თმების მოქაჩვით, თავისი მეუღლის თ----- ფ--–-–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2018 წლის 06 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გ--------–-ს ქუჩა N5----------–-------------------------------------–-------------------–-----–----------------- და თმების მოქაჩვით, თავისი მეუღლის თ----- ფ--–-–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა გ------- ა-----ე სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
გ------- ა-----ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ თ----- ფ--–-–---–ის ჩვენება, მოწმეების: კ-–---- ფ--–-–---–ის, თ------ ნ------ს, ო----- ბ--------ს და დ----- მ------–--ის ჩვენებები.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ა-----ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-------ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-------ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან ერთად და თვლის, რომ გ------- ა-----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-------ე მუხლის 12 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად და დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------- ა-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-------ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0----------–-–-- ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 0----------–-–-- გამოსაცდელი ვადით.
2. გ------- ა-----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 თებერვლიდან 2018 წლის 09 თებერვლის ჩათვლით.
3. გ------- ა-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2-------------------) ლარი (დასტური N ა 0-----) დაუბრუნდეს მის შემტანს ს---–--ნ ჯ---------ს (პირადი ნომერი 6----------- - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს გ------- ა-----ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი